x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
რა არის ქოლესტერინი და საშიშია თუ არა ის?

image
ქოლესტერინი ორგანული ნაერთია, რომელიც ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ქოლესტერინი აუცილებელია ჰორმონების, მჟავებისა და ვიტამინ D-ს გამომუშავებისთვის. ასევე ნერვული და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ქოლესტერინის 80%-ს ორგანიზმი თავად წარმოქმნის, დანარჩენი 20%-ს კი საკვებიდან იღებს.

არტერიების კედლებზე ქოლექტერინი წარმოქმნის ცხიმოვან გროვებს და ავიწროვებს სისხლძარღვის სანათურს. უსწორმასწორო კედლები თრომბების წარმოქმნას უწყობს ხელს და შესაძლოა, სისხლის მიმოქცევის სისტემის რომელიმე უბანი დაახშოს. ასეთი რამ თუ გულის სისხლძარღვებში მოხდა, ვითარდება ინფაქტი, თუ ტვინის სისხლძარღვებში - ინსულტი.

ქოლესტერინის და ლიპიდების უმეტესობა წყალში არ იხსნება, ამიტომ ცილებთან ერთად ე.წ ლიპოპროტეინებს ქმნიან. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) 55% ქოლესტერინია, მათ "ცუდი" უწოდეს. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL) ნახევარი ცილაა, ქოლესტერინიკი კი 13%. მათ "კარგს" უწოდებენ.

რაც უფრო მაღალია LDL და დაბალია HDL, მით უფრო იმატებს სისხლძარღვების დაზიანების საფრთხე.

image

ქოლესტერინის საფრთხე ძირითადად ჭარბწონიან ადამიანებს აწუხებთ, თუმცა ის შეიძლება შეგვხვდეს გამხდრებშიც. ასევე მაღალია მისი რისკი 40 წელს ზემოთ. ქოლესტერინის მაღალი დონის დროს მნიშვნელოვანია სწორი კვებითი რეჟიმი. განსაკუთრებით სასარგებლოა თხილი, ავოკადი, ზეითუნის ზეთი, ნიორი.

0
312
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0