x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ტრასპლანტაციისთვის გაგზავნილი გული თვითმფრინავში დარჩათ
image
ამერიკული კომპანია Southwest Airlines- ის თვითმფრინავმა, რომელიც სიეტლიდან დალასში მიფრინავდა, სასწრაფოდ შეცვალა მარშრუტი, მას შემდეგ, რაც ბორტზე შემთხვევით აღმოაჩინეს დარჩენილი სამედიცინო კონტეინერი ადამიანის გულით.

ეს ცნობილი გახდა ერთ-ერთი ამერიკული სატელევიზიო არხის დამსახურებით.

ფრენის დროს მგზავრებმა მოისმინეს გემის ეკიპაჟის საჯარო განცხადება სისტემაში. მათ აცნობეს, რომ თვითმფრინავის ბორტზე არის სპეციალური სამედიცინო კონტეინერი, რომელშიც არის მოთავსებული სისხლის მიმოქცევის მთავარი ორგანო, გული. როგორც აღმოჩნდა, გული უნდა გადაეგზავნათ კალიფორნიიდან სიეტლში ბოლო ფრენის დროს.

აღმოჩნდა, რომ კონტეინერი უბრალოდ დავიწყდათ თვითმფრინავზე. ეს ამბავი რომელმაც გამოიწვია რეზონანსი საზოგადოებაში, მოხვდა სააგენტოების ფურცლებზე.


ამავე დროს, როდესაც მგზავრებმა შეიტყეს, რომ თვითმფრინავი იცვლიდა მიმართულებას, არ გამოუთქვიათ პროტესტი, პირიქით, მოქალაქეები ძალიან შეწუხდნენ იმ ადამიანის ბედით, რომელსაც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაციის, ტრანსპლანტაციის ჩატარება სჭირდებოდა.

სიეტლში დაბრუნების შემდეგ, გული გადაეცა ორგანოთა ტრასპლანტაციის სპეციალური შენახვის ცენტრს. როგორც გაზეთი იუწყება, ის თავის დროზე ჩავიდა საჭირო ადგილზე და გამოყენებული იქნება ქირურგის მიერ.














0
50
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0