მსოფლიო უკრაინის ეკლესია გაერთიანდა - როგორი შედეგები? 2018, 18 დეკემბერი, 11:59 2018 წლის 15 დეკემბერი უკრაინისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ისტორიული დღეა - წმინდა სოფიას ტაძრში ჩატარდა საეკლესიო კრება და შეიქმნა ერთიანი ეკლესია უკრაინაში, "უკრაინის ავტოკეფალური ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია". ამ საკითხზე მუშაობა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა 2014 წელს მომხდარმა მოვლენებმა პროცესები დააჩქარა. უკრაინის ეკლესიის გაერთიანებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომეოს I-მა. შეიძლება ითქვას, რომ ახლა უკრაინის ეკლესია ფაქტობრივად დამოუკიდებელია. ამ პროცესში დამაგვირგვინებელი
ვინ არის უკრაინის ეკლესიის ახალი წინამძღოლი?
"ის ძალიან განათლებული ადამიანია, რომელმაც იცის ბერძნული ენა, წლების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონსტანტინოპოლთან, გარდა ამისა გვევლინება ეფექტურ ორგანიზატორად და მმართველად" - ასე ახასიათებს მას ერთ-ერთი რელიგიათმცოდნე იური ჩერნომორეცი.
რას ნიშნავს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება რუსეთისთვის?
რუსეთისთვის უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება არის ძალიან დიდი მარცხი როგორც საეკლესიო, ისე პოლიტიკური მნიშვნელობით. ამით რუსეთის ეკლესიამ დაკარგა ერთ-ერთი დიდი მართლმადიდებლური ქვეყანა, რომელიც ამიერიდან აღარასდროს იქნება მისი მოკავშირე თუ რუსეთში რამე არ შეიცვალა და ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის საკითხი სამართლიანად, უკრაინის სასარგებლოდ არ შეიცვალა.
ეს არის პოლიტიკური მარცხი ვლადიმირ პუტინისთვისაც. მან, მიუხედავად აგრესიული პოლიტიკისა, ვერ შეძლო საკუთარი მიზნის მიღწევა და უკრაინის საკუთარ გავლენის სფეროდ ქცევა. უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება არის მარცხი, რომელსაც ვეღარ შეცვლის ვეღარაფერი - ვერც აგრესია და ვერც სამხედრო ტექნიკა. წაიკითხეთ ვრცლად
102 1-ს მოსწონს
|