x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საახალწლო სასწაულები ხდება? შუმახერი დამოუკიდებლად გადაადგილდება
image

ლეგენდარულ გერმანელ ავტომრბოლელს მიხაელ შუმახერს 5 წელი საწოლთან მიჯაჭვულობის შემდეგ დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია.ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail, -ი ავრცელებს.


ის უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს შვეიცარიაში, საკუთარ ფეშენებლურ სახლში ოჯახთან ერთად, სადაც მოწყობილი აქვს სპეციალური, განცალკევებული ოთახი- პალატა განკუთვნილი ერთი პაციენტისთვის.

image



როგორც ცნობილია, შუმახერის მკურნალობა კვირაში 50 000 ფუნტი სტერლინგი ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ ავტომრბოლელი თავს უკეთესად გრძნობს, მას მაინც სჭირდება ძვირადღირებული წამლები, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკურნალობის ხარჯების დასაფარად ოჯახმა გაყიდა პირადი თვითმფრინავი და კერძო სახლი ნორვეგიაში.

პირველად ინფორმაცია შუმახერის მდგომარობის გაუმჯობესების შესახებ მისმა ადვოკატმა ფელიქს დამმა 2016 წელს გაავრცელა, მან აღნიშნა, რომ შუმახერს ასისტენტის გარეშე შეუძლია მოძრაობა, მაშინ ავტომრბოლელის მეუღლემ უარყო ეს ამბავი და აღნიშნა, რომ "პროგნოზების გაკეთება ნაადრევია და "ფორმულა 1"-ის ფანებს ნუ მივცემთ ნაადრევად იმედს".


შეგახსენებთ, მიხაილ შუმახერმა 2013 წლის 29 დეკემბერს მიიღო მძიმე ტრავმა სამთო-კურორტზე თხილამურებით სრიალის დროს, სპორტსმენი 6 თვე კომაში იმყოფებოდა, მას შემდეგ რაც ექიმებმა გონებაზე მოიყვანეს, იგი აღარ ჩნდება სახალხოდ, ხოლო ოჯახი ცდილობს რეპორტიორებს აარიდოს.

image




1
1014
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1014
  
2018, 19 დეკემბერი, 22:58
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1