x
image
Yoona
10 რჩევა, როგორ ავიცილოთ თავიდან ჭკუასუსტობა           
image

მრავალი წლის განმავლობაში თვლიდნენ, რომ თავის ტვინის ახალი ნეირონის წარმოება დაახლოებით 25 წლის ასაკში წყდება. თუმცა დღეს მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ ეს ასე არაა. ჩვენს ტვინს ახალი ნეირონების წარმოება მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუძლია! თავისი არსით ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ტვინი უმოძრაოდ ერთ ადგილას „არ ჩერდება“, ანუ მოსაწყენი რუტინული საქმეებით არ ბრკოლდება.

ეს რომ არ მოხდეს, გთავაზობთ 10 რჩევას, თუ როგორ შევინარჩუნოთ ტვინის აქტიურობა მთელი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ მანამდე ერთ მნიშვნელოვან კითხვას უნდა გავცეთ პასუხი:

ადამიანის თავის ტვინი


რატომ ბერდება ტვინი ადამიანზე სწრაფად?

image

როცა კანი ბერდება, ნაოჭები ჩნდება. როცა თმა ბერდება, ის ჭაღარავდება ან უბრალოდ ცვენას იწყებს.

რა ხდება, როცა ტვინი ბერდება? სიჩქარე, რომლითაც ინფორმაციის გადამუშავება ხდება, მცირდება, რაც ერთდროულად ბევრი ჩვეული საქმის შესრულებას აფერხებს და ყურადღების კონცენტრირების უნარს ამცირებს. მაგრამ რატომ?

image

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ნეირონების მარაგი დაბადებისთანავე განისაზღვრება, შემდეგ კი დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა მცირდება, რაც კოგნიტური შესაძლებლობების შემცირებას იწვევდა. თუმცა ახლა ცნობილია, რომ ინტელექტუალური დაბერების მთავარი მიზეზი ამაში არ მდგომარეობს.

საქმე იმაშია, რომ ახალი ნეირონების წარმოება ტვინის განსაზღვრულ სტრუქტურებში, მაგ., ჰიპოკამპუსში შესაძლებელია. მაშინ რატომ ბერდება ტვინი? სინამდვილეში ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი დღემდე არ არის, მაგრამ ბევრი ვერსია არსებობს.

image

მაგალითად, ცნობილია, რომ სიცოცხლის განმავლობაში ჩვენი ყველა უეცარი ცვლილება ტვინზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ტვინის სისხლძარღვების დაზიანება, ტოქსიკური ნივთიერებების გავლენა (მაგ., ალკოჰოლი) - ყველაფერი ეს გროვდება და ტვინის მოქმედებაზე გავლენას ახდენს.

ადამიანები სხვადასხვა ასაკში ჭაღარავდებიან, ასევე ხდება ტვინის შემთხვევაშიც, - თითოეული ადამიანისთვის ტვინის დაბერება ინდივიდუალურია.

ეს გამოწვეულია იმით, რომ ყველას იდენტური გენეტიკური „საწყისი“ არ გვაქვს, რომ ტვინის დაბერების პროცესს ერთნაირად შევებრძოლოთ. და მიუხედავად იმისა, რომ გენების ნაკრებზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია, ჩვენს ძალებში არის ტვინის დაბერების შეფერხება, მაგრამ როგორ?


რჩევა პირველი: ზოგჯერ საკუთარი ჩვევები შეცვალეთ

ნაწილობრივ ტვინის დაბერების პროცესის შეფერხებას შეძლებთ ფენომენით, რომელსაც უწოდებენ პლასტიურ ტვინს. თუ მუდმივად ტვინი მოქმედებაში იქნება, ის ახალ სინთეტიკურ უჯრედების კავშირს და ნერვულ ბოჭკოებს შექმნის, ასევე ახალი ქსელი იქმნება.

ამის გაკეთება ნებისმიერს შეუძლია. მაგ., ის, ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში ინტელექტუალური ამოცანებით ტვინს ამუშავდება, მით უფრო მცირე შანსი აქვს, რომ ალცჰაიმერის დაავადება განუვითარდება.

image

როგორც ცნობილია, ალცჰაიმერის დაავადება - ტვინის დაბერების პათოლოგიური ფორმაა, რაც იწვევს მეხსიერების გაუარესებას, ყოველდღიური ქცევის დარღვევას, ასევე პროგრესულ ჭკუასუსტობას. ეს დაავადება ორი ცილის პათოლოგიური დაგროვებით არის გამოწვეული, რომლებიც ტვინის დაზიანებას იწვევს.

არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ტვინს აქტიურად ავარჯიშებდნენ, მსგავსი პათოლოგიური დაგროვება არ ექნებათ. თუმცა ეს კოგნიტური ფუნქციების შემცირებას არ გამოიწვევს.

ტვინს, რომელიც ინტელექტუალური საქმიანობით არის დაკავებული, შეუძლია დაზიანების კომპენსირება წარმოუდგენელი ნეირონების პლასტიკურობის, რომელიც დაბერების შესაფერხებლად საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს.

image

ერთ-ერთი ექსპერიმენტის შედეგად, რომელიც თაგვებზე ჩატარდა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თაგვის ტვინის უჯრედები, რომელიც გარე სამყაროდან, შთაბეჭდილებებიდან და სიტუაციიდან იზოლირებული იყო, ორჯერ უფრო ცუდად აღდგებოდა.

აი, რატომ არის აუცილებელი მუდმივად ტვინის „გაოცება“, ასე ტვინს თავად აღდგენის საშუალებას აძლევთ. ამისთვის რთული გამოწვევების მოწყობა აუცილებელი არაა.

მაგ, ზოგჯერ შეგიძლიათ კბილები მარცხენა ხელში დაჭერილი კბილის ჯაგრისით გაიხეხოთ (თუ მემარჯვენე ხართ), სასეირნოდ სხვა მიმართულება აირჩიოთ. სუფრაზე თქვენი ჩვეული ადგილი შეცვალოთ. მარტივია, არა? ირგვლივ მიმოიხედეთ - რამდენი რამის გაკეთება შეიძლება, რომ ტვინის დაბერება შეაფერხოთ!

რჩევა მეორე: კარგად გამოიძინეთ

image

ყველა ადამიანმა იცის, რომ ძილის ხარისხი ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. სწორედ ღამის პერიოდში ტვინის აქტიური აღდგენა, ტოქსინების გამოდევნა და ნერვული დაძაბულობის მოხსნა ხდება.

თუმცა ზოგიერთი ადამიანი ქრონიკული სტრესის პირობებში იმყოფება, რაც ე.წ. ტვინის ტალღების აქტიურობით გამოვლინდება. ასეთი რიტმი ტვინისთვის დამღუპველია, რის გამოც უარყოფითი ემოციების და ფიქრების „გადამუშავება“ აღარ შეუძლია.

image

დაძინება რთული ხდება, შემდეგ კი საერთოდ წყვეტილი ხდება, რაც ტვინს გაწმენდის უფლებას არ აძლევს. ადამიანი გამოუძინებელი დგება, მისი ტვინი კი გარე ინფორმაციით და საკუთარი ფიქრებით სუნთქვაშეკრული ხდება.

ასე რომ, გამოძინება აუცილებელია და ამაში ხელი არაფერმა არ უნდა შეგიშალოთ! აუცილებელია თქვენი ბიოლოგიური საათი დაალაგოთ, რომელიც მელატონინის - ძილის ჰორმონის, გამომუშავებას არეგულირებს.

image

ძილის გასაუმჯობესებლად თქვენი ბიოლოგიური რიტმი მზეზე მოაწყვეთ. ისე გააკეთეთ, რომ დილით საკმარის რაოდენობის სინათლე მიიღოთ. მაგ., დილით გასეირნება მოაწყვეთ.

თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, ინტენსიური ელექტრო განათება მოაწყვეთ. სტრესის დონე რომ შეამციროთ, მარტივი სუნთქვის ვარჯიშები შეასრულეთ. დღეში 3-ჯერ 5 წუთით ღრმა სუნთქვა საკმარისია. ისუნთქეთ არა მკერდით, არა მუცლით - ამოსუნთქვის დროს დაჭიმეთ.

image

საძილე მედიკამენტებზე უარი თქვით: ეცადეთ ცხრილით გაიღვიძოთ, საღამოს კი ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ ან მაშინვე, როგორც კი დაღლას იგრძნობთ.


რჩევა მესამე: ცხოვრების თითოეული წამით დატკბით

ყოველ დილით ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებთ. ჩქარა ვიღვიძებთ, შხაპს ვღებულობთ, ვიცვამთ, ვსაუზმობთ. ყველაფერი ავტომატურად ხდება, ჩვენი კი ამ დროს გასული დღის დაგროვებული ინფორმაციის გადამუშავებით და ამ დღის საზრუნავით არის დაკავებული.

image

თან ამით არანაირ სიამოვნებას არ ვღებულობთ, თუნდაც ამ დროს ახლობლების გარემოცვაში ვიყოთ. ასეთ პერიოდშიც კი ჩვენ დაძაბული ვართ, რაც ამტკიცებს, რომ სტრესის ჩაკეტილ წრეში ვიმყოფებით.

ცხოვრების თითოეული მომენტის დაფასება რომ ვისწავლოთ, კარგი იქნება რომელიმე მედიტაციური პრაქტიკის განხორციელება. მედიტაცია ყურადღების ერთ საქმეზე კონცენტრირებაში დაგეხმარებათ. ეს შესანიშნავი მეთოდია იმისთვის, რომ ყურადღება აწმყოზე გაამახვილოთ და ნეგატიური ფიქრები განდევნოთ.

image

ეს უბრალოდ მოსაზრება არა: არსებობს სხვადასხვა სამედიცინო კვლევა, რომლებიც აჩვენებენ, რომ რეგულარული მედიტაცია ტვინის გადაწყობას ხელს უწყობს, რაც დაკავშირებულია განსაზღვრულ ნაწილთან, რომელიც პოზიტიურ ემოციებთან არის დაკავშირებული.

თანდათანობით ტვინი ყოველი წამით ტკბობის სწავლას იწყებს. შესანიშნავი იქნება, თუ დღის განმავლობაში 25 წუთს მედიტაციაში გაატარებთ. ამ ტექნიკის ათვისება მარტივი არაა, მაგრამ დღეს ბევრი ინფორმაცია არსებობს, რომლებიც დაგეხმარებათ.


რჩევა მეოთხე: ვიდეოთამაშები ტელევიზორის ყურებას სჯობს

სინამდვილეში, უმჯობესი იქნება, თუ დროს სუფთა ჰაერზე გაატარებთ. თუ ტელევიზორის ყურებასა და ვიდეოთამაშს შორის არჩევანი უნდა გააკეთოთ, სჯობს უკანასკნელი აირჩიოთ. ძლიერად არ ინერვიულოთ - ვიდეოთამაშის მავნებლობა უბრალოდ გადაჭარბებულია.

image

რა თქმა უნდა, მისით გატაცება კარგს არაფერს მოგვიტანს, მაგრამ კვლევის შედეგი არსებობს, რომელიც ამტკიცებს, რომ დღეში 30 წუთით ვიდეოთამაშით დაკავება (არაა აუცილებელი ინტელექტუალური) რუხი ნივთიერების მოცულობას ზრდის.

ეს გასაოცარი არა: მსგავსი მოქმედება ტვინის ვარჯიშს წარმოადგენს, რადგან ჩვენგან აქტიურად დაგეგმვას მოითხოვს. ეს ტვინისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე უბრალოდ ტელევიზორის ყურება, რომელიც პასიურ რეჟიმში ხდება.

image

ჩნდება კითხვა, თუ რომელი ვიდეო თამაში ავირჩიოთ. აქ არჩევანი მხოლოდ თქვენს გემოვნებაზეა. გირჩევთ თამაშს, რომელიც მოთამაშისგან მუდმივად არჩევანის გაკეთებას, ან ამოცანების შესრულებას მოითხოვს.


რჩევა მეხუთე: არ გადაიტვირთოთ

image

საფრთხე არა სამსახურში, არამედ გადაჭარბებულ დაძაბულობაშია, რომელიც გადატვირთვას მოსდევს.

ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, თქვენი სამსახური ფიზიკურ თუ ინტელექტუალურ აქტიურობასთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, გადატვირთვა ძილის დარღვევას იწვევს. ჩნდება მუდმივი შფოთვა, დეპრესია.

image

თუ მუშაობის შეწყვეტა, ან ცოტა მუშაობა გამოსავალი არაა, მცირედით დაიწყეთ. სამსახურში წასვლისას სასიამოვნო მუსიკას მოუსმინეთ, ან საინტერესო წიგნი წაიკითხეთ. სამსახურიდან დაბრუნებულმა იმწამსვე შხაპი მიიღეთ, აუცილებლად გამოიცვალეთ. სამსახურზე ერთი სიტყვაც არ თქვათ.

ანუ ცხოვრება სამსახურამდე და შემდეგ მკაცრად გაყავით. როცა არ მუშაობთ, მას არაფერი არ უნდა გახსენებდეთ. სამსახურის გარეთ აუცილებელია პოზიტიური ემოციების მიღება, ამიტომ გამოგადგებათ ნებისმიერი მეთოდი, რომელიც პოზიტიური ემოციების ნაკადს გამოიწვევს.

დამტკიცებულია, რომ პოზიტიური აზროვნება ტვინის ნეირონების კავშირის ფორმირებას ხელს უწყობს.


რჩევა მეექვსე: კვების სწორი რაციონი აირჩიეთ

image

ადამიანის ტვინი რესურსების შთანმთქმელი, გაუმაძღარია! ის საკვებიდან მიღებული ენერგიის 20 %-ს მოიხმარს. ამასთან, ტვინი მთელი სხეულის მხოლოდ 2 %-ს წარმოადგენს!

სწორედ ამიტომ თქვენს თეფშზე არსებული საკვები ტვინის მოქმედებაზე გავლენას ახდენს. მისი აქტიურობის შესანარჩუნებლად, უმჯობესია აირჩიოთ ის პროდუქტები, რომლებიც თქვენს ტვინს უყვარს და არა თქვენ.

image

კვების რაციონის უჯრედისით გამდიდრება ახალი ნეირონების წარმოებას ხელს უწყობს. და პირიქით: დიდი რაოდენობით შაქრის და გაჯერებული ცხიმების მოხმარება ტვინის აღდგენას აფერხებს.

ალბათ გსმენიათ, რომ ტვინს ომეგა-3 ნახევრად არანაჯერი ცხიმოვანი მჟავა სჭირდება. ამაზე მარტივი არაფერია! თქვენ გჭირდებათ სკუმბრია, ორაგული, სხვადასხვა ზღვის პროდუქტი, სხვადასხვა კაკალი.

image

ტვინს ასევე სჭირდება B6 და B12 ვიტამინები, რომლებიც ტვინის უჯრედების წარმოებას ხელს უწყობენ. ტვინის მარაგისთვის, ბანანი, კვერცხი და კომბოსტო მიირთვით. ასევე მნიშვნელოვანია D ვიტამინი (ზეთი, ვირთევზას ღვიძლი, ცხიმოვანი თევზის სახეობა).

ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგად, E, B9 და A ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების მიღება ტვინის კოგნიტური ფუნქციების შეფერხებას დაახლოებით 11 წლით ახერხებენ.

image

ახსნა მარტივია - ეს მიკროელემენტები ანთებით პროცესებს აფერხებენ. გარდა ამისა, ორგანიზმში ადეკვატური სითხის დონის შენარჩუნება მნიშვნელოვანია (ყველასთვის ინდივიდუალურია, მაგრამ დღეში საშუალოდ 1, 5 ლ წყალი საკმარისია). წყლის ნაკლებობა არა მხოლოდ ტუჩებს აშრობს, არამედ ტვინს კლავს!


რჩევა მეშვიდე: არტერიულ წნევას ყურადღება მიაქციეთ

image

ხშირად სხვადასხვა სახის ნევროლოგიური დაავადება გვხვდება, რომლებიც ტვინის სისხლძარღვების შიგნით არტერიული წნევის ზრდით არის გამოწვეული. ასეთი პათოლოგიის ფონზე სისხლძარღვები შეიძლება დაზიანდეს.

არტერიული ჰიპერტენზია - ხშირი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც არტერიული წნევის მომატებასთან არის დაკავშირებული. ის ტვინის სისხლის მიმოქცევის სერიოზულ დარღვევას იწვევს, მაგ., სისხლის შინაგან ჩაქცევას.

image

სხვა, ნელა პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან არის დაკავშირებული, არის ჰიპერტონული ენცეფალოპათია. ეს პათოლოგია ტვინის მოქმედებას ამცირებს და ჭკუასუსტობას იწვევს.

გაზრდილი არტერიული წნევა მიკროინსულტს იწვევს. ხანგრძლივი ჟანგბადის შიმშილობის შედეგად, რომელიც ინსულტით არის გამოწვეული, ტვინის სერიოზული ნევროლოგიური დარღვევა ვითარდება.

ასეთი დაზიანება მეხსიერების გაუარესებას იწვევს და ტვინის ფუნქციონირებას აფერხებს. როგორც კვლევა აჩვენებს, ალცჰაიმერის თავიდან აცილების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი არტერიული წნევის კონტროლს წარმოადგენს.


რჩევა მერვე: სპორტით დაკავდით

image

ამის გარეშე არ შეიძლება? კი ბატონო! მაგრამ ჩვენ ტვინის მაღალი აქტიურობისთვის საუკეთესო მეთოდებს განვიხილავთ - ეს ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც ამ საქმეში წარმატებას მოგიტანთ.

ფიზიკური დატვირთვა, ზომიერიც კი, ტვინის ფუნქციონირებას ასტიმულირებს. სპორტი ტვინს ჟანგბადით ავსებს და ახალი ნეირონების წარმოებას ხელს უწყობს.

ეს არაერთხელ ექსპერიმენტით დამტკიცებულ იქნა. მაგ, ერთი კვლევის თანახმად, სადაც ზრდასრული ახალგაზრდები კვირაში სამჯერ სპორტით დაკავებული უნდა ყოფილიყვნენ, 6 კვირის შემდეგ მათ კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესება აღენიშნათ. განსაკუთრებით გაუმჯობესდა მეხსიერება, კონცენტრაცია, კრეატიული პოტენციალი. ანალოგიური კვლევა ჩაატარა ისრაელმა მეცნიერებმა და გამოავლინეს, რომ სპორტით დაკავება ამცირებს დეპრესიას და ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას.

image

რეკომენდებულია ძალოვანი ვარჯიშების, ასევე გამძლეობაზე ვარჯიშების შესრულება, როგორიცაა ცურვა აუზში, სირბილი, ველოსიპედით სეირნობა. ამასთან, აუცილებელი არაა ოლიმპიური ჩემპიონი გახდეთ!

ყველაზე მთავარია - რეგულარულობა! თუ თავის ტვინის შესაძლებლობის შენარჩუნებაზე ვსაუბრობთ, მკაცრი სახის სპორტს (მაგ., ბოქსი) თავი უნდა აარიდოთ. მუდმივი ტრავმა და შერყევა ადრეული ჭკუასუსტობის რისკს ზრდის.


რჩევა მეცხრე: ახლობლების წრე გააფართოეთ

image

ახალი მეგობრების შეძენა და სანაცნობო წრის გაზრდა მნიშვნელოვანია, რადგან ასე ტვინის აქტიური სტიმულირება ხდება. ახალ ადამიანებთან ურთიერთობა ახალი სინოპტიკური კავშირების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს.

ამასთან, სასიამოვნო ნაცნობობა და მსუბუქი ურთიერთობა განწყობაზე დადებით გავლენას ახდენს, რაც ბედნიერების ჰორმონის წარმოებას ხელს უწყობს. მრავალი კვლევა ამტკიცებს, რომ სასიყვარულო ურთიერთობა პარტნიორებს შორის, ასევე მეგობრული ურთიერთობები ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს.


რჩევა მეათე: ინფორმაციულ გადატვირთვას თავი აარიდეთ

imageimage

თანამედროვე სამყაროში ძალიან მარტივია გახდეთ, ინფორმაციული გადატვირთვის მსხვერპლი. ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი ტვინში აქტიურად ხვდება. პრაქტიკულად აუცილებელი ინფორმაციის ათვისების შანსი უსარგებლო ინფორმაციული ნაგვის წყალობით მცირდება.

ტვინი იტვირთება ინფორმაციით, რომელიც მას საერთოდ არ სჭირდება. რას იწვევს ეს?

თქვენ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, რადგან კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირებას ვერ ახდენთ. ამასთან, თვით ანალიზის უნარი მცირდება, ანუ კოგნიტური შესაძლებლობები მცირდება, რაც ტვინის დაბერებას ხელს უწყობს.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ სოციალური ქსელებიდან და ინტერნეტიდან იზოლირებული უნდა იყოთ! მხოლოდ ტვინი ფორმაში უნდა გყავდეთ: ამისთვის ინტერნეტში უაზრო ხეტიალს უნდა მოეშვათ, კონცენტრირება იმ რესურსზე უნდა მოახდინოთ, რომელიც თქვენთვის ნამდვილად სასარგებლო და საინტერესოა.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მავნე სასმელი

2. 9 რამ, რისი გაკეთებაც ცარიელ კუჭზე კატეგორიულად არ შეიძლება

3. გამაფრთხილებელი ნიშნები, რომ თქვენი აპენდიციტი საფრთხეშია

4. „ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს

5. 5 დაავადება, რომლებსაც ყავის ცეცხლივით ეშინია

6. ორგანიზმი ამ პროდუქტების გადამუშავებას ვერ ახერხებს, თუ ნაღვლის ბუშტი არ გაქვთ

7. ფარისებრი ჯირკვალი ამ პროდუქტების გამო მადლობას გეტყვით

8. ეს ერთი შეხედვით უვნებელი ჩვევები თირკმელებს ანადგურებს

9. შეამოწმეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა, უბრალოდ ხელი ყინულიან წყალში ჩადეთ

10. რატომ არის საშიში დაბალი არტერიული წნევა და როგორ ვუმკურნალოთ მას

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1993
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
1993
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0