x
"ანკარასთვის მიუღებელია აშშ წვრთნიდეს ტერორისტებს" - ერდოღანი ახალ ოპერაციას აანონსებს
image

12 დეკემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც მან აღნიშნა, ეს ოპერაცია ძალიან მალე უნდა დაიწყოს და მიმართული იქნება ტერორისტების წინააღმდეგ - "ისლამური სახელმწიფოს" წევრებისა და "სახალხო თავდაცვის დანაყოფების" (YPG) წინააღმდეგ. YPG წარმოადგენს ქურთისტანის მშრომელთა პარტიის (PKK) ნაწილს, რომელიც სირიელებისგან არის დაკომპლექტებული. ორივე მოძრაობას თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.

სირიის კონფლიქტში თურქეთი აქტიურად 2016 წელს ჩაერთო, როცა დაიწყო სამხედრო ოპერაციის განხორციელება სახელწოდებით "ევფრატის

ფარი". ეს ოპერაცია 24 აგვისტოდან 2017 წლის 29 მარტამდე გაგრძელდა. მეორე სამხედრო ოპერაცია "ზეთისხილის რტო" ერდოღანმა 2018 წლის 20 იანვარს დაიწყო და 18 მარტამდე გასტანა. ეს რიგით მესამე ოპერაცია იქნება, რომელსაც ერდოღანი მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე განახორციელებს.

რატომ იწყებს თურქეთი სამხედრო ოპერაციებს სირიის ჩრდილოეთში?

სირიაში სამხედრო ოპერაციების ჩატარებას ერდოღანის მხრიდან რამდენიმე მიზეზი აქვს.
1. ბრძოლა ქურთებისა და მათი დაჯგუფებების წინააღმდეგ წინააღმდეგ;
2. თურქეთში მყოფი სირიელი დევნილების ისევ სირიაში დაბრუნება;
3. სუნიტურ არაბულ სამყაროში ლიდერის როლის მოპოვება და მთავარი მოწინააღმდეგის, საუდის არაბეთის ჩამოშორება.


ეს არის ის სამი მიზეზი, რის გამოც ერდოღანი სირიაში სამხედრო ოპერაციებს ახორციელებს.


ქურთების საკითხი თურქეთისთვის ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ატარებდა, თუმცა სირიაში სამოქალაქო ომისა და კონფლიქტის დაწყების შემდეგ მათი საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდა. ქურთებმა განსაკუთრებული როლი შეასრულეს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში, 2017 წლის 25 სექტემბერს კი ერაყელმა ქურთებმა ჩაატარეს რეფერენდუმი იმასთან დაკაშირებით, სურდათ თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰქონოდათ. იქ მცხოვრები ქურთების 92%-მა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას. წაიკითხეთ ვრცლად

1
144
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
144
  
2018, 18 დეკემბერი, 1:55
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1