x
image
ლურჯი თოლია
ცნობილი ქართველი ქალები, რომლებიც უცხოელ მამაკაცებზე დაქორწინდნენ

ცნობადი და პოპულარული ადამიანები ხშირად არამხოლოდ თავის ქვეყანაში, არამად საზღვრებს გარეთაც ხვდებიან ყურადღების ცენტრში და ხშირად იქმნება სხვადასხვა ეროვნების მქონე ადამიანების ოჯახი. თუ ევროპისა და აშშ-ში ეს უკვე აღარავის უკვირს, საქართველოში ეს არც ისე ხშირია და ამ შემთხვევაში წყვილი აქტიური განხილვის თემა ხდება.გაგაცნობთ ცნობილ ქართველ ქალბატონებს, რომლებმაც მეუღლეებად უცხოელი მამაკაცები აირჩიეს.

image

1. ნინო მაჩაიძე - ცნობილი ქართველი სოპრანო. ცხოვრობს მილანში. დაქორწინებულია ბარიტონ Guido Loconsolo-ზე.

image

2. თაკო გაჩეჩილაძე - მისი რჩეული ბულგარელი მუსიკოსი ბორისლავ მილანოვია. წყვილი ცოტა ხნის დაქორწინდა, ახლა ვენაში ცხოვრობენ და უკვე პატარას მოლოდინში არიან.

image

3. ნუკი კოშკელიშვილი - ის დაქორწინებულია ამერიკელ ექიმზე ბენ ჩეიმზე. ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს, მოგვიანებით ნუკი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. წყვილს უკვე პირველი შვილიც ჰყავთ.

4. ქეთი მელუა - ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალია, რომელიც 2012 წელს ცოლად გაჰყვა ინგლისელ ყოფილ მოტომრბოლელ და ამჟამად მომღერალსა და მუსიკოს James Michael Toseland-ს. image

5. ქეთა თოფურია - ქეთა თოფურია 2005 წლიდან რუსეთში მოღვაწეობს. ამიტომ ალბათ მისი უცხოელთან ქორწინებაც არავის გაკვირვებია. ქეთა ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე იყო დაქორწინებული მაგრამ წყვილი უკვე დაშორდა.

image

6. თამარ გვერდწითელი - ქართველი მომღერალი, რომელიც დიდი ხანია რუსეთში მოღვაწეობს. მას 3 ქმარი ჰყავდა, მათ შორის 2 უცხოელი. მეორე ქმარი დიმიტრი ადვოკატი იყო. გარდაიცვალა მოულოდნელად გულის შეტევით. 2001 წელს თამარი დაქორწინდა სერგეი გიორგის-ძე ამბატიელო-ზე. ის არის კარდიოქირურგი, თუმცა ისინი 2005 წელს განქორწინდნენ.



1
824
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
824
  
2018, 18 დეკემბერი, 1:51
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1