x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ბუტა რობაქიძის საქმეზე გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძესა და დავით იაშვილს პატიმრობა შეეფარდათ
image

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები - ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი დამნაშავედ ცნო.



მოსამართლე დავით მგელიაშვილის მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მანდატურებმა დარბაზშივე დააკავეს ბრალდებულები, რასაც ერთ-ერთი ბრალდებულის, სავარაუდოდ დავით იაშვილის ახლობელმა, სანთებელა ისროლა, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორს, დავით მეფარიძეს მოხვდა. მან თავის არეში მცირე დაზიანება მიიღო. ადგილზე პირველადი დახმარების აღმოსაჩენად სასწრაფო დახმარების ექიმები მივიდნენ.


სასჯელის ზომა კი ასე განისაზღვრა:


გურამ დონაძე-განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვიით და და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით;


დავით იაშვილი- განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით და თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით;

ზურა მიქაძე- განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 3 თვით და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით;

ირაკლი ფირცხალავა- განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვის ვადით და 2 წლითა და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

რაც შეეხება ზაზა ბაქრაძეს, რომელიც ერთადერთი იყო ამათგან, რომელმაც ბრალი აღიარა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით აეკრძალა თანადებობის დაკავების უფლება.


შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის მკვლელობა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან ღამით მოხდა, საპატრულო პოლიციამ გააჩერა "ბეემვეს''მარკის მანქანა, სადაც ახალგაზრდები ისხდნენ, ამის შემდეგ მოხდა შელაპარაკება საპატრულო ეკიპაჟსა და ახალგაზრდებს შორის, რა დროს პატრულის თანამშრომელმა ხელები გადაუგრიხა ბუტა რობაქიძეს, ამის შემდეგ მოხდა გასროლა....

2
172
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
172
  
2018, 21 დეკემბერი, 17:55
რაღა დროს? გაანადგურეთ და დაანგრიეთ ოჯახი.
2018, 19 დეკემბერი, 0:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2