x
მეტი
  • 25.08.2019
  • სტატია:93880
  • ვიდეო:342250
  • სურათი:456164
რუსი ექსტრასენსის წინასაახალწლო ტესტი-წინასწარმეტყველება

სულ მალე ახალი წელი შემოაბიჯებს. ყოველი ადამიანი ახალ წელს რაღაც ახლის დასაწყისს უკავშირებს და უკეთესის იმედი აქვს. თუმცა, ადამიანები ვართ და გვინდა წინასწარ ვიცოდეთ, რა გველის წინ. ამის გაგებაში რუსი ექსტრასენსი ალიონა კურილოვა დაგვეხმარება თავისი ტესტი-წინასწარმეტყველებით.

image

იმისთვის, რომ გავიგოთ, რას გვიმზადებს ახალი წელი, ყურადღებით დააკვირდით ქვემოთ მოცემულ სურათს და აირჩიეთ ის ფიფქია, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

image

ახლა კი, შედეგები ვნახოთ.

1.რომანტიული ფიფქია

თუ პირველი ფიფქია აირჩიეთ, მომდევნო წელი მრავალ რომანტიულ მომენტს გპირდებათ. მთელი წელი სიყვარულით და რომანტიკით იქნება გარემოცული. შესაძლოა, სწორედ ამ წელს იპოვოთ ახალი სიყვარული და თუ დიდი ხანია ამაზე ოცნებობთ, ოცნება ნამდვილად აგიხდებათ.

მათ, ვისაც უკვე ჰყავს გვერდით საყვარელი ადამიანი, მომდევნო წელი ურთიერთობის გაუმჯობესებას და რომანტიკას ჰპირდება. სიყვარულის ატმოსფეროთი დატკბებით, რომლითაც გარემოცული იქნებით.

image


2.იღბლიანი ფიფქია

თუ მეორე ფიფქია აირჩიეთ, მომდევნო წელი თქვენთვის ფინანსურად წარმატებული იქნება. სამსახურს იშოვით ან საკუთარ საქმეს წამოიწყებთ. შესაძლოა ფული მემკვიდრეობით მიიღოთ ან ლატარიაშიც გაგიმართლოთ. რაც არ უნდა გააკეთოთ, ფული მთელი წლის განმავლობაში იდენს თქვენკენ.

რაც მთავარია, ხელიდან არ გაუშვათ დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობები და ხანდახან ლატარიის ბილეთიც იყიდეთ. იღბალი ხომ მას სტუმრობს, ვინც ძალისხმევას არ იშურებს მიზნის მისაღწევად.

image


3.ბედნიერი ფიფქია

მესამე აირჩიეთ? მაშინ მომდევნო წლის განმავლობაში თქვენ ბედნიერი იქნებით. მთელი წელი სასიხარულო ცნობებით და მოვლენებით იქნება სავსე. თქვენს ცხოვრებაში რაღაც საოცარი მოხდება. დიდი ქონება ან ოჯახში მატება-სიურპრიზისთვის მზად უნდა იყოთ.

დიდი ალბათობით, მოხდება ის, რასაც დიდი ხანია ელით და ოცნებობთ. დამდეგი წელი სიხრულით და სასიამოვნო მომენტებით იქნება გაჯერებული. არ გაუშვათ ხელიდან იღბლიანი მომენტები!

image


4.აღიარებული ფიფქია

დიდება, აღიარება და წარმატება - აი, რა გელით. თქვენს შრომას სათანადოდ დააფასებენ და დაგაჯილდოებენ. მთელი წლის განმავლობაში იბრწყინებთ და ეს წელიც წარმატებას და სიმდიდრეს გპირდებათ.

მთავარია, არ დანებდეთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. წარმატება ხომ სულ ახლოსაა, თქვენ გვერდით, მხოლოდ ხელის გაწვდენაღაა საჭირო.

image


5.იდუმალი ფიფქია

მეხუთე ფიფქია აირჩიეთ? მაშინ სანუკვარი ოცნების ასრულებისთვის მოემზადეთ. მომდევნო წლებში გარემოებები სწორედ ამისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. თუ დიდი ხანია მოგზაურობაზე ან საკუთარი საქმის წამოწყებაზე ოცნებობთ, 2019 წელს ეს ნამდვილად გამოგივათ.

იოცნებეთ უფრო დიდ მიზნებზე და მომდევნო წელს ეს ოცნებები ნამდვილად ახდება. იყავით გაბედულნი!

image

1
583
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
583
  
2018, 18 დეკემბერი, 2:03
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1