x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რატომ და როგორ უნდა "გავახუროთ" ავტომობილის ძრავი ყინვაში? მძღოლებო, ეს უნდა იცოდეთ!
ავტომობილების ძრავის ექსპერტები განგვიმარტავენ: "არ დაუჯეროთ ავტომობილების რეალიზატორ-გამყიდველებს, რომ ავტომობილი თანამედროვე "რკინის ცხენია", რომელიც ზამთარ-ზაფხულ არ საჭიროებს ძრავის გახურებას", გახსოვდეთ, რომ ცივ ამინდშიც მოითხოვს ავტომობილი განსაკუთრებულ ზრუნვას.


თუნდაც ბოლო მოდელი ავტომობილების შიგაწვის ძრავები ძირითადად შედგება იმავე ნაწილებისგან, რისგანაც ათწლეულების მანძილზე შედგებოდა. ნულოვანი ტემპერატურის დროს ძრავის ჩართვის პროცესში თითოეული დეტალი თბება სხვადასხვა ტემპით. მაგალითად დგუშის გვირგვინი თბება მომენტალურად, ხოლო ღარები კი ნელ-ნელა, ერთმანეთის მიყოლებით. წარმოგიდგენიათ, რა დაემართება ავტომობილს, თუკი დავძრავთ და ვივლით მანამ, სანამ ძრავის ყველა მოწყობილობა არ გათბება?



image



ალბათ გასაგებია, რომ ცივი ზამთრის პირობებში ავტომობილის ძრავის არასწორი გახურება ხელს უწყობს მის ცვეთა-გაფუჭებას. დაბალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს ავტომობილის მთელს სისტემაზე, ზოგადად კი მისი გადაცემის ფუნქციაზე. ადვილად და მალე ცვდება რეზინის ნაწილები, უარესდება შთანმთქმელი ფილტრის (ამორტიზატორი) მუშაობა, რის გამოც ძირითადად იტვირთება საბარგულის მხარე და გარდა ამისა რბილდება ყველა მხრივ არსებული დალუქვის საპოხი (მასტიკა, ჰერმეტულობა), რაც ხელს უწყობს ბზარების გაჩენას სიცივესა და ყინვაში.




ამიტომ, ყინვიან ამინდში ავტომობილით მგზავრობამდე პირველ რიგში გევალებათ ძრავის ჩართვა და გათბობა, შემდეგ ჩართეთ ყოველგვარი გათბობა რაც აქვს თქვენს ავტომობილს, რომელიც პარალელურად ხელს შეუწყობს ძრავის სწრაფ და სწორ გათბობას. აუცილებლად ჩამოფერთხეთ თოვლი ავტომობილის სახურავიდან, რადგან მგზავრობის პროცესში არ დაეყაროს საქარე მინას და არ შეგექმნათ ავარიული სიტუაცია. ასევე შეამოწმეთ როგორც წინა, ასევე უკანა საწმენდები (დვორნიკები), რომ არ იყოს გაყინული. მაშინვე სწრაფად ნუ დაძრავთ, ეს დააზიანებს ძრავას და ნურც არასწორ მანევრებს და დემონსტრირებებს მოახდენთ, რადგან სანამ ავტომობილი სრული გათბობის პროცესში არ იქნება, დატვირთვა ექნება უკანა ნაწილებს და არ შეეძლება 100%-ით დამორჩილება თქვენს ბრძანებებზე.





იხილეთ აგრეთვე:



ამის ცოდნა ყველა მძღოლისთვის სავალდებულოა! ყველაფერი საბურავების შესახებimage





როგორ გადავრჩეთ ცოცხალი თუ ავტომობილით წყალში გადავვარდითimage





როგორ შევარჩიოთ ტრანსპორტში უსაფრთხო ადგილი? ეს ყველამ უნდა იცოდეთ!image






როგორ გავწმინდოთ ავტომობილის სავარძლები მარტივად. ამის ცოდნის შემდეგ ქიმწმენდა აღარ დაგჭირდებათimage





რა დროს უნდა დაჯდეთ ნასვამი საჭესთან- მძღოლებო გაითვალისწინეთ!image






როგორ გავხსნათ ავტომობილის კარი გასაღების გარეშე 10 წამში, თუ კი ის ჩაგვეკეტა?image






ეს ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს!image






8 ნივთი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ ავტომობილში!image

5
1394
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1394
  
2019, 16 იანვარი, 23:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 15 იანვარი, 1:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 14 იანვარი, 16:54
ამაშია შენი სიძლიერე მაკა, მკითხველამდე მიიტანო მასალა გასაგებად.
2019, 14 იანვარი, 16:48
მადლობა, გუჯა, სულ ვცდილობ ტერმინოლოგიით არ ვისაუბრო და ხალხის ყურიც შევაჩვიო ამას :)
2019, 14 იანვარი, 16:37
ყოჩაღ მაკა, არ დაგიმალავ და გამაკვირვე იმდენად პროფესიონალურად გაქვს აღწერილი.
მანქანის ძრავის გახურების პარალელურად მანქანის დაძვრამდე რამდენიმეჯერ ვაჭერ მუხრუჭის სატერფულსაც, რადგან როცა წვიმიან ან ზამთრის ამინდში გიწევს მოძრაობა და გარკვეული დროით მანქანის დატოვება სამუხრუჭე დისკები სველდება, რაც სამუხრუჭე მანძილს ზრდის.
0 1 5