x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლუქსემბურგია პირველი ქვეყანა მსოფლიოში,სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება
image

ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც საზოგადოებრივი ტრანპორტი აბსოლუტურად უფასო იქნება. 2020 წლისთვის ყველა საქალაქო ავტობუსი, ტრამვაი და მატარებელი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.


აღსანიშნავია, რომ უკვე ამა წლის ზაფხულიდან საზოგადოებრივ ტრანპორტით უფასოდ მგზავრობდნენ 20 წლამდე ახალგაზრდები.

ახალი კანონის ინიციატორია კოალიციური მთავრობა ქსავიერ ბეტელის(Xavier Bettel)მეთაურობით. აგრეთვე, მომავალში დაგეგმილია მარიხუანას ლეგალიზაცია, ორი ახალი სახელმწიფო დღესასწაულის შემოღება და გარემოს დაცვის გაუმჯობესება.



ლუქსემბურგში(დედაქალაქში) სულ 115 000 მოქალაქე ცხოვრობს, ამასთანავე ყოველწლიურად 400 000-მდე ადამიანი სამუშაოდ ჩადის მეზობელი ქვეყნებიდან. საცობების მხრივ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომარეობაა მსოფლიოში. 2016 წლის კვლევების მიხედვით მძღოლები საშუალოდ 33 საათი იდგნენ საცობებში.


ლუქსემბურგის კვალდაკვალ უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა უკვე იყოს საფრანგეთში, (მაგალითად ქალაქ ნიორტში(125 000 მცხოვრები) გასული წლის სექტემბრიდან დადის უფასო ავტობუსი), ამ საკითხს განიხილავს გერმანია და რუსეთის დედაქალაქი მოსკოვიც.





1
260
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
260
  
2018, 18 დეკემბერი, 23:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1