x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
გაიცანით ადამიანები, რომლებიც ბარბის თოჯინებად იქცნენ

image

ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ მსოფლიოში ცხოვრობენ ადამიანები,
რომლებსაც ბარბის თოჯინებისგან ვერ გაარჩევთ.

მათ ასობით პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული იმისათვის, რომ თოჯინებს
დამსგავსებოდნენ და ეს მართლაც წარმატებით გამოუვიდათ.

ფსიქოლოგები და ამ ყველაფერს სამედიცინო ახსნას უძებნიან და ამბობენ, რომ
გადამეტებული სწრაფვა სრულყოფილებისაკენ ფსიქოლოგიური დარღვევაა და
პიროვნულ აშლილობასთან გვაქვს საქმე. ზოგიერთი ფსიქოთერაპევტი
თოჯინად გარდაქმნის სურვილს აკვიატებული მდგომარეობის ნერვოზს მიაწერს.

არავინ იცის რაც მიიყვანა ეს ადამიანები აქამდე, თუმცა ფაქტია, რომ ისინი
თავს კარგად გრძნობენ და საკუთარი სხეულის გარდაქმნას ისევ და ისევ
აგრძელებენ .

ვალერია ლუკიანოვა

32 წლის უკრაინელი ვალერია არა მხოლოდ უამრავი პლასტიკური ოპერაციით, არამედ არაორდინალური იდეებითაც არის ცნობილი. ის ამტკიცებს, რომ 12 წლის ასაკიდან სულებსა და მიღმიერ სამყაროს ხედავს. ის საკუთარ თავს ნახევრად ღმერთს უწოდებს და ამბობს, რომ სრულყოფილებისკენ სწრაფვას არ წყვეტს.
გოგონა იოგით არის დაკავებული .
მის ძველ და პოპულარობის შემდგომ ფოტოებზე განსხვავება აშკარაა,
თუმცა ვალერია ამბობს, რომ მას არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებია.
imageimage


პლასტიკური ქირურგები ამბობენ, რომ გოგონას არა მარტო სახეზე( ცხვირი, ტუჩები, ყბები, ყვრიმალები, ნიკაპი ) არამედ ტანზეც უამრავი რამ აქვს შეცვლილი.
საჯდომისა და მკერდის გადიდების გარდა მან ნეკნებიც ამოიღო, რათა უფრო
გამხდარი გამოჩენილიყო.
ის 42 კილოგრამს იწონის . მისი პარამეტრები კი არის 86-47-87 -რაც ნამდვილად არაბუნებრივია.

image
ჯასტინ ჯედლიკა

გაგიკვირდებათ და ცოცხალ თოჯინა ბარბის კენიც ჰყავს. ეს 37 წლის ჯასტინ ჯედლიკაა.
ის ჩვეულებრივი ბიჭი იყო ლოს-ანჯელესიდან, იქამდე, სანამ გადაწყვეტდა კენის
თოჯინას დამსგავსებოდა. ჯასტინი მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც 500
პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ხელოვნური კუნთებიც კი ჩაიდგა.
რეალური ბარბი და კენი ერთმანეთსაც შეხვდნენ, თუმცა მათი მეგობრობა არ გამოვიდა. ჯასტინმა განაცხადა, რომ ვალერია ლამაზია, თუმცა ხელოვნური.
"კენიმ" "ბარბის" ზედმეტი მაკიაჟი და კორსეტით დაწვრილებული წელი დაუწუნა.

image

imageimage
მაურუსიო გალდი

კიდევ ერთი ცნობილი "კენი". ამჯერად, მისი ოდნავ უფრო წარმატებული ვერია.
მაურისიომ 17 წლის ასაკში გადაწვიტა ბარბის შეყვარებულს დამსგავსებოდა.
30 წლის ბრაზილიელ მამაკაცს ერთი მილიონი ევრო აქვს დახარჯული საკუთარ
პლასტიკურ ოპერაციებზე. მან სახეზე ყველა ნაკვთი შეიცვალა და როგორც ამბობენ, მისი კუნთებიც ისეთივე ხელოვნურია, როგორიც თოჯინა კენის.

imageimageimage
ასე გამოიყურებოდა მაურისიო ოპერაციებამდე -
image


ალინა კოვალევსკაია

ცოცხალი თოჯინა ოდესიდან- ასე უწოდებენ მას. 20 წლის უკრაინელ
გოგონას ბარბის ფეტიში აქვს.
"-მე მომწონს პატარა ცხვირი, დიდი ტუჩები და გრძელი თმა . მე თოჯინის ცხოვრებით ცხოვრობ." - ამბობს ის.

imageimage
ალინა იმიჯის შეცვლამდე -

image

დაკოტა როუსი

დაკოტა ყველაზე პოპულარული ცოცხალი თოჯინაა.
გოგონა იუთუბის ვიდეოებით გახდა ცნობილი.
ის იაპონური კულტურითაა გატაცებული და ანიმეს პერსონაჟს
მოგაგონებთ. ამბობენ, რომ დაკოტა ვიდეო ეფექტებს იყენებს იმისთვის, რომ თოჯინას გავდეს. როგორც ამბობენ მას გარეგნობაში იმიჯის გარდა არაფერი
შეუცვლია.

დაკოტა საკუთარ ინსტაგრამზე ასე გამოიყურება -
imageრეალურ ცხოვრებაში ასე -
image
იმიჯის შეცვლამდე კი ასეთი გახლდათ-
image

ანასტასია შპაგინა

კიდევ ერთი თოჯინა უკრაინიდან. თუმცა ის არა ბარბი, არამედ ანიმეს პერსონაჟია
სახელად - Fukkacumi . გოგონა ამბობს, რომ ის არა ჩვეულებრივი ადამიანი, არამედ პერსონაჟია. ანასტასია ვიდეო-ვლოგერია
და მას სამ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
გოგონას ცხვირი და ტუჩები აქვს შეცვლილი.

image
ვალერია ლუკიანოვასთან ერთად-
image


ანასტასია იმიჯის შეცვლამდე-

image













0
96
3-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0