x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508582
პაატა ბურჭულაძემ რუსეთში იმღერა,კონცერტს ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა(ვიდეო)
image

დიდი გალა-კონცერტი 15 დეკემბერს გაიმართა სანკტ-პეტერბურგში, რომელიც რუსი რეჟისორის, იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. კონცერტს ესწრებოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.


კონცერტზე გამოვიდა ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე, რომელმაც ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან “დაისი”, არია – “ღვინოვ კახურო” შეასრულა.

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბურჭულაძის გარდა მსმენელთა წინაშე წარდგნენ და იუბილე მიულოცეს ცნობილ დირიჟორს ნიკოლაი ლუგანსკიმ, ვადიმ რეპინმა, დენის მაცუევმა, იური ბაშმეტმა და სხვებმა. დირიჟორის პულტთან იდგა ლეგენდარული მარის იანსონსი.



პაატა ბუჭულაძის, როგორც მომღერლის აღმავლობა იწყება 1981 წლიდან, როდესაც პირველი ჯილდო მუსიკალურ კონკურსში Voci Verdiane (ბუსეტო, იტალია) მოიპოვა.

. 1982 წელს ოქროს მედლით გაიმარჯვა მოსკოვის ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსში. 1985 გაიმარჯვა ლუჩიანო პავაროტის კონკურსში (ფილადელფია, აშშ). მნიშვნელოვან კონკურსებში მიღწეული წარმატებების შემდეგ შეძლო ევროპის და ჩრდილოეთი ამერიკის სცენებზე წარმატებული გზის გაგრძელება.

შემდეგ იყო ტრიუმფალური დებიუტი "კოვენტ გარდენ ოპერაში", (ლონდონი), სადაც შეასრულა რამფისის პარტია ოპერა „აიდაში“, ტენორი ვარსკლავის ლუჩანო პავაროტის რადამესის გვერდით. არანაკლები წარმატება ხვდა მილანის ლა სკალასა და ვენის სახელმწიფო ოპერაში. ჰერბერტ ფონ კარაიანმა მიიწვია ზალცბურგის ფესტივალზე, სადაც იგი შემდეგაც არაერთხელ გამოჩნდა საკონცერტო წარმოდგენებში. ბურჭულაძის კარიერის კიდევ ერთი მწვერვალი იყო მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში „ბორის გოდუნოვში“ მთავარი პარტიის შესრულება 1990-91 წლებში.

2015 წლის ნოემბერში ბურჭულაძემ დააფუძნა ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ფონდი“, რომლის მიზანი იყო „ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია. შემდეგ დააარსა ფონდი "იავნანა".

2016 წელს სათავეში ჩაუდგა პოლიტიკურ პარტიას – “სახელმწიფო ხალხისთვის”, რომელმაც რამდენიმე სხვა პარტიასთან ერთად შექმნა საარჩევნო ბლოკი და მიიღო კიდეც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა.

2017 წელს ბურჭულაძით დაინტერესდა პროკურატურა, რის მიხედვითაც შესაძლოა ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მითვისებას.


2017 წლის 1 ივლისიდან პაატა ბურჭულაძე მიხაილოვის თეატრის საოპერო დასს ხელმძღვანელობს.


ვიდეო:პაატა ბურჭულაძის გამოსვლა 1:29:05 წუთიდან.





1
86
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
86
  
2018, 19 დეკემბერი, 0:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1