x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
2019 წლის ცხელ-ცხელი მოდური ლუქები
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უნივერსალური სამოსი, რომლის სახეობები არასოდეს გადადის მოდიდან, მოდის ექსპერტ-დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ განახლებულ ვარიანტებს.


ჩაცმა-დახურვის საკითხი კაცობრიობის მანძილზე მუდამ იყო აქტუალური. ქალებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და მზად იყვნენ, გაერისკათ. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ საკითხს სეზონის მიხედვით უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით".



image


გამოიყურებოდეთ თანამედროვედ, მიმზიდველად და მოხდენილად, ფაქტობრივად სულაც არ არის რთული. სწორად შერჩეული თმის ვარცხნილობა, ტონალური კრემი და ფანქრის ჩრდილები, საშუალებას გაძლევთ იყოთ ეფექტური, თუმცა სახის მოვლისა და ფერუმარილის გარდა, გასათვალისწინებელია ასევე ტანსაცმელი, რომლის შეუხამებლობა პროვინციელ ქალბატონად გაქცევთ, ხოლო თუ მოდურ ლუქებს ითვალისწინებთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა, რადგან მოდის ექსპერტებმა 2019 წლის ცხელ-ცხელი, ყველაზე მოდური ლუქები წარმოგვიდგინეს.





● მოდური პრინტები.






1. უჯრედებიანი პრინტი.


2019 წელს, ნებისმიერ სამოსზე აქტუალური იქნება უჯრედებიანი პრინტი - პალტო, ჟაკეტი, შარვალი, პიჯაკი, ქვედაბოლო, ქურთუკი. რაც უფრო მკვეთრი იქნება ეს პრინტი, მით უკეთესი. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი პრინტის სამოსი ყველა ასაკის, ფიგურის და სახის ტიპის ადამიანს შეუძლია მოირგოს.image





2. ფერადი პრინტი.


ადრეა იმაზე ფიქრი, რომ ვითომ დროა ყვავილების პრინტს დავემშვიდობოთ, პირიქით, ახლა ის კიდევ უფრო აქტუალურია. შეგიძლიათ ამ ზამთარსაც ისიამოვნოთ ყვავილიანი, ფერად პრინტიანი სამოსით - პალტო, პიჯაკი, სვიტერი, კაბა და ა.შ.image





3. ზოლიანი პრინტი.


ფართო აუდიტორიის საყვარელი პრინტია, რომელიც ხშირად ასპარეზობს მოდურ ლუქებს შორის. გარდა ამისა, ვერტიკალური ზოლები, უფრო გამხადრს და გამოყვანილს აჩენს თქვენს ფიგურას.image








● ქსოვილის მასალა.




1. ტყავი.


2019 წლიდან ძალზედ აქტუალური იქნება ტყავის ქვედაბოლოები. გარდა ქვედაბოლოსი, ქურთუკები და შარვლები, ასევე ტანსაცმელი ტყავის ჩანართით. არ არის საჭირო ის ნატურალური იყოს, გამოიყენეთ უბრალოდ კარგი ხარისხის შემცვლელი.image





2. ხელოვნური ბეწვი.


ბუნებრივი ქურქი, დიდი ფუფუნებაა, გარდა ამისა, დაუცველი ცხოველების უაზრო ხოცვა, ამიტომ შეგიძლიათ ის ხელოვნური ბეწვით ჩაანაცვლოთ. თუ ჯერ არ გიყიდიათ ზამთრისთვის თბილი ქურთუკი, შეგიძლიათ მოდური ლუქები გაითვალისწინოთ და შეიძინოთ პალტოები ხელოვნური ბეწვით, ან ქურთუკები ბეწვით გაწყობილი.image





3. ზამში.


სინამდვილეში, ის გადმობრუნებული ტყავია. აქტუალურია როგორც ბუნებრივი ზამში, ასევე მისი კარგი ხელოვნური ვარიანტები. მოდის ექსპერტებმა ლუქებში ჩართეს სწორედ ზამში, რომლისგანაც უამრავი ელეგანტური და დახვეწილი სტილი შექმნეს. ამიტომ, 2019 წელს ზამშის ქვედაბოლო, ფეხსაცმელი და ჩანთები, ძალიან აქტუალურია.image







სტილი.




1. მინიმალიზმი.


ყველაფერი დაყვანილია მინიმუმამდე, მინიმალური ფერი, მინიმალური აქსესუარები. ეს სტილი ძალზედ მოსახერხებელი და კომფორტულია.image






2. ოვერსაიზი.


სამწუხაროდ, ეს სტილი ყველა ზომის ქალბატონზე არ არის გათვლილი, რადგან ის გამხდარ გოგონებზე უფრო ლამაზად ჯდება, თუმცა მათაც შეუძლიათ ამოირჩიონ ამ სტილიდან მოცულობითი სვიტერები, ქუდიანი მაისურები და ჟაკეტები.image






3. კოვბოის სტილი.


ველური დასავლეთის გულშემატკივრებს გიხაროდეთ, რადგან კოვბოის სტილი კვლავ დამკვიდრდა ტენდენციებში. 2019 წელს აქტუალური იქნება კოვბოის ქუდები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.image








აქსესუარი.





1. ერთი საყურე.


თუ აქამდე აქტუალური იყო ორივე ყურზე ჩამოკიდებული მასიური საყურე, ახლა ეს ტენდენცია განსხვავებულმა სტილმა ჩაანაცვლა. ტენდენციურია, მხოლოდ ერთ ყურზე დიდი საყურე, და, თუ თმასაც აივარცხნით მაგ მხრიდან (გადაიწევთ მეორე მხარეს), კიდევ უფრო უკეთესი.image






2. შლიაპა.


წელს მოდური იქნება ქუდი ე.წ შლიაპა. კარგია, თუ მას ოვერსაიზის ან მინიმალიზმის სტილთან შეახამებთ.image






3. ჩანთა.


წელს მოდური იქნება დიდი ჩანთები, ასევე საშუალო ზომის ჩანთები ჯაჭვიან და ქამრიან საკიდზე.image






იხილეთ აგრეთვე:



ფერების "შპარგალკა", რომლის მეშვეობითაც შეძლებთ მუდამ კარგად გამოიყურებოდეთimage






ეს მოძველებული სტილი, დროა ახლით ჩაანაცვლოთimage







შემოდგომა-ზამთრის ტენდენციები და ძირითადი მოდური ფერებიimage








7 ყველაზე მოდური ფერი ამ შემოდგომას - კარადის განახლების დროა!image







რა ეცვა ხალხს, სანამ შენ დაიბადე? მოდის ევოლუცია და სასიამოვნო კოლაჟიimage








როგორ იცვლებოდა მოდა თაობიდან თაობამდეimage






12 რამ, რაც აუცილებლად უნდა იყოს ქალის კარადაშიimage

1
944
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
944
  
2018, 18 დეკემბერი, 2:02
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1