x
image
_K_
რომელ სუნამოებს ირჩევენ ყველაზე წარმატებული ქალები
image


ერთხელ კოკო შანელმა ასეთი რამ თქვა: "ქალს, რომელიც სუნამოს არ იყენებს, მომავალი არ აქვს".

კარგად არჩეული პარფიუმი ყოველთვის ხაზს უსვამს ქალის სტილს. ამიტომაც, ბევრი ცნობილი ადამიანი (არა მხოლოდ ქალი) განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სწორი სუნამოს არჩევას.


სტატიაში გაგაცნობთ, რომელ სუნამოებზე შეაჩერეს არჩევანი წარსულისა და დღევანდელობის ყველაზე წარმატებულმა და ცნობილმა ქალბატონებმა.








პრინცესა დიანა


პრინცესა დიანას უყვარდა Houbigant Paris-ის Quelques Fleurs. ეს სუნამო 1913 წელს გამოუშვეს. მას ციტრუსის, ჟასმინის, იასამნისა და მიხაკის სურნელი აქვს. Quelques Fleurs არის სუნამო, რომელმაც Chanel №5-იც კი დაჩრდილა.


სიცოცხლის ბოლო წლებში პრინცესას საყვარელი სუნამო Hermès-ის 24 Faubourg გახდა, რომელიც 1995 წელს შეიქმნა და ფორთოხლის, ატმისა და ქარვის სურნელი დაჰკრავდა. დიანას ვიზაჟისტის თქმით, მას უყვარდა ძვირადღირებული პარფიუმის ხმარება.


✦ორივე სუნამო დღესაც იწარმოება. Quelques Fleurs-ის ახალი ვერსია 2017 წელს შეიქმნა. 24 Faubourg-ის კლასიკური ვერსია კი დღესაც პოპულარულია. მათი შეძენა პარფიუმის მაღაზიებში შეგიძლიათ.
image








მერილინ მონრო

როცა მერილინ მონროს ჰკითხეს, რას ატარებდა საწოლში, უპასუხა ფრაზით, რომელიც დღესაც პოპულარულია: "რა თქმა უნდა, Chanel №5-ს". ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი პარფიუმი იყო და ხშირად ასოცირდება მსახიობის სახელთან. თუმცა, 2002 წელს დაამტკიცეს, რომ Some Like It Hot-ის გადაღებაზე მერილინს Floris-ის Rose Geranium ჰქონდა დაპკურებული.


✦Rose Geranium დღეს აღარ იწარმოება, მაგრამ არსებობს აბაზანის ზეთის სახით. Chanel №5-ს რაც შეეხება, მისი უამრავი ახალი ვერსია შეიქმნა, ერთ-ერთი - 2015 წელს.

image








ოდრი ჰეპბერნი

ოდრი ჰეპბერნი ჰუბერტ დე ჟივენშის, ჟივენშის მოდის სახლის უფროსის მუზა იყო. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მსახიობის საყვარელი სუნამო ჟივენში იყო. პარფიუმი L’Interdit სპეციალურად ოდრისთვის შეიქმნა 1957 წელს. მისი სახელი ფრანგულად "აკრძალულს" ნიშნავს. სურნელი შეიცავს ციტრუსის, მსხლის, მარწყვის, იის, ნარცისის, შროშანისა და ვარდის არომატს.


ოდრი ჰეპბერნიმ ითხოვა, L’Interdit არ გაეხადათ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი (სწორედ ამიტომ დაერქვა პარფიუმს ეს სახელი), მაგრამ უკვე 1960 წელს ყველას შეეძლო მისი შეძენა. ყველა ქალს სურდა, ჰქონოდა ოდრი ჰეპბერნის სურნელი, ამიტომაც სუნამო ძალიან პოპულარული გახდა.


✦2003 და 2007 წლებში სუნამო ხელახლა გამოვიდა. სამწუხაროდ, მისი ძველი ფორმის ფლაკონში ყიდვა შეუძლებელია. თანამედროვე ბოთლის დიზაინი ბევრად უფრო მარტივია - ოთხკუთხედი ფლაკონი ჟივენშის ლოგოთი.

image








ელიზაბეთ ტეილორი

დღეს ბევრ ცნობილ ადამიანს აქვს სუნამოების საკუთარი ხაზი, მაგრამ ელიზაბეთ ტეილორმა საკუთარი სურნელით გაიკაფა გზა. მან რამდენიმე ცნობილი პარფიუმი შექმნა, მათ შორისაა Black Pearls, Passion, Forever Elizabeth, White Diamonds და სხვა. თავად მსახობი White Diamonds-ს იყენებს.


ელიზაბეთ ტეილორისთვის ასევე საყვარელი სუნამოა 1962 წელს გამოშვებულ Bal а Versailles Jean Desprez-ს, რომელიც 300 ინგრედიენტს შეიცავს. არომატში გამოიკვეთება სანდალოზის, პაჩულის, ფორთოხლის ყვავილისა და ვანილის სურნელი.


✦ White Diamonds-ის ყიდვა პარფიუმის მაღაზიებშია შესაძლებელი. Bal а Versailles Jean Desprez კი დიდი ხანია, იშვიათობა გახდა.

image








გრეის კელი

გრეის კელი ბრიტანლუ მოდის სახლ Creed-ის Fleurissimo-ს დიდი მოყვარული იყო. ის კელის ქორწილისთვის სპეციალურად შეუკვეთეს და პატარძლის თაიგულსაც კი დააპკურეს. Fleurissimo შეიცავს ყვავილების სურნელს, მათ შორის ვარდისა და შროშანის.


✦პარფიუმის სახლი დღესაც აწარმოებს სუნამოს კლასიკურ ვერსიას.

image








ქეით მიდლტონი

ქეით მიდლტონის საყვარელი ბრენდია Illuminum. ეს ბრენდი 2007 წელს დაარსდა და ბრიტანულ ელიტაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქეითმა პრინც უილიამთან ქორწილის დღეს არჩევანი პარფიუმ White Gardenia Petals-ზე შეარჩია.


✦სუნამო დღესაც იწარმოება და ყველას შეუძლია მისი შეძენა, მაგრამ ძირითადად ელიტისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ ყველა მაღაზიაში არ იყიდება.

image








მეგან მარკლი

მეგანს ძალიან უყვარს სუნამოები. ერთ-ერთ ინტერვიუში მან ისიც თქვა, რომ სახლიდან გამოსვლისას სუნამოს დაპკურება თუ დაავიწყდებოდა, აუცილებლად დაბრუნდებოდა უკან. როგორც ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრი, მეგანი ბრიტანულ პარფიუმს ამჯობინებს. მისი 2 ყველაზე საყვარელი სუნამოა Jo Malone-ის Wild Bluebell და Wood Sage & Sea Salt.


პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილის დღისთვის Floris London-მა სპეციალური პარფიუმი შექმნა. ბრიტანეთის სამეფო ოჯახს სუნამოებით ძირითადად ეს ბრენდი ამარაგებს.


✦მეგანის ქორწილისთვის შექმნილი პარფიუმი კერძო კოლექციის ნაწილია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. Jo Malone-ის სუნამოების შეძენა კი ყველას შეუძლია.

image








პენელოპა კრუსი

პენელოპა კრუსი ლეგენდარული პარფიუმის ხაზ Lancome-ის Trésor-ის ახალი სახე გახდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ იქიდან მოყოლებული, რაც მშობლებმა მე-13 დაბადების დღეზე Trésor აჩუქეს, სახლიდან არასდროს გამოდის მისი დაპკურების გარეშე. სუნამო ყვავილების, ანანასის, მსხლის, იასამნისა და ვარდის არომატს შეიცავს. კლასიკური ხაზის გარდა, Lancome რეგულარულად უშვებს პარფიუმის ახალ ვერსიებსაც.

image








ნიკოლ კიდმანი

ერთ-ერთ ინტერვიუში კიდმანმა თქვა, რომ სხვადასხვა არომატის შერწყმით უნიკალური სურნელის მიღება უყვარდა. მისი საყვარელი პარფიუმია Thierry Mugler-ის Angel. სუნამო ტროპიკული ყვავილების, ვანილის, კარამელისა და პაჩულის არომატს შეიცავს.


✦პირველი Angel 1992 წელს გამოვიდა და დღესაც იწარმოება.

image








კამერონ დიასი

პოზიტიურსა და მხიარულ კამერონ დიასს მართლაც შეეფერება საყვარელი სუნამოს სახელი Happy (ბედნიერება). პარფიუმი 1997 წლიდან იწარმოება და Clinique-ის შექმნილ სუნამოებს შორის გამორჩეულია. მას ხილისა და ყვავილების არომატი აქვს, მათ შორის ვაშლის, ქლიავის, ბერგამოტის, ფრეზიას, ვარდის, შროშანისა და ორქიდეის.


✦პარფიუმი ძალიან პოპულარულია და მის ყიდვას მარტივად შეძლებთ სუნამოების მაღაზიებში.

image








მადონა

მადონა პარფიუმების დიდი მოყვარულია. ერთ-ერთი მისი საყვარელი სუნამოა Dior-ის Hypnotic Poison. მას ატმის, ქლიავის, ქოქოსის, ვარდის, ჟასმინის, შროშანის, სანდალოზისა და ვანილის სურნელი აქვს.


Hypnotic Poison 1998 წელს შეიქმნა; 2018 წელს პარფიუმს 20 წელი შეუსრულდა. სუნამოს ფლაკონის ფორმა ვაშლს ჰგავს, რომელიც აკრძალულ ხილთანაა ასოცირებული. ფრანგმა პოეტმა პოლ ვალერიმ ერთხელ თქვა: "პარფიუმი გულის საწამლავია".


✦Hypnotic Poison ხელმისაწვდომია ყველა პარფიუმის მაღაზიაში. სუნამოს უახლესი ვერსია 2014 წელს გამოვიდა.

image








ვივიენ ლი

ვივიენ ლის საყვარელი სუნამო Jean Patou-ს Joy (სიხარული) იყო. ის 1930 წელს შეიქმნა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი დიდი დეპრესიის დროს გახდა. პარფიუმის სახელი სრულ კონტრასტში მოდიოდა ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობასთან, ამიტომაც ის იმედის სიმბოლო გახდა. Joy იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული პარფიუმი იყო. მას ჟასმინისა და ვარდის არომატი ჰქონდა. 10 წლის შემდეგ Joy ჟაკლინ კენედის საყვარელი სუნამოც გახდა.


✦ეს ლეგენდარული პარფიუმი დღეს აღარ იწარმოება.

image









ასევე დაგაინტერესებთ:


1. 15 მაგალითი იმისა, რომ მოდა წრეზე ბრუნავს

image


2. როგორ დავმალოთ ჭაღარა თმა მისი შეღებვის გარეშე

image


3. ჩაცმის 14 აუცილებელი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image

1
4590
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
4590
  
2018, 25 დეკემბერი, 1:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1