x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცხოვრება გრძელდება

image
--დედა მშია... ---ახლავე ჩემო სიხარულო გაგიმზადებ. დედა მოშიებულ შვილს სადილს უმზადებს, ერბო კვერცხს და ერთ ნაჭერ პურს, თანვე იმის დარდი კლავს, სკოლიდან დაბრუნებულს და დაახვედროს. პატარა გემრიელად მიირთმევს და დედას ეკითხება. -- დედა შენ რატომ არასოდეს ჭამ ჩემთან ერთად? მოდი დაჯექი და ერთად ვჭამოთ. --არ მინდა ჩემო პატარა, მე მოგვიანებით ვჭამ, ხომ იცი არ მიყვარს დილით ჭამა. არადა დედას რა ხანია უკვე გემრიელად საჭმელი არ უჭამია, მხოლოდ შვილს თუ მორჩება იმით კმაყოფილდება. ეს საჭმელიც ხომ კეთილი მეზობლების დახმარებთ აქვს. სოფელ- სოფელ დადის, სიფრიფანა ახალგაზრდა ქალი და ადამიანებს სთხოვს მამუშავეთ თქვენ სახლშიო. მხოლოდ საჭმელი მომეცით, ჩემი ერთადერთი შვილი რომ გამოვკვებოო. ბევრს ეცოდება და დახმარების გარეშე აძლევს საკვებს და ტანსაცმელს. ბევრი კი შეურაცყოფას აყენებს თუ რჩენის თავი არ გქონდა რას აჩენდი შვილს და რად იდებდი ცოდვაში თავსო. იყვნენ ადამიანები, ოჯახში მიიღებდნენ, მძიმე სამუშაოს შეასრულებინებდნენ და რაღაც კაპიკეს მიუგდებდნენ. მეტი არ გეკუთნის ამ სამუშაოს შესრულებაშიო ეტყოდნენ. ყოველი დღე გაუსაძლისი იყო მარტო ხელა დედისთვის, დღითი დღე უარესდებოდა მათი ცხოვრება. შვილს არასოდეს ანახებდა თუ რა ტკივილს ატარებდა გულში. --დედა მამა სად არის? რატომ არ ცხოვრობს ჩვენთან ან ბებია ბაბუა? რატომ ვართ ჩვენ მხოლოდ და არ გვყავს სხვები? ჩემს მეგობრებს მამა ყავთ, ბებია ბაბუა, მე კი მხოლოდ შენ მყავხარ. ყველაზე მეტად ამ დღის ეშინოდა საბრალო ქალს, დადგებოდა დრო და ამ კითხვას დაუსვამდა შვილი დედას. ცდილობდა კითხვას არიდებოდა, მაგრამ პატარამ ამოიჩემა ეს კითხავ განუწყვეტლივ უსვამდა დედას. -- რატომ არ მპასუხობ დედა სად არის მამაჩემი?! --ჩემო პატარავ, ჩემო გიორგი ჯერ არ არის ის დრო ეს ყველაფერი რომ მოგიყვე, გაიზრდები და პირობას გაძლევ მე შენ ყველაფერს აგისხნი. პატარამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და დედას შეპასუხება ვერ გაბადე. პატარა ქოხში ცხოვრობდნენ, სადაც წვიმის დროს ისე წვიმდა როგორც გარეთ. ერთი საწოლი, პატარა მაგიდა და ორი სკამი ჰქონდათ. მეზობელმა კარადა გამოცვალა, სამადლოდ მისცა. ჰქონდეს რაც გაქვს ისიც არ დაგისველდეს წვიმის დროს ცოდვა ხარო. დიდი გაჭივრებისა და წვალების მიუხედავდად სიფრიფანა ქალი მაინც მხნედ იყო ფარხმალს არასოდეს ყრიდა, ერთადერთი იმედი მისი პატარა ბიჭი იყო. სკოლიდან სულ ტალახში ამოსვრილი, ტანსაცმელ შემოგლეჯილი დაბრუნდა გიორგი. დღევანდელი დღე იყო ფიქრობდა პირველად, ნეტა დედა არ მნახვდეს ასეთ ფორმაში, არ დამხვდებოდეს სახლში ცოდვაა ინერვიულებს, დედა ხომ მას არასოდეს ხვდებოდა სახლში.გასული იყო სოფელში სამუშაოდ დაღლილ დაქანცული გვიან ბრუნდებოდა. არ გაუმართლა გიორგის, დედა ნაადრევად დაბრუნებულიყო სახლში, შვილისგან განსხვავებით დედისთვის ეს დღე ნაყოფიერი გამოდგა, სამუშაო მალე მოილია და ანაზღაურებაც კარგი მისცეს. მაშინვე ბაზარში წავიდა საჭმელი იყიდა იმისთვის რომ დღეს მაინც დაეხვედრებინა შვილისთვი ცხელი საჭმელი. დედას სახე გაებადრა, შვილი ასეთ ფორმაში რომ დაინახა, მაშინვე ხელი სტაცა პატარას. - რა გჭირს შვილო? ასე ვინ გაგიმეტა ვის ეჩხუბე? ათასი კითხვა მიაყარე დედამ შვილს. თან ათავლიერებდა ნატკენი ხომ აქ ჰქონდა რაიმე. ---დამშვიდდი დედა და მოგიყვები ოღონდ შენ არ ინრვიულო. სკოლიდან როცა ვბრუნდებოდი აი ხომ იცი ვალოდი ბაბუას დიდი ძაღლი რომ ყავს. ---კი შვილო ვიცი და შენ იმ ძაღლთან რა გესაქმებოდა?! ქუჩაში გადმოსულიყო, მე მოფერება ვცადე და შემომიღრინა. შემეშინდა გავიქეცი ფეხი ქვას წამოვკარი და იქვე ბურდუში გადავარდი, ძაღლი გამომეკიდა, თურმე მას თამაში სდომებია ჩემთან, მე კი თავის დაცვა ვცადე და სულ კოტრიალ კოტრიალით ჩავვარდი კანაოში, ძაღლიც მომსდევდა და მიყეფდა, ისიც ჩამომყვა, ტანსაცმეზე დამაძგერდა, მე ისევ მეგონა კბენას მიპირებდა, ის კი ჩემ გადარჩენას სცდილობდა. თავი მოვიმკვდარუნე და ბურდუდან ამომათრია, დედა შიშით ლამის გული გამეყინა, მაგრამ მაინც არ გავინძერი. როცა საშვიდობოდ გამომიყვანა ყეფა დამიწყო და თათებს მირტყამდა, მივხვდი რომ ჩემზე დარდობდა და თვალი გავახილე, მერე კი ლოკვა დამიწყო მეფერებოდა. სახლამდე მომყვა დედა ძაღლი, სულ კუდის ქიცინით მომაცილა და ისევ უკან დაბრუნდა. ამ ყველაფერს ბიჭი ყვებოდა და ორივე დედა შვილი გულიანად იცინოდა. დედას თან ცრემლი სდიოდა . უფალს გულში მადლობას სწირავდა, მისი პატარას შინ მშვიდობით დაბრუნებისთვის. სამი წელი გავიდა ამ ამბის შემდეგ, დედა შვილი ისევ ისეთ გაუსაძლის მდგომარეობაში იყო. მათ ოჯახს კი ერთი სულიერი შეემატათ ის ძაღლი. მას შემდეგ გვერდიდან არ სცილდებოდა, სკოლის კარამდე აცილებდა და შემდეგ სახლამდე მოჰყვებოდა, საღამოს თავის პატრონთან ბრუნდებოდა. ახალგაზრდა ქალს თამში ჭაღარა შეერია, პატარა ბიჭი კი უკვე დიდი იყო. სოფელში სადაც დედა შვილი ცხოვრობდა, არავინ იცოდა დედა შვილი რატომ იყო მარტო, რატომ არავინ ჰყავდათ. ვერც ვერავინ უბედავდა ამ კითხვის დასმას. ახალგაზრდა ქალს საკმაოდ ეტყობოდა კარგი განათელბა ჰქონდა მიღებული, ბიჭიც კარგი მოსწავლე იყო ჯგუფის სამაგალითო მოსწავლე და მეგობარი. ბოლო დროს დედას აეკვიატა სულ იმაზე ფიქრი, სადმე წასულიყო და შვილისთვის კარგი მომავალი შეექმნა, ამას კი ვერ უმხელადა შვილს, როგორ დავტოვო მეც და წავიდე სულ მარტო, რას იზამს აქ იქნებ და არც მოეწონოს ჩემი ეს გადაწყვეტილება და გამინაწყენდეს. დიდი ფიქრის შემდგე, დაისვა შვილი და გაანადო თავისი გეგემბის შესახებ. --სულ რამდენიმე წელი დედა და ისევ ერთად ვიქნებით. --დედა დროა, საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის მითხრა სად არის მამაჩემი. სად არის შენი მშობლები ბებია ბაბუა. --კარგი შვილო, მოგიყვები ყველაფერს, რახან არ იშლი და ასე ძალიან გაინტერესებს, სად არის მამაშენი. მე დედა, მამა და ძმა მყავს, ტრადიციული ოჯახი გვაქვს, შეცდომებს არ პატიობენ. სტუდენტი ვიყავი მამაშენი რომ გავიცანი, შემიყვარდა, ის მდიდარი მშობლების შვილი იყო. ქალაქში ცხოვრობდა სამედიცინოზე ვსწავლობდით ორივე. მპირდებოდა რომ ცოლად მომიყვანდა. ჩემ სამეგობროში, ჩემს მშობლებთანაც დადიოდა, როგოც ჩემი საქმრო ისე მოიხსენიებდა თავს. ფეხმძიმედ დავრჩი მისგან, ეს მას არ მოეწონა და შენი მოცილება მთხოვა. მიზეზი ის იყო არ ვარ ჯერ მზად, ოჯახისთვისო. განუწყვეტლივ მთხოვდა, მოიცილე ჯერ ახალგაზრდები ვართ, შვილი კი უამრავი გვეყოლებაო. მე ვერ შევძელი შვილო შენი მოშორება. არც მშობლებმა მაპატია, ქორწინების გარეშე ფეღმძიმობა და სახლიდან გამომაგდეს. ჩემ კურსელთან ვცხოვრობდი რამდენიმე თვე. მამაშენს მოვატყვილე მოვიცილე ბავშვითქო და დავშორდი. რამდენიმე თვის შემდეგ გავიგე მას ცოლი ჰყოლია, უკვე მუცელიც დამეტყო და ქალაქში ვერ გავჩერდებოდი, ჩემმა კურსელმა ეს სახლი შემომთავაზა, მეც რა გზა მქონდა დავთანხმდი და აქ წამოვედი, მეხმარებოდა რამდენიმე წელი, მერე ისიც გაქრა, ვერსად მივაკვლიე, ამბობენ ქვეყნიდან წავიდაო. მამაშენმა შენი არსებობის შესახებ არაფერი არ იცის, ჩემმა მშობლებმა და ძმამ უარმყო, იციან სად ვარ, მაგრამ არასოდეს გაჩენიათ სურვილი ვენახთ მე და შენ. შვილი ისმენდა დედას წარსულს და გული საგულედან ამოხტომას ლამობდა. სიჩუმე ჩამოვარდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ბიჭი ჩაეხუტა დედას და პატიება სთხოვა. -- დედა ჩემს გამო ხარ ასეთ დღეში, მაპატიე მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ შენ ბედნიერი იყო. ვერსად წახვალ, მე შენ კიდე წვალებისთვის ვერ გაგიმეტებ, დავამთავრო სკოლა და წავიდეთ ქალაქში, შევძლებ ყველა შენი ოცნება რეალურად ვაქციო და დავანახებ იმათ ვინც უარგვყო ვინ დაკარგეს. კიდევ ორი წელი წვალებით გაატარა დედა შვილმა. სკოლა დაამთავრა და სამედიცინოზე ჩაბარება გადაწყვიტა. ისე როგორც დედა სწავლობდა საკმაოდ კარგი ქულები დააგროვა, უფასოზეც მოხვდა. თავდაპირველად მარტო წავიდა ქალაქში. სწავლობდა დღე, ღამით მუშაობდა, ბინის ქირა ხომ უნდა გადაეხადა. არ სურდა მხოლოდ დედაზე ყოფილიყო დამოკიდებული. კარგი სამეგობრო ყავდა, ერთ- ერთი კურსელის მამას რესტორანი ჰქონდა და იქ შესთავაზა მუშაობა მენეჯერად. ბიჭი სიხარულით დათანხმდა, საქმე კარგად მისდიოდა. რამდენიმე თვეში დედაც ჩამოიყვანა და მასთან სამზარეულოში დააწყებინა მუშაობა. დედა შვილი კმაყოფილი იყვნენ ცხოვრებით. რესტორანში სადაც დედა შვილი მუშაობდა, გიორგიმ მის მფლობელს სთხოვა, დედას დაბადების დღე აქვს და აქ მინდა გადაუხადო. ისე რომ მან არ გაიგოს ბოლო წუთამდეო. დიდი მზადება მიდიოდა რესტორანში, დედა სამზარეულოში განსაკუთრებულად აქცევდა ყურადღებას, იქ მომუშავე პერსონალს. გიორგიმ გააფრთხილა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი გვესტუმრება დედა და ყველაფერი საუკეთესო უნდა იყოსო. დედას ყოველთვის ახსოვდა მისი დაბადების დღე, მაგრამ ხმამაღლა თქმა არასდროს სურდა, არც დღევანდელი დღე იყო გამონაკლისი, ისე როგორც სხვა დაბადების დღეები, ჩუმად და უხმაუროდ ფიქრობდა გაატარებდა. ისიც კი იფიქრა, ამდენ დარდმა და საქმემ ჩემ შვილსაც კი გადაავიწყა ჩემი დაბადებს დღეო. ულამაზესი სუფრა გაიშალა, არაფერი აკლდა მაგიდას, გიორგის რამდენიმე მეგობრაიც იყო მოწვეული, მათ შორის მფლობელის შვილიც, მისი თანადგომით ხდებოდა ის ყველაფერი რაც დღეს მოახერხა შვილმა დედისთვის. გიორგიმ დედას საღამოს კაბა უყიდა და სთხოვა ჩაეცვა. დედა დათანხმდა შვილს, კაბაც ძალიან მოეწონა, სიხარულს ვერ მალავდა, დედა უფალს მადლობას სწირავდა ასეთი კარგი შვილის დედობა რომ ხვდა წილად. გიორგიმ დედას ხელი მოჰკიდა და დარბაზში შეიყვანა, იქ უკვე მოსულიყვნენ მოწვეული სტუმრები, მუსიკაც ჩაირთო იყო, ირგვლილ სულ ყვავილებით იყო მორთული ყველაფერი. დედა ტიროდა, იცინოდა, გული მისდიოდა და თან ბედნიერი იყო. ის დღე პირველი იყო რამდენიმ წლის შემდეგ მის ცხოვრებაში, როდესაც ადამიანად იგრძნო თავი და მიხვდა მხოლოდ ამ დღისთვის ღირდა, ის ტანჯული ცხოვრება, რაც მან გაიარა. მხიარულება და ბედნიერი სახეები არ აკლდა იმ საღამოს. გიორგიმ დედას თავისი კურსელი და ამავდროულად კარგი მეგობარი გააცნო. დედას ბიჭის დანახვაზე რაღაც წარსულის ლანდმა გაირბინა მის წინ. დედა გაიცანი ეს ამ რესტონის მეპატრონის შვილია, ამის წყალობაა დღეს რომ მე და შენ ბედნიერები ვართ. დედას სახეზე ღიმილი გაეყინა, ვერ გაერკვა რა ხდებოდა მის თავს, მსგავსება და ასეთი როგორ? ფიქრობდა, იქნებ მეჩვენება, იქნებ გავს და მეტი არაფერი ხომ ხდება ასეც. --გამარჯობა ნინო დეიდა, მე გიორგი ვარ, მიხარია რომ გაგიცანით, გიორგი ჩემი კარგი მეგობარია, იცით? ბევრ ჩვენ კურსელს ჩვენ ძმები ვგონივართ და მე ეს მიხარია, ნეტავ და მართლა მყოლოდო გიორგისთანა ძმა. მე არ მყავს და ძმა გიორგი კი ჩემი შეძენილი ძმა არის, მინდა ჩემი მშობლებიც გაგაცნოთ და ერთ დღეს მეწვიეთ სახლში. გიორგი საუბრობდა, მაგრამ ნინოს არაფერი ესმოდა, მხოლოდ თავს აქნევდა თანხმობის ნიშნად, კიდევ ვერ გაერკვა მის წინ წარსულის აჩრდილი იდგა თუ თავისი შვილის მეგობარი გიორგი. --დედა დედა რა გჭირს ფერი არ გადევს ხომ არ დაიღალე?! --ნინო გამოფხიძლდა შვილის შეძახილზე. -- არა ჩემო ბიჭო კარგად ვარ, კარგი მეგობარი გყოლია, მიხარი ასეთი კარგები რომ ხართ. ის საღამო დედა შვილმა, მხიარულად გაატარა, დედა ათას მადლობას უხდიდია შვილს ამ სუირპრიზისთვის. დღითი დღე უმჯებესდებოდა დედა შვილის ცხოვრება. გიორგი წარმატებული სტუდენტი იყო, უკვე შეთავაზებასაც ღებულობდა სავადმყოფოებიდან სამუშაოდ. სამედიცინოს დამთავრების შემდეგ ლექტორის რეკომენდაციით, ერთ ერთ კერძო კლინიკაში, უნცროს ექიმად დაიწყო მუშაობა.დედას კი სთხოვა რესტორანში მუშაობისთვის თავი დაენებებინა და დაესვენა, მხოლოდ სახლის საქმეებით ყოფილიყო დაკავებული. საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულ გიორგის, დედა შეუძლოდ დახვდა, მაშინვე სასწრაფოთი სავადმყოფოში გადაიყვანა. გამოკვლევების შედეგად დადგინდა რომ დედას სიმსივე სჭირდა. სასწრაფოდ საჭიროებდა ძვირად ღირებულ წამლებით მკურნალობას. ისევ რთული პერიოდი დაუდგა დედა შვილს, გიორგის მეგობრები სავადმყოფოს თანამშრომები, თავს არ ზოგავდნენ, ყველა ღონეს ხმარობდნენ, გიორგის და მის დედის გვერდით დგომაში. გიორგის მეგობარი, გიორგი წამით არ ტოვებდა, მეგობრის დედას, ისიც უკვე საკმაოდ კარგი ექიმი იყო. ექიმებმა გიორგის ურჩიეს, სასწრაფოდ საზღავრგარეთ წაეყავა დედა სამკურნალოდ, იქ შეძლებ დედის გადარჩენას. გიორგიმ თავის მეგობარს გამოსავლის პოვნაში დახმარება სთხოვა. ის საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო, მისი მამაც ცნობილი ექიმი. სახლში მისულმა გიორგიმ მშობლებს მოუყვა თავისი მეგობრის დედის შესახებ, მშობლებმა გულთან მიიტანეს ეს მდგომარეობა და დახმარება გადაწყვიტეს. გიორგის უთხრს: -- ჩვენ დავაფინანსებთ ხარჯებს. წავიყვანთ ვუმკურნალებთ, რა ხანია გვინდა შენი მეგობრის და მისი დედის გაცნობა, წამოვალთ მოვინახულებთ თან გავიცნობთ. ნინო სახლში გადიოდა მკურნალობას, გიორგიმ დედას აცნობა. -- დღეს სტუმრები მოგვივა, გიორგის მშობლებს სურთ ჩვენი გაცნობა. ნინოს თავბრუ დაეხვა, თავი ძლივს შეიკავა. --რა დაგემართა დედა? წამოწექი, დაისვენე, არფერზე იდარდო, ყველაფერი კარგად იქნება, მე მოვიტან ყველაფერს, შენ არაფერი არ გააკეთო. --კარგი შვილო, წამოვწვები ეს ქიმია ცუდად მხდის, როდის დავაღწევ თავს ამ ავადმყოფობას. --ნუ ნერვიულობ დედა, წაგიყვან საზღავრ გაერეთ და იქ ყველა გამოკვლევას ჩაგიტარებ, გიმკურნალებენ, უკეთ გახდები. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ მაგ დავადებას, გახსოვს როგორ ვცხოვრობდით? საჭმელი რომ არ გვქონდა, დილით მე რომ მაჭმევდი და შენ მშიერი იყავი, განა ვერ ვხვდებოდი? ჩემს გამო რომ არ ჭამდი? მე მეჭამა და შენ მშირი ჩერდებოდი? ყოველთვის რატომ ვტოვები იცი დედი საჭმელს? ვიცოდი რომ იმას შენ ჭამდი, რაც მე მომრჩემოდა. -- როგორ დედა? ამას როგორ აკეთებდი? ნუთი ასეთი პატარა ამას ხვდებოდი? ---კი დედა ვხვდებოდი, და იმასაც ვხედავდი თუ რას აკათებდი, იმისთვის რომ მე საჭმელი მქონოდა სახლში. დედა ერთი საწოლი რომ გვქონდა და წვიმის დროს სახლშიც გვაწვიმდა, რამდენჯერ დაგვისველდა საწოლი. დედა შვილი გულში იკრავდა ერთმანეთს და წარსულის გახსენებაზე ტიროდნენ თან იცინოდნენ. ნუ გეშინია დედა სიღარიბე დავამარცხეთ და ავადმყოფობასაც მოვერევით. ნინოს ათასი ფიქრები უტრიალებდა თავში, იქნბ ვცდები და ის არ არის, იქნებ მსგავსებაა. იქნებ სულ სხვაა არის, ხომ შეიძლება ასე იყოს. საღამოს გიორგიმ ყველაფერი მოიტანა, სახლში სანაქებო სუფრა გაშალა, სტუმრების მოლოდინში. კარზე ზარის ხმა გაისმა. -- დედა მოვიდნენ გააღე კარი. გიორგიმ დაუძახა დედას.: ნინოს თვალს უბნელდებოდა, ოღონდ ის არა ღმერთო, ოღონდ ის არა, იმეორებდა გულში. კართან ორი მამაკაცი იდგა, ერთს თაიგულის უზარმაზარი ბუკეტი ეჭირა ხელში. ისინი ერთმანეთს ძალიან გავდნენ. --გამაჯრობა ნინო დეიდა როგორ ხარ? გიორგიმ გადაკოცნა ნინო და სახლში შევიდა ისე რომ არც დალოდებია შეპატიჟებას. მამა კი გაქვავებული თაიგულით ხელში კართან იდგა ადგილიდან ვერ იძროდა. -- ნინო ნუთუ შენ ხარ? --ნინო კარის სახელურს ჩაებღაუჭა, თავი რომ შეეკავებინა და არ წაქცეულიყო. დავითმა ხელი შეაშველა. ნინოს გული წაუვიდა.ყვავილები იქვე დააგდო დავითმა და ნინო დაიჭირა. ბიჭებს დაუძახა: -- მომშველეთ ნინო ცუდად არის.გონ წასული ნინო საწოლზე დააწვინეს ბიჭებმა, ნინოს შეწუხება ავადმყოფობას დააბრალეს. დავითმა ყველაფერს მიხვდა, ცდილობდა არ შეემჩნია რაც მის თავს ხდებოდა. ცოტა ხანში ნინო გონს მოვდა და ნინო წამოდგა საწოლიდა, სტუმრებს მაგიდასთან მისვლა სთხოვა. დავითი უთქმელად მიხვდა გიორგი მისი შვილი რომ იყო, ის იმდენად გავდა მამას, მხოლოდ ჭაღარათი განსხვავდებოდნენ. არც გიორგის დარჩენია ეს შეუმჩნეველი და გაოცებას ვერ მალავდა. ცოტა რომ დალიეს გიორგი მამას ეუბნება: --დავით ნახე როგორ გგავს გიოგრი? მგონი ჩემზე მეტად ეს შენ გგავს. ეს უფროა შენი შვილი ვიდე მე და სამივემ გაიცინა. ნინო შორიდან ადევნებდა თავალს მათ საუბარს. დავითმა გიორგის ყველანაირი დახმარება დაპირდა. -- საბუთები მოაწესრიგე და რაც შეიძლება მალე წაიყვანე სამკურნალოდ, არაფერზე უკან არ დაიხიო, მე ყველა ხარჯს ავანაზღაურებ, მთავარია ნინო იყოს კარგად. ნინომ მოადლობა გადაუხადა დავითს დახმარებისთვის და უარი უთხრა. - მე ვერ შეგაწუხებთ თქვენ, ამ დრომდე მარტო მოვედით მე და ჩემი შვილი, ახლაც მარტო დავძლევთ ამ ავადმყოფობას, თქვენ კი დავით დიდი მადლობა ამ თანადგომისთვის. გაოგნებული დარჩა გიორგი დედის ამ საქციელზე. ვერ ხსნიდა თუ რატომ იქცეოდა დედა ასე. -- დედა რა ხდება?! გამოჩნდა ადამიანი, რომელიც გვეხმარება, მე მას ყველა თანხას დაუბრუნებ უკლებლივ უკან. ახლა არ მაქვს თორემ, იმდეს შევძლებ ვიშრომებ არავისთან დავრჩები ვალში. -არ მიდა მისი დახმარება და მორჩა. დღითი დღე უარესდებოდა ნინოს მდგომარეობა. ნინო უარზე იყო საზღვარ გარეთ წასვლაზე. არც სხვა გამოჩნდა დამხმარე, ის აკრებილი თანხა რაც მეგობრებმა აუკრიბეს მკურნალობაში დაიხარჯა. შუადღეა ნინო თავს ცუდად გრძნობს, ისვენებს, კარზე ზარის ხმა გაისმა. თავს ძალა დაატანა ნინომ კართან მისვლამდე. კართან დავითი იდგა. --ნინო სალაპარაკო მაქვს შენთან, ვიცი გიოგი არ არის სახლში, ამიტომ შევარჩიე ეს დრო. ნინომ სახლში შეიპატიჟა დავითი. --ნინო რატომ დამიმალე შვილი თუ მყავდა?სად იყავი ამ დრომდე? როგორ გაზერდე გიორგი? მომიყევი ყველაფერი. --დავით აქამდე არ დაინტერესებულხარ ჩემი ცხოვრებით და ახლა აზრი არ აქვს იმ ყველაფერს რაც იყო. --ნინო მე შენ გეძებდი, მთლი ცხოვრება გეძებ, შენს მშობლებთანაც მივედი, რამდენჯერმე შენს ძმასთანაც, იმათმა არ მითხრეს შენს შესახებ აარფერი. მხოლოდ ის მითხრეს რომ . ჩვენ უარყავით ნინო და სახლიდა წავიდაო. არც ის მითხრეს შვილი თუ გყავდა. გახსოვს ქეთი? რამდენი ვეძებე ვერსად ვიპოვე. ბოლოს აღმოვაჩინე უცხოელზე გათხოვილა, მოვიძიე მან მითხრა ის სოფელი სადაც შეიძლება ყოფილიყავი. იქაც მივედი და ვერ გიპოვე, მითხრეს რომ იქედან დიდი ხნის წასული იყავი. ნინო ძალიან გთხოვ, გიორგის გამო, იმ სიყავრულის გამო, ნუ იტყვი უარს სიცოცხლეზე, შენ ხომ ერთადერთი ხარ ვინც გიორგის ყავხარ, ნუ მოუკლავ გიორგის დედას, აიღე ჩემი ფული და წადი იმკურნალე. --მხოლოდ იმ პირობით თუ გიორგის არ ეტყვი, შენს შესახებ, არ ეტყვი მისი მამა რომ ხარ. ---კარგი ნინო, რახან შენ ასე გინდა იყოს ეგრე ოღონდ შენ იცოცხლე. დედა შვილი წავიდა საზრვარგარეთ სამკურნალოდ, რამდენიმე თვე დაჰყვეს იქ . ნინოს მკურნალობამ შედეგი გამოიღო, გიორგი სავადმყოფოს მთავარ ექიმს მოეწონა და მასთან მუშაობა შესთავაზა. ბევრი არ უფიქრია გიორგის და კონტრაქტიც გააფორმა რამდენიმე წლიანი. დედა ჩამოიყვანა, სახლში ერთი თვე დაჰყო და წავიდა. დაწოლას აპირებდა ნინო, უკვე საკამოდ გვიან იყო და კარზე ზარის ხმა გაისმა. ვინ უნდა უყოს, ამ შუაღამეზე ხომ მშვიდობაა ნეტავ? გაიფიქრა ნინომ და კარისკენ წავიდა . --ვინ ბრძანდებით? --ქალბატონო ნინო ქეთი ვარ, მე თქვენ არ მიცნობთ, თუ შეიძლება გამიღეთ კარი. ნინომ კარი გააღო და მის წინ მშვენიერი ფეხმძიმე გოგონა იდგა. ---ხომ მშვიდობაა შვილო, შემობრძანდით. ნინომ უცხო გოგონა სახლში შეიყვანა. --მე თქვენ არ მიცნობთ, მაგრამ მე ბევრი რამ ვიცი თქვენს შესახებ. მე გიორგის შეყვარებული ვიყავი, დავფეხმძიმდი, გიორგიმ უარი თქვა შვილზე, არ სურს ჯერ ყავდეს შვილი, არ ვარ მზად ჯერ ოჯახისთვისო. მშობლებმაც უარი თქვეს ჩემზე, მე ვერ გავწირე ჯერ არ დაბადებული ჩემი შვილი. მეგობრათან ვცხოვრობდი ამ დრომდე. გიორგის ჰგონია ბავშვი მოვიცილე, ვსაუბრობთ მაგარამ ამი შესაახებ ვერ ვეუბნები, იქნებ დამეხმართო თქვენ. ნინო მოეფერა გოგონას. -- თუ ამ დრომდე არ იცის, არც ახლა იცოდეს, მოდი დავტოვოთ ისე როგორც არის და შენი პატარა ჩვენ გავზარდოთ. გიორგი კიდე სამი წელი ვერ დაბრუნდება. სიხარულისგან ცრემელი წამოცვივდა გოგონას და ნინოს ჩაეკრა გულში. ნინო ყოველ ღამით საუბრობდა შვილთან და არასოდეს დასცდენია ეს დიდი საიდუმლო. სამი წელი გავიდა. დადგა გიორგის სახლში დაბრუნების დრო. უკვე საკამოდ წარმატებული ექიმის სახელით. უამრავი შეთავაზება აქვს სავადმყოფოებიდან, მათ შორის იმ სავადმყოფოდან სადაც დავითი მთავარი ექიმია. დილით ჩამოფრინდა გიორგი. საქართველოში წვიმიანი ამინდი იყო, იქვე ტაქსი გააჩერა და სახლისკენ გაემართა, ჯერ დედას ვნახავ შემდეგ კი ჩემ ქეთის მოვინახულებო. გიორგის კართან მისულს, პატარა ბავშვის ტირილის ხმა შემოესმა, ვერ გაერკვა რა ხდებოდა, ზარი მისცა კარებს და კარი მისმა ქეთიმ და პატარა დავითმა გაუღო.

0
150
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0