24 წლის ბიჭი, რომელსაც ოჯახი ერთი თვის განმავლობაში, 19 ნოემბრიდან ეძებდა, თბილისის ზღვაზე დამხრჩვალი იპოვეს.
ცხედარი 13 დეკემბერს იქნა ნაპოვნი და ის ამჟამად პროზექტურაში, ესქპერტიზაზეა გადასვენებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.