x
image
alex999
Mediator image
Mediator image
მსოფლიოსთვის სამაგალითო აკრძალვა შვედეთისგან!

შვედეთის პარლამენტმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გადაწყვიტა მოწევის აკრძალვა. მიღებული კანონის თანახმად, მოწევა თანდათანობით შეიზღუდება, ხოლო 2025 წელს თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი არ გაიყიდება ქვეყანაში.


image


2018 წლის სტატისტიკური მონაცემებით, შვედეთის მოსახლეობის 11% აქტიური მწეველია, 5% არც ისე აქტიური, ხოლო 10% იშვიათად ეწევა. დარჩენილი 74 % სიგარეტს საერთოდ არ ეწევა. ქვეყანაში სიგარეტის აკრძალვასთან დაკავშირებული კანონები ჯერ კიდევ 2005 წელს ამოქმედდა. პირველად დახურულ სივრცეებში აიკრძალა, თუმცა კომპანიებში გამოყოფილი იყო სპეციალური ადგილები მწეველებისთვის, მას შემდეგ, დროთა განმავლობაში მოწევასთან დაკავშირებით კანონები გამკაცრდა, რასაც მოჰყვა სასარგებლო შედეგი ქვეყნის მოსახლეობის 30% სიგარეტზე უარი თქვა გასულ 14 წლის მანძილზე.





2019 წლის ივლისის თვიდან ღია სივრცეებში მოწევა აიკრძალება!


image


La Repubblica- ს ინფორმაციით, მომავალი წლის ივლისის თვიდან შვედეთში აიკრძალება სიგარეტის მოწევა ღია სივრცეებშიც. განსაკუთრებული ჯარიმები დაწესდება იმ პირებისთვის, რომლებიც პარკში, ეზოში, სადგურზე ან კიდევ სპორტ დარბაზის ახლო მიდამოებში მოწევენ.


image








2025 წლიდან ქვეყანაში სიგარეტის გაყიდვა, შემოტანა და მოწევა სრულიად აიკრძალება!

image


2025 წლიდან ქვეყანაში სიგარეტის გაყიდვა, შემოტანა და მოწევა სრულიად აიკრძალება! ამგვარად, დაწყებული სიგარეტიდან, დამთავრებული ელექტრონულ სიგარეტამდე, ყველანაირი მოსაწევი ქვეყანაში სამუდამოდ აიკრძალება!


image








{გავიცნოთ შვედეთი}


შვედეთი, ოფიციალურად შვედეთის სამეფო არის ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. ესაზღვრება ნორვეგია დასავლეთიდან და ფინეთი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. ზღვით ესაზღვრება დანია, გერმანია და პოლონეთი. სამხრეთიდან - ესტონეთი, ლატვია, ლიტვა; და რუსეთი - აღმოსავლეთიდან. 449 964 კმ² ფართობით შვედეთი მესამე უდიდესი ქვეყანაა ევროპის კავშირში. მოსახლეობა – 9 644 864 კაცი. დაბალია მოსახლეობის სიმჭიდროვე – 20, 6 ად/კმ² (192-ე მსოფლიოში). დედაქალაქია სტოკჰოლმი. შვედეთი განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (232 მლრდ $) მსოფლიოში 21-ე ადგილი უკავია.


image















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


საკვები პროდუქტები, რომლებიც ღამით უნდა მიირთვათ!

როგორ ვუმკურნალოთ ყელის ტკივილის სახლის პირობებში?

საქართველოს მთავრობავ, შეუწყვიტეთ ჩვენი ფულით დაფინანსება ამ ლიბერასტ ალქაჯს! - გიორგი გიგაური

რა მოხდება მომდევნო 24 საათის განმავლობაში ჩვენს პლანეტაზე?

გატაცება, სექსუალური ძალადობა და კიდევ სხვა - ცნობილები, რომლებსაც გულშემატკივრებმა სიცოცხლე გაუმწარეს!

6 ბნელი სიმართლე იაპონიის შესახებ!

ეს 4 მილიონში მხოლოდ ერთხელ ხდება - დაიბადა ბავშვი, რომელიც 80 წლის მოხუცებულს ჰგავს

3
1549
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
1549
  
20 იანვარი, 22:55
ჯერ მოწევას აკრძალავენ,მერე დალევას და თუ ერთ დღეს სექსზე ლიმიტი დააწესეს ან საქმიანი აქტი(ბავშვის გაკეთების პონტი) დააკანონეს არ გაგიკვირდეთ,რადგან უსაქმო სექსი გარყვნილებაა და ადამიანის სულს ხრწნის:)))
2018, 18 დეკემბერი, 23:02
არა ძალიან კარგია. სიგარეტი კლავს და ამათი მთავრობა მკვლელობას ამცირებს ქვეყანაში. აბა მოწევაა აკარგი?
2018, 18 დეკემბერი, 22:49
რა უაზრობაა მთავრობამ რატომ უნდა გადამიწყვიტოს რა ვაკეთო?
0 1 3