x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რჩევები ახალბედა მძღოლებს, თუ როგორ ავარჩიოთ ზამთრის სეზონისათვის გაყინვის საწინააღმდეგო სითხე მანქანებისათვის

image საქართველოს გარკვეულ რეგიონებში უკვე თოვლი მოვიდა და ტემპერატურა 0-ს ქვემოთ ჩამოვიდა, რაც საფრთხეს უქმნის ქუჩაში და ღია ავტო ფარეხებში გაჩერებულ მანქანებს, რომელთა რადიატორებში გაყინვის საწინააღმდეგო სითხე არა ჩასხმული.
სხვადასხვა მოდელის, სხვადასხვა დანიშნულების თუ გამოშვების მანქანებში არ შეიძლება ერთნაირი გაყინვის საწინააღმდეგო სითხის ჩასხმა, რადგან ის სითხე, რომელიც შეიძლება თამამად ჩავასხათ ალუმინის რადიატორიან მანქანაში არ შეიძლება ჩავასხათ თითბერისაგან დამზადებულ რადიატორში.
გაგიჩნდებათ კითხვა თუ რატომ არ შეიძლება ერთნაირი სითხის გამოყენება აღნიშნული მასალისაგან დამზადებული რადიატორის მქონე მანქანებში?
პასუხი მარტივია-ანტიფრიზი ანუ გაყინვის საწინააღმდეგო სითხე მზადდება სხვადასხვა მინარევისაგან და მჟავეებისაგან, რომელთაგან ზოგიერთი მინარევი ასე ვთქვათ "ჭამს" იმ მასალის რადიატორებს და ძრავას.
არც იაფფასიანი ანტიფრიზების ჩასხმაა უსაფრთხო, რადგან მთელი რიგი ჩინური და თურქული წარმოების ანიფრიზები მართალია გაყინვას ხელს უშლის, მაგრამ სითხის შემადგენლობაში გამოყენებული მინარევები და მჟავა პრაქტიკულად შეუქცევად პროცესს იწყებს ძრავასა და რადიატორში.
ბევრი ფერების მიხედვით ირჩევს ანტიფრიზს რაც არასწორი საქციელია, ანტიფრიზის ფერს არანაირი დამცავი ფუნქცია არ გააჩნია.
ამიტომ ჯობია ანტიფრიზი ჩაასხათ შესაბამის დაწესებულებაში, სადაც გამოცდილი სპეციალისტები მანქანის მოდელის და ასაკის შესაბამისად შეგირჩევენ ანტიფრიზს.
თუ საჭირო იქნება გაგრილების სისტემას გამორეცხავენ ახლის ჩასხმამდე, თუ ამისი საჭიროება არ იქნება რეგიონის შესაბამისად ჩაგისხამენ ანტიფრიზს.
ზოგიერთ რეგიონში, სადაც ტემპერატურა ძალიან დაბალ ნიშნულამდე ეცემა ანტიფრიზს განაზავებენ ტემპერატურის შესაბამისად.
სუბტროპიკულ რეიონებში კი განაზავებენ პროპორციით 1/1-ზე, თან არ დაგავიწყდეთ, რომ ანტიფრიზი გაზავების შემთხვევაში აუცილებლად უნდა განზავდეს გამოხდილ წყალში, რომელსაც ნებისმიერ აფთიაქში იყიდით მიზერულ თანხად თუ თვითონ დააპირებთ სპეციალისტების მიერ შერჩეული ანტიფრიზის განზავებას.
სამაგიეროდ ზამთარში დაზღვეული იქნებით რადიატორის, მაგისტრალების ან სულაც ძრავის ბლოკის გახეთქვისაგან.
გარდა ამისა მინდა გითხრათ, რომ ანტიფრიზის დუღილის ტემპერატურა 120 გრადუსია რაც დამატებით იცავს ძრავს გადახურებისაგან.

8
166
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
166
  
2018, 22 დეკემბერი, 1:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 16 დეკემბერი, 16:26
ორთქლი, რომელიც ამ შემთხვევაში მანქანის მინებზე წარმოიშობა.
2018, 16 დეკემბერი, 16:20
კონდესატი რა არის გუჯა?
2018, 16 დეკემბერი, 15:53
კი, ოღონდ წასმის მერე აუცილებლად უნდა გააპრიალო. ფირივით იკეთებს გამჭვირვალე ნადებს და კონდესატი ვერ წარმოიშობა
2018, 16 დეკემბერი, 15:33
კბილის პასტა რო წაუსვა შველის თურმე შუშებს
2018, 16 დეკემბერი, 15:02
ასე ზეპირად ძნელია თქმა. ფილტრსაც შეუძლია, მაგრამ ასეთი კონდესატი ფილტრის ბრალი ნაკლებად მგონია.
სპეციალური საცხი იყიდება და ის წაუსვი, კონდესატის დაგროვებას უშლის ხელს.
2018, 16 დეკემბერი, 14:25
შუშებს მიორთქლავს მაგრად და არც ფეჩი შველის ბოლომდე
2018, 16 დეკემბერი, 14:25
გუჯა მანქანას რომ ორთქლავს,სალონის ფილტრის ბრალი იქნება ვითომ?ანტიფრიზი რამე შუაში იქნება?
0 1 8