x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 საუკეთესო მულტფილმი დიდებისთვის
image

სხვადასხვა სიუჟეტისა თუ კატეგორიის მულტფილმებს შორის არსებობს ერთი კატეგორია, რომელიც დიდებისთვისაა განკუთვნილი. ამ მულტფილმების სიუჟეტი და ფილოსოფია ბავშვებისთვის გაუგებარია. სამაგიეროდ, მათი ყურებით მოზრდილი ადამიანები დიდ სიამოვნებას მიიღებენ და სიუჟეტიც დააინტერესებთ.


1.ედიტი და მე

როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებს უახლოეს მომავალში სტუდენტი, თუ გამოცდებს ვერ ჩააბარებს? ედიტი, მაგალითად, გადაწყვეტს, რომ ჩიპი ჩაინერგოს მეხსიერების გასაუმჯობესებლად. ედიტი ისეთ სამყაროში ცხოვრობს, რომელიც მეცნიერების ფანტაზიად შეიძლება ჩავთვალოთ. ირგვლივ მანქანები დაფრინავენ, ადამიანები კი ისე მოსაწყენად ცხოვრობენ, რომ სურვილი გიჩნდება ვირტუალურ რეალობას შეაფარო თავი.


image

2.ძაღლების კუნძული

ძაღლის გრიპის გამო, ხელისუფლება ბრძანებას გამოსცემს ძაღლები განცალკევებულ კუნძულზე, კარანტინში მოათავსონ. გამოჩნდება მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს აპროტესტებს.მათ შორისაა მთავარი გმირიც.

image

3.ძალიან ნაღვლიანი კინო

მთავარი გმირი ცხოვრობს სამყაროში, სადაც არავის ნდობა არ შეიძლება, საკუთარი თავისაც კი.ის მეხსიერებას კარგავს და მკვდარი პოლიციელის გვერდით ფხიზლდება, ხელში კი იარაღი უჭირავს. ის ცდილობს გაარკვიოს რა მოხდა და დაკავშირებულია თუ არა მომხდარ დანაშაულთან.

image

4.მეტროპია

ატმოსფერული ანტიუტოპია, რომელიც გვიჩვენებს, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ადამიანური მანკიერებების განვითარებამ. მოქმედება 2024 წლის ფუტურისტულ ევროპაში ხდება. ადამიანები აქტიურ ცხოვრებას გაურბიან. დედამიწის ბუნებრივი რესურსები თითქმის განადგურებულია. ევროპის ქალაქებს კი მეტროს უზარმაზარი ქსელი აკავშირებს ერთმანეთთან. სწორედ აქ ვითარდება მთავარი მოვლენები.

image

5.ანომალიზა

მაიკლი ნიჭიერი მწერალია, მან ბევრი რამ იცის სამყაროზე, მაგრამ მასთან საერთო ენას ვერ პოულობს. გარიყულობის გრძნობა იქამდე სდევს თან, სანამ ლიზას არ შეხვდება, რომელიც სხვა, არაფრით გამორჩეული ადამიანების ფონზე ანომალიად ეჩვენება.

image

6.წიწაკა

იაპონური ანიმაცია, რომელიც ბევრ რამეში კრისტოფერ ნოლანის ფილმს “დასაწყისს" მოგაგონებთ. მთავარი გმირები სივრცეში მოგზაურობენ. მათ აქვთ მოწყობილობა, რომელიც მათ სიზმრებს ფირზე იწერს ფილმებივით. მათ ეს არ აკმაყოფილებთ, გადაწყვეტენ თავად შეაღწიონ ადამიანების სიზმრებში.

image


7.იდეალური სევდა

ცნობილი ადამიანების ცხოვრება რთულია. პოპულარული მომღერალი გადაწყვეტს მსახიობობა მოსინჯოს. სცენიდან მის წასვლას რამდენიმე თაყვანისმცემელი გულისწყრომით შეხვდება. გოგონას მოუწევს რამდენიმე ამპლუა მოირგოს, მათგან რამდენიმე აკრძალულიც კია.image

8. კატის დაბრუნება

გოგონა გადაარჩენს კატას, რომელიც კატების პრინცი აღმოჩნდება, ის აპირებს თავის მხსნელზე დაქორწინდეს მადლობის ნიშნად.

image

9.ჩიკო და რიტა

ახალგაზრდა მომღერალი და ამბიციური პიანისტი ერთმანეთს კუბაში შეხვდებიან, 40-იანი წლების დასაწყისში. ბედი მათ მრავალჯერ დააშორებს. რომანტიული ისტორია, რომელიც ნამდვილად დაგაინტერესებთ.

image


10.ჯერ კიდევ გუშინ

image

მულტფილმი იმაზე, თუ რა სწრაფად გადის დრო და რამდენად ღირებულია მისი თითოეული წამი. 2 საათში გოგონას ცხოვრების ამბავია მოთხრობილი:ბავშვობა, მშობლებთან ცხოვრება, პირველი სიყვარული. გოგონა ხვდება, რომ მას კიდევ არ უპოვია თავისი ადგილი ამ სამყაროში, მაგრამ ყოველი მოვლენა, რომელიც მის ცხოვრებაში ხდება, მასთან აახლოებს.



0
129
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0