x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
სელფი აბედნიერებს!
image


კალიფორნიის უნივერსიტეტის (University of California, Irvine) მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ მოქმედებს სელფის გადაღება ადამიანის გუნება-განწყობაზე. მათ ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეები 2 ჯგუფად გაყვეს:

კვლევის I ჯგუფის მონაწილეები, ყოველდღიურად იღებდნენ სურათებს და სოც. ქსელებში აქვეყნებდნენ, ხოლო II ჯგუფში შემავალ ადამიანებს სელფების გადაღება აუკრძალეს.

შედეგად, დაადგინეს, რომ მათ, ვინც დღეში რამდენჯერმე იღებდა სურათს, ენდორფინის (ბედნიერების ჰორმონი) დონე 30% უფრო მაღალი ჰქონდათ, ვიდრე მეორე ჯგუფის მონაწილეებს.

ფსიქოლოგები კვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სელფი მხოლოდ მარტოობის და სტრესის გრძნობას კი არ თრგუნავს, ის საზოგადოებაში ადამიანის იმიჯს ქმნის და მას თვითრწმენის დონეს უმაღლებს.

თუმცა სელფის მოყვარულებს აფრთხილებენ, სელფებით მეტისმეტად გატაცება და საზოგადოების აზრზე დამოკიდებულება, შეიძლება უარყოფითად აისახოს მათ ემოციურ მდგომარეობაზე (შეფასება ყოველთვის დადებითი არ იქნება).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ამერიკელი ფსიქიატრების ასოციაციის (American Psychiatric Association, APA) ოფიციალური დასკვნაც, რომლის მიხედვით, საკუთარი თავის ხშირი ფოტოგრაფირება ფსიქიკურ აშლილობად ითვლება.

აშლილობის ამ სახეობას «სელფიტისი» (selfitis) ჰქვია და განისაზღვრება, როგორც, საკუთარი თავისთვის ფოტოს გადაღების ობსესურ-კომპულსიური ანუ აკვიატებული სურვილი.

ამ სახის აშლილობის სამი საფეხური არსებობს:

I. სასაზღვრო სელფიტისი: საკუთარ თავს სურათს დღეში მინიმუმ 3-ჯერ უღებს, მაგრამ მას სოციალურ ქსელებში არ აქვეყნებს;

II. მწვავე სელფიტისი: საკუთარ თავს სურათს დღეში მინიმუმ 3-ჯერ უღებს და თითოეულ მათგანს სოციალურ ქსელებში ანთავსებს;

III. ქრონიკული სელფიტისი: მთელი დღე გამუდმებით სელფებს იღებს და სოციალურ ქსელებში, მინიმუმ 6 ფოტოს აქვეყნებს. ეს უმძიმესი დაავადებაა, რომელმაც შესაძლებელია, ადამიანი სუიციდამდე მიიყვანოს.

მსგავსი ისტორია ნიუკასლში მოხვდა. 18 წლის დენი ბოუმენი, ყოველდღიურად 10 საათის მანძილზე, 200-მდე სელფს იღებდა, მაგრამ მისთვის მოსაწონი სელფის გადაღება ვერ შეძლო. როგორც გაზეთი The Dally Mirror-ი იუწყება, მოზარდი 6 თვის მანძილზე, სახლიდან თითქმის არ გამოსულა, არ დადიოდა სკოლაში. როდესაც მშობლები მისთვის ჭკვის დარიგებას ცდილობდნენ, აგრესიას ავლენდა. ბოლოს, დენის ნერვული შეტევა დაემართა და დიდი რაოდენობის წამლის აბების მიღებით, თავის მოკვლა სცადა. საბედნიეროდ, დედამ დროზე მიუსწრო და გადაარჩინა.

დღეს დენი სხვა მოზარდებს ესაუბრება სელფის მავნებლობის შესახებ. «მე გამუდმებით ვცდილობდი იდეალური სელფის გადაღებას და როდესაც მივხვდი, რომ არაფერი გამომდიოდა, თავის მოკვლა გადავწყვიტე. მე დავკარგე მეგობრები, განათლება და ჯანმრთელობა» – ამბობს ის.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image18 საუკეთესო პოზა სელფისთვის

25 ფოტო, რომლის გადაღება, შეიძლებოდა ტრაგედიით დასრულებულიყო


ცხოველებთან სელფების გადაღების ოსტატი

0
61
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0