x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მამაკაცმა მამიდა მოკლა და სარდაფში დამარხვას ცდილობდა

image.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 10 დეკემბერს მარნეულში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამიდას, 1951 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას, ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და ცხედარი დამარხვის მიზნით სარდაფში გადამალა. 15 დეკემბერს ცხედარი გარდაცვლილის ნათესავებმა აღმოაჩინეს და სამართალდამცველებს აცნობეს. მკვლელობაში ბრალდებული მიიმალა, თუმცა პოლიციამ იგი სადახლოში დააკავა.
.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1
139
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
139
  
2018, 19 დეკემბერი, 0:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1