x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ვარუს დამიბრუნე ჩემი ლეგიონები

image


ოქტავიანე ავგუსტუსმა მიზნად დაისახა დაუმორჩილებელი გერმანიის დაპყრობა. მან ძვ.წ.აღ_მდე 7 წელს მომავალი იმპერატორი და მისი მხედართმთავარი ტიბერიუსი 6 ლეგიონით გაგზავნა რაინის აღმოსავლეთ ნაპირის დასამორჩილებლად. ტიბერიუსმა მალევე შეძლო გერმანელების ალაგმვა. ის სასტიკად უსწორდებოდა დაუმორჩილებელ ტომებს. ბევრი სოფელი მთლიანად გადაწვა, კაცები დახოცა ხოლო ქალები და ბავშვები კი მონებად აქცია. ახალი წლით 9 წელს გერმანელებმა აჯანყება წამოიწყეს. მათი საიდუმლო წინამძღოლი იყო ხერუსკების ბელადის სიგიმერის ვაჟი არმინიუსი, რომელიც რომაულ არმიაში მსახურობდა და სიმამაცის წყალობით თვით იმპერატორისგან მიიღო რომის მოქალაქეობა. არმინიუსმა გერმანული ტომები გააერთიანა და მოუწოდა მათ მცირე დარტყმები განეხორციელებინათ რაინის აღმოსავლეთ ნაპირზე განთავსებულ რომაულ გარნიზონებზე და ამით გაეღიზიანებინათ რომაული სარდლობა. რომაელები ანკესზე წამოეგნენ და პარტიზანული შეტევებით გაღიზიანებულმა ოქტავიანემ მის მხედართმთავარს კვინტილიუს ვარუსს სამი ლეგიონი მისცა, თან უბრძანა მიწასთან გაესწორებინა აჯანყებულების მიწები. 30 000 კაცისგან შემდგარი რომაული არმია გერმანიისკენ დაიძრა, მათ შორის იყო არმინიუსიც თავისი გერმანული რაზმით. არმინიუსმა იცოდა სადაც უნდა გაევლო რომაულ არმიას და იდეალური ადგილი შეარჩია აჯანყებულების ჩასაფრებისთვის. მან ბრძოლამდე 2 დღით ადრე თავის რაზმთან ერთად მიატოვა რომაელთა ბანაკი და აჯანყებულებს შეუერთდა. მისი სარდლობის ქვეშ მოექცა 15 000 გერმანელი, რაც რათქმაუნდა ძალიან ცოტა იყო, რადგან რომაელებს არაერთხელ დაუმარცხებიათ თავისზე ორჯერ უფრო მრავალრიცხოვანი არმია. არმინიუსმა გადაწყვიტა ჩასაფრება ტევტობურგის ტყეში მოეწყო. აქ გამავალ გზას ერთი მხრიდან ტყე ეკრა, მეორე მხრიდან კი ჭაობი. რომაელების ჯარმა ტყეში ნელი მარშირება დაიწყო. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ გერმანელები თავდასხმას გაბედავდნენ. არმინიუსმა რომაელები ტყეში ღრმად შემოუშვა და როცა ისინი უკვე საკმარისად იყვნენ ღრმად შემოსულები გერმანელებმა გამაყრუებელი ყიჟინა და ისრები ერთდროულად დაატეხეს თავს რომაულ ლეგიონებს. არმინიუსმა თვითონ უსარდლა თავის ბერსერკებს და მათაც უმოწყალოდ დაიწყეს შეშინებული და შოკში ჩავარდნილი რომაელების ხოცვა. რომაელებს ისეთი თავზარი დაეცათ წინააღმდეგობასაც ვერ უწევდნენ გერმანელებს და ვერც თავდაცვითი წყობის მიღება მოასწრეს. გერმანელებმა პირწმინდად გაანადგურეს სამი რომაული ლეგიონი, ამ ბრძოლას მხოლოდ 3 000 რომაელი გადაურჩა და ისინიც კი ტყვედ ჩავარდნენ. ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი მომენტი გერმანიის ისტორიაში, რადგან ამ წაგების შემდეგ რომაელებს არც კი უცდიათ გერმანული ტომების დამორჩილება. გადმოცემის მიხედვით ოქტავიანეს ამ დღიდან მოყოლებული ყოველ ღამე კოშმარები ესიზმრებოდა და იმპერატორის სასახლეში ღამ_ღამობით მისი გაცოფებული ყვირილი ისმოდა: "ვარუს, დამიბრუნე ჩემი ლეგიონები!"


image

0
341
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0