x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში
image

1994 წლის 31 დეკემბერს, დილის 11 საათზე რუსეთის ფედერალური ძალების 131_ე მოტომსროლელი ბრიგადა შევიდა გროზნოში. ბრიგადას ბრძანება ჰქონდა აეღოთ გროზნოს რკინიგზის სადგური. ბრიგადის გროზნოში შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩეჩენი ბოევიკების ერთ_ერთ მეთაურსა და 131_ე ბრიგადის მეთაურს შორის გაიმართა საუბარი რაციაში, სადაც ჩეჩენი ყველანაირად ცდილობდა შეტაკების თავიდან აცილებას:


- ალიკ, მოდი რა სანამ გვიანი არ არის გაიყვანე ბიჭები ალიკ. არ გააკეთოთ ეს, არ გააკეთოთ, არ გინდათ. ყველა შემთხვევაში ალიკ გაიგე შენც მოკვდები და მეც მოვკვდები, რა აზრი ექნება ამას?! სწორად გამიგე ალიკ, ვინ მოიგებს ამით? მე და შენ ამისგან ვერაფერს მოვიგებთ გესმის? თუ მე შენ გნახავ ბრძოლაში შენც ხომ იცი, რომ უკვე ვეღარ დაგინდობ და შენც ვეღარ დამინდობ, გესმის? უკეთესია შენ ჩვენთან როგორც სტუმარი ისე მოდი ალიკ. გაიყვანე ბიჭები ალიკ, შეგეცოდოს მათი დედები და თვითონ ბიჭებიც შეგეცოდოს, გაეცი ბრძანება.


- მე ისეთი რანგის მეთაური არ ვარ, რომ ასეთი ბრძანება გავცე.



- ალიკ, სწორად გამიგე, მე რა თქმა უნდა მთელი გულით გისურვებ, რომ ცოცხალი დარჩე, მაგრამ დამიჯერე ჯობია გაიყვანო ბრიგადა.


- მე ასეთი არჩევანი არ მაქვს. მე მაქვს ბრძანება და მას ყველა შემთხვევაში შევასრულებ.


საბოლოო ჯამში გროზნოს შტურმი მაინც შედგა. ჩეჩენმა ბოევიკებმა ბრიგადა სრულ ალყაში მოაქციეს. ბრძოლა რუსეთის ფედერალური ძალების სრული კრახით დასრულდა. ბრიგადამ პირადი შემადგენლობის დიდი ნაწილი - 20 ტანკი, 45 БМП, 7 ავტომობილი და 6 საზენიტო კომპლექსი "Тунгуска" დაკარგა.


ფოტოზე ასახულია ჩეჩენი ბოევიკების მიერ გროზნოს შესასვლელთან დადგმული ბანერი წარწერით - "Добро пожаловать в АД" (კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში).

0
143
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0