x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
როგორი იყო უწინ ოჯახის შექმნის მიზნით გამოქვეყნებული განცხადებები-ბევრს იხალისებთ!

ვეძებ მოხუც ქმარს...imageთუ თქვენ მოხუცი ხართ, არავინ არ გყავთ ვისაც ეყვარებით და არავინ იზიარებს თქვენთან მარტოობას, მე გულით შეგიყვარებთ თქვენ, იმ შემთხვევაშიც კი თუ გაქვთ ფიზიკური ნაკლი-მე თქვენზე ვიზრუნებ და მეყვარებით. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანი ვიქნები ცოტათი მაინც, გამაბედნიერებთ. ვარ 20 წლის, გიმნაზიის განათლებით, ჯანმრთელი. (არავინ მყვარებია და მინდა გულით შევიყვარო მოხუცი, კეთილი გულით, ისეთივე როგორიც მე მაქვს.) ამაზე ვოცნებობ 12 წლიდან და იმედი მაქვს ჩემი ოცნება მალე ახდება. სასურველია, რომ ჩემი მეუღლის შემოსავალი იყოს 80 რუბლი თვეში.


ძველი საქორწილო განცხადებები

ახალგაზრდობა გადის ნაკვალევის გარეშე

მალე ალბათ დასასრულიც მოვა. ჩემმა ქალიშვილობის წლებმა სწრაფად გაიარა.


ვეძებდი ოჯახურ კერას, მაგრამ დავიბენი როგორც კვამლი. ეხლა მე მარტო ვარ და ყველასთვის უცხო. ვეძებ ქმარს, მეგობარს. რაც დავწერე ყველაფერი სერიოზულია. "საქორწინო გაზეთი" № 1943.

image

იშვიათი მამაკაცი

ადამიანი შექმნილია ქალებისთვის. მაღალი, სიმპათიური, შავგვრემანი, სიცოცხლით სავსე და ენერგიული ყველანაირ ურთიერთობებში. მცირედი ქონებით, კარგი ოჯახიდან, ისურვებს გაიცნოს ინტელექტუალური პიროვნება. გაცნობის მიზანი არის -ქორწინება. № 43423 განცხადებების ოფისი . მოსკოვი .


image

სასწრაფოდ

ყავისფერი თმა, 36 წლის, საჯარო სამსახურში მომუშავე პირი, ხელფასი 1, 700 რუბლი წელიწადში, სურს დაქორწინება პირზე, რომელიც საქორწინო კონტრაქტში შემოიტანს 50 დან 100 ათასი რუბლს ან მეტს. ფონდი საჭიროა მომგებიანი საქმისთვის და ყველაფერი მის მეუღლის სახელზე იქნება. ეროვნება, ოჯახი, წარსულისულერთია. ბრეტრო-ლიტოვსკი, გროდნოს პროვინცია.


image


26 წლის ოფიცერს სურს დაქორწინება

კარგად აღზრდილ, რელიგიურ ქალბატონზე, 21 წლამდე ასაკის. მაღალი ან საშუალო სიმაღლის, უცხო გარეგნობით. ერთადერთი პირობით: შემოიტანოს სანაცვლოდ 5000 რუბლი. ბარათს გამოგიზავნით სურვილის შემთხვევაში. მისამართი: რიგა, თეატრი. ფოსტა, იგორევი .

image

მე ლამაზი ვარ

ახალგაზრდა და გავატარე ღრმა ახალგაზრდობა სიმდიდრესა და ფუფუნებაში. თუმცა ბედის ირონიით დავკარგე ყველაფერი. მიპასუხეთ მარტოხელა მამაკაცმა, მხოლოდ დაქორწინების მიზნით. მომეცით ნება მოწყენილი ცხოვრება შეგივსოთ მხიარულებით. ვიქნები ერთგული ცოლი და მეგობარი. ბევრს შეშურდება თქვნი.

1908წ.


image

ჩემი დევიზია სილამაზე

ვარ ახალგაზრდა, ლამაზი, ეფექტური და ლამაზი სხეულით. მუსიკალური. განებივრებული ცხოვრებით და ბედით, მაგრამ ეხლა ძალიან მოწყენილობაა ჩემს ირგვლივ. მსურს გაცნობა ოჯახის შექმნის მიზნით, ინტელიგენტ პიროვნებაზე. მოსკოვი, მე-12 საფოსთო განყოფილება.

image

დავიღალე ბრძოლით

ვეძებდი ოჯახურ ბედნიერებას, მაგრამ ვიპოვე მხოლოდ ტანჯვა. ვეძებ სიმშვიდეს. დავრწმუნდი, რომ ფული ბევრად ამსუბუქებს ცხოვრებას, სასურველია უზრუნველყოფილი, გადავუხდი გულითადი მეგობრობით. განცხადების მიზანია ქორწინება. ვარ მაღალი, შავგრემანი ახალგაზრდა.












0
382
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
382
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0