x
image
პროფესორი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან კავშირების გაწყვეტა დაუშვებელია.

image


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან კავშირების გაწყვეტა დაუშვებელია.

როგორც ლავროვმა „კომსომოლსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა.

კითხვაზე - რატომ არ იყენებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ ბერკეტებს, მინისტრის განმარტებით, ეს საქართველოში რუსეთთან ურთიერთობის მომხრეთა რაოდენობას შეამცირებს.

„თავიდან დაინიშნა საქართველოსთან ჩარტერული რეისები, შემდეგ- რეგულარული. შემდეგ რეისების რაოდენობა გაიზარდა. ხალხი ამ რეისებით სარგებლობს. თვითმფრინავები სავსეა ტურისტებით. გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა. მგონი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი ვართ. რეგულარულად ტარდება ღონისძიებები სამოქალაქო საზოგადოების ხაზით. ხალხი ერთმანეთს ხვდება, საუბრობს. წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი რომ ჩავშალოთ. ბაზებს იქ მაინც ააშენებენ, ბატალიონებსაც მოამზადებენ და ბიოლაბორატორიაც იმუშავებს. რას მთავაზობთ? გავგუდოთ საქართველო? საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტი რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა. თუ ამ კავშირებს გავწყვეტთ, მათი რაოდენობა 40-დან 2 პროცენტამდე ჩამოვა“, - განმარტავს ლავროვი.



image

1
424
2-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
424
  
2018, 18 დეკემბერი, 23:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1