x
image
პროფესორი
გაიცანით 5 დიდი კავკასიელი
image

ბაისუნგურ ბენოელი – Baysungur Benoysky (1794 – 1861)- ვეინახების დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი


1794 წელს ედის ჩამომავლობის ჩეჩნურ ოჯახში, სოფელ ბენოიში დაიბადა ბაისუნგურ ბენოელი. ბაისუნგურის შესახებ ცნობები 1839 წლამდე არ მოიპოვება. 1839 წელს კი ცნობილია რომ ბაისუნგური ხელმძღვანელობს სოფელ ბენოის თემს, რომელიც ერთ–ერთ მთავარ დასაყრდენ პუნქტს წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
1839 წლისათვის სოფელ ბენოის თავს აფარებდა იმამი ტაშუ ხაჯი, დაღესტნიდან გამოქცეული შამილი თავის ოჯახთან ერთად, რომელიც ჩეჩნეთში გადასვლის შემდეგ ბაისუნგურმა თავის ოჯახში შეიფარა.
შემდგომში ბაისუნგური გახდა ინიციატორი და მთავარი შემოქმედი იმისა რომ შამილი გამხადარიყო ჩეჩნეთის იმამი. ბაისუნგურის დიდმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და 1839 წელს შამილმა დაიკავა კიდეც იმამის თანამდებობა.
ამის პერიოდში ბენოის მაცხოვრებელთა მოთხოვნით, შამილმა ბაისუნგური დანიშნა სოფელ ბენოის ნაიბად, ხოლო მის მოადგილეთ ასევე გამოჩენილი მებრძოლი სოლდამურატი.
რუსეთის იმპერიის ჩრდილო კავკასიაში გააქტიურების შემდეგ ბაისუნგური აქტიურ მონაწილებას იღებს იმპერიის წინააღმდეგ გამართულ ბროლებში. ბაისუნგურმა და მისმა რაზმმა 1842 წლის, ივნისის თვეში მონაწილეობა მიიღო იჩქერიის მხედართმთავრის შოაიფ–მოლა ცენტროველის ხელმძღვანელობით, რუსეთის იმპერიის ჯარების განადგურებაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალ–ადიუტანტი გრაბე.
1845 წელს ბაისუნგური, ბენოელებთან ერთად მონაწილეობს გრაფ ვორონცოვის არმიის განადგურებაში. ამ ბრძოლის შედეგად რუსეთის იმპერიამ დაკარგა სამი ათასზე მეტი ოფიცერი და ჯარისკაცი. ამ პერიოდიდან მოყოლებული 14 წელი რუსეთის იმპერია თავს იკავებდა იჩქერიაში გალაშქრებაზე.
1847 წელს შამილის ჩრდილოკავკასიის ემირად გამოცხადების შემდეგ, იგი პრაქტიკულად მოწყდა საზოგადოებას და ნაკლები ურთიერთობა ჰქნოდა ხალხთან. შამილს ამ პერიოდში გარს ეხვია საკამოდ ბევრი მლიქვნელი, რომლებიც შამილს მარტო არ ტოვებდნენ. საზოგადოებაში დაგროვილი უკმაყოფილება ბაისუნგურმა საჯაროდ განაცხადა რადგან არ მიეცა საშუალება შამილისთვის პირადად მოეხსენებინა იმ პერიოდში საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილების შესახებ. ბაისუნგურმა თავისი შეხედულებები თხოვნით დაასრულა სადაც იგი იმამს მიმართავდა რომ ხალხთან ახლოს ყოფილიყო. მიუხედავათ ამისა შამილმა ბაისუნგურის შეხედულებები ყურად არ იღო, რამაც მათ შორის წარმოშვა კამათი. ბაისუნგურმა ამ მოვლენების შემდეგ გადაწყვიტა საერთოდ აღარ გამოჩენილიყო ემირის სასახლეში, რომელიც იმჟამად მდებარეობდა ჩეჩნეთის ულამაზეს დასახლება – ვედენოში.
ამ მოვლენებიდან მცირე ხანში ბაისუნგურმა მიიღი ცნობა იმის თაობაზე რომ რუსეთის იმპერიის ჯარებმა, დაღესტანში ალყა შემოარტყეს აულ გერგებილს. იგი რამოდენიმე ათეული მეომრით გაემართა დაღესტანში. აქ აღსანიშნავია ის რომ ბაისუნგურმა წინა წლებში გამართულ ბრძოლებში დაკარგა ერთი ხელი და ერთი თვალი, ხოლო გერგებილის შეტაკების დროს ბაისუნგურს ზარბაზნიდან გასროლიმა ტყვიამ ფეხი მოაგლიჯა. ამ ბრძოლაში რუსეთის მეფის ჯარისკაცებმა უგონოდ მყოფი ბაისუნგური ბრძოლის ველიდან გაიტანეს და ასე ჩაუვარდათ 53 წლის ნაიბი რუსებს ტყვეთ.
შამილმა განიცადა ბაისუნგურის ტყვეთ ჩავარდნა და მისი პირადი კონტროლის ქვეშ დაიწყო მოქმედებები, რათა ბაისუნგური ტყვეობიდან განთავისუფლებულიყო. 1847 წლის ივნისში დაჭრილი ნაიბი რუსებმა ტემირ–ხან–სურინსკის გარნიზონის ჰოსპიტალიდან ციხის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სოლდამურატმა ამ პერიოდში მიიღო ცნობა რომ ბაისუნგური უნდა გადაეყვანათ გროზნოს ციხე–სიმაგრეში, სადაც მოხდებოდა ბაისუნგურის დასჯა. ბაისუნგურის გაცილება დავალებული ჰქონდა კურინსკის პოლკის ასეულს. სოლდამურატმა გადაწყვიტა გზაში თავდასმხა რათა ამ ფორმით მოეხდინა ვეინახების ერთგული მებრძოლის ტყვეობიდან განთავისუფლება. სოლდამურატის ამ თავდასხმამ შედეგი მოიტანა და ბაისუნგური ტყვეობიდან განთავისუფლდა.
1859 წლის 25 აგვისტოს შამილმა მიიღო ჩაბარების გადაწყვეტილება. ამ პროცესის შესახებ მოგონებები შამილისგან ჩაიწერა ა. რუნოვსკიმ. როდესაც შამილმა მიიღო ჩაბარების გადაწყვეტილება, ბაისუნგურ ბენოელი თავის ორ ვაჟიშვილთან ერთად გამოცხადდა აულ ღუბინის გასასვლელთან. დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ბაისუნგური და შამილი იქვე მდგარ ფარდულში განმარტოვდნენ, რა დროსაც ბაისუნგური შამილს არწმუნებდა რომ არ ჩაბარებულიყო და პირდებოდა რომ ალყას გაარღვევდა და სთავაზობდა კვლავ ჩეჩნეთში დაბრუნებას და ბრძოლის გაგრძელებას. თუმცა შამილმა მისი შემოთავაზება უარყო და გაემართა რუსეთის ჯარისკენ რა დროსაც ბაისუნგურმა იარაღი მოიმარჯვა და იმამს რამოდენიმეჯერ დაუძახა „შემალ!“, შამილი უკან მიუხედავად განაგრძობდა გზას. შემდგომში შამილმა ეს სიტუაცია, რუსი გენერლის მიერ დაკითხვის დროს შემდგენაირად განმარტა: „მე რომ მივტრიალებულიყავი ბაისუნგური აუცილებლად მესროდა“ და გენერლის კითხვაზე „მას ხომ ისედაც შეეძლო ესროლა?“ იმამმა უპასუხა: „ჩეჩნები ზურგში არ ესვრიან!“
ამის შემდეგ ბაისუნგური თავის თანამებრძოლებთან ერთად, რომელთა რაოდენობა შეადგენდა 100 კაცს, დაეშვა ღუბინის ციხიდან ალყის გასარღვევად, ალყას მხოლოდ 30 მეომარმა დააღწია თავი და ისევ ჩეჩნეთში, აულ ბენოიში დაბრუნდა ბაისუნგური.
1859 წელს გენერალ ევდოკიმოვის ბრძანებით, აული ბენოის ალყა შემოარტყეს და მთლიანად გადაწვეს ხოლო მოსახლეობა მეზობელ სოფლებში გადაასახლეს. ბენოელთა ნაწილი ბაისუნგურისა და სოლდამურატის ხელმძღვანელობით განაგრძობდნენ წინააღმდეგობას. ბაისუნგური სხვა ვეინახური თემის ლიდერებთან ერთად გეგმავდა სახალხო აჯანყების მოწყობას. ერთ–ერთი გადმოცემის თანახმად ბენოის მეჩეთში სადაც სიტვით გამოვიდნენ ბაისუნგური და სოლდამურატი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ იბრძოლებდნენ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისათვის.
1860 წლის მაისში სოფელ ბენოიში და მდინარე არღუნის ზემო წელში ჩეჩნები იწყებენ შეიარაღებულ აჯანყებას. როდესაც თემის ლიდერებთან ერთად გეგმავდა სახალხო აჯანყების მოწყობას. ერთ–ერთი გადმოცემის თანახმად ბენოის მეჩეთში სადაც სიტვით გამოვიდნენ ბაისუნგური და სოლდამურატი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ იბრძოლებდნენ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისათვის.
1860 წლის მაისში სოფელ ბენოიში და მდინარე არღუნის ზემო წელში ჩეჩნები იწყებენ შეიარაღებულ აჯანყებას. როდესაც ბაისუნგურმა ეს აჯანყება დაიწყო, რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით შამილმა წერილი მიწერა ბაისუნგურს რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას აზრი არ აქვს და რომ რუსეთის შესაძლებლობები უზარმაზარია. ბაისუნგურმა საპასუხო წერილში, შამილს მიწერა რომ მან (შამილმა) საუკუნო სირცხვილი მოსცხო საკუთარ ავტორიტეტს, როცა თავისუფლებისთვის ბრძოლა გაცვალა ტყვეობასა და მონობაზე.
1861 წლის 17 თებერვალს რუსეთის ჯარის მიერ ალყაში მოექცა ბენოელთა რაზმი რა დროსაც ბაისუნგური ტყვედ ჩავარდა. ხოლო სოლდამურატმა გაარღვია ალყა და გაიქცა არღუნის ხეობაში სადაც იქცა განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთ ლიდერად.
აჯანყების ხელმძღვანელს ბაისუნგურ ბენოელს სამხედრო–საველე სასამართლომ სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით მიუსაჯა. კვირა დღე იყო როდესაც ხასავ–იურთის მოედანზე შეკრებილი ხალხის წინ ოთხთვალათი მოჰყავდათ, ცალთვალა, ცალხელა და ცალფეხა ბაისუნგურ ბენოელი. რუსმა ოფიცრებმა მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართეს რომ ბაისუნგურის ჩამოხრჩობის პროცესის ჩასატარებლად თუ ვინმე მსურველი იქნებოდა, გასამრჯელოდ მიიღებდა სოლიდურ თანხას. მაგრამ არავინ არ გამოეპასუხა დამსწრეთაგან. ამას ელოდნენ კიდეც რუსი ოფიცრები და წინასწარ ამ საქმისთვის შემზდებულიც ჰყავდათ ერთ–ერთი ლეკი, მაგრამ ბაისუნგურმა ცდა არ დაიწყო და თავად გადაეშვა მარადიულ სასუფეველში.


image


მერაბ კოსტავა – Merab Kostava (1939-1989)
საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში
1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბ კოსტავას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბაბი ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, ჟურნალ „ოქროს საწმისის” გამოცემა იყო.
1980 წელს გადასახლებულ იქნა ირკუტსკის ოლქში, ტაიშეტის რაიონის დაბა კვიტოკში.
1978 წლის ზაფხულში მერაბ კოსტავა ამერიკის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე. იმ პერიოდში მერაბის შესახებ ფართო საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა; მასზე ინფორმაცია ძირითადად დისიდენტურ წრეებში და მის სამეგობროში ჰქონდათ.
მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად 1987-1990 წლებში გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა და დემონსტრაციის ორგანიზატორია. ზვიადი და მერაბი განუყრელი მეგობრები იყვნენ. მასთან ერთად ხელმძღვანელობდა მიტინგებს 1988 წლის ნოემბრის დღეებსა თუ 1989 წლის აპრილში. 9 აპრილის ღამეს უშიშრად იდგა საკუთარი ხალხის გვერდით. ხალხმა მას სიყვარულით „შავლეგო” შეარქვა და შალვა ახალციხელივით მარადისობას აზიარა.
1989 წლის 9 აპრილს მ. კოსტავას კვლავ აპატიმრებენ მიტინგის ორგანიზებისათვის. 40 დღის შემდეგ გაათავისუფლეს.
1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა. იმ დღეს თბილისის ქუჩებმა ლამის მთელი საქართველო დაიტია – ყველამ გულწრფელად დაიტირა სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული მამულიშვილი. სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. იქვე განისვენებს მისი სულიერი ძმა ზვიად გამსახურდია.
მერაბ კოსტავა იშვიათი მუსიკალური მონაცემების მქონე, ნიჭიერი მუსიკათმცოდნე, თეატრალური კრიტიკოსი, პოეტი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი და პედაგოგი იყო. მერაბ კოსტავას კალამს ეკუთვნის ნაწარმოებები: “ფიქრები საქართველოს მისიაზე”; “ფიქრები ქართულ კულტურაზე” და ა.შ. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მიენიჭა დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირის პრემიები.
1993 წლის სექტემბერში ქ. ზუგდიდში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მესამე მოწვევის მეორე სესიამ მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.


imageქაქუცა, იგივე ქაიხოსრო, ჩოლოყაშვილი დაიბადა 1888 წელს კახეთში, სოფელ მატანში. დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია. ოცდაერთი წლისა რუსეთის არმიაში გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად, ხოლო 1914 წელს – უკვე საომრად. ავსტრიის ფრონტზე დაიჭრა, რის შემდეგაც კავკასიაში დააბრუნეს და ასეულის უფროსად დანიშნეს. ამ დროს ოსმალეთმა იერიში დაიწყო სარაყამიშზე. ამ ბრძოლებში ქაქუცა ორჯერ დაიჭრა. სარაყამიშის დაცვისათვის იგი ოქროს მედლით დააჯილდოვეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილმა საქართველოს ჯარში დაიწყო სამსახური და მონაწილეობდა ყველა ბრძოლაში, რომლის გადახდაც ჩვენს ქვეყანას იმ პერიოდში მოუწია.
1921 წელს საქართველოს ეროვნული უბედურება დაატყდა თავს – იგი რუსეთის წითელმა არმიამ დაიპყრო. მთავრობა უცხოეთში გადაიხვეწა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი სამშობლოში დარჩა და გადაწყვიტა, იარაღით ებრძოლა ქვეყნის განთავისუფლებისათვის. მოსალოდნელ ბრძოლებზე თბილისში მოელაპარაკა ილია ჭავჭავაძის დისშვილს კოტე აფხაზს. შემდეგ კახეთში წავიდა და პირველი მებრძოლების ჯგუფი შეადგინა, რომლის წევრებსაც „საქართველოს შეფიცულები“ ერქვათ. ასეთივე ჯგუფების შესადგენად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სანდო პირები დაგზავნა.
1922 წელს აჯანყება დაიწყო ხევსურეთში. წითელმა არმიამ ხევსურეთი გადაწვა, მაგრამ ჩოლოყაშვილისა და მისი რაზმის მოხელთება ვერ შეძლო. ამის შემდეგ ქაქუცა დროებით ჩეჩნეთში გადავიდა, რათა ჩრდილო კავკასიელებთან გაება კავშირები.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჩეჩნეთიდან 1922 წლის ოქტომბერში დაბრუნდა. მას ისევ დაუწყეს დევნა. ერთ-ერთი შეტაკების დროს დაეღუპა ძმა, დაუპატიმრეს ოჯახი, მათ შორის, მცირეწლოვანი შვილები.
1924 წელს ჩოლოყაშვილი მანგლისის მიდამოებში დაბანაკდა. ამავე წლის 24 აგვისტოს თბილისიდან მის ბანაკში გადავიდნენ „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“ და გენერალი ჭავჭავაძე. 28 აგვისტოს ქაქუცამ აჯანყების დროშა ჩაიბარა. 1924 წლის 29 აგვისტოს დაიწყო აჯანყება საქართველოს თავისუფლებისათვის, მაგრამ აჯანყება დამარცხდა, ქაქუცა ჩაოლოყაშვილი და მისი მებრძოლები იძულებულნი გახნენ, სამშობლო დაეტოვებინათ.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1930 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა. იგი ჯერ სენტ უანის სასაფლაოზე დაკრძალეს, შემდეგ კი ლევილის ქართველთა საძმო სასაფლაოზე გადაასვენეს.
გარდაცვალებიდან 75 წლის შემდეგ ასრულდა
ქაქუცას ოცნება. 2005 წლის 21 ნოემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მიწამ მიიბარა.


image

საქართველოს მეფე დავით IV

საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.


image

იმამ შამილი

კავკასიის მთიელ ხალხთა მეთაური, 1834 წელს იმამად აღიარებული, რომელმაც ჯერ დასავლეთ დაღესტნისა და ჩაჩნეთის, შემდეგ კიჩერქეზეთის ხალხი გააერთიანა თეოკრატიულ სახელმწიფოში იმამატი და შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევდა. რუსებმა თანდათან შეავიწროვეს შამილი, რომელიც ბოლოს დაღესტნის სოფელ ღუნიბში აღმოჩნდა ალყაშემორტყმული და უიმედო წინააღმდეგობის შემდეგ ტყვედ დანებდა.

3
1541
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
1541
  
2019, 13 თებერვალი, 16:39
"ავი ენები იმასაც ამბობენ, შამილი ალექსანდრე ბატონიშვილის (ერეკლეს უმცროსი შვილი) ძე იყოო, მამამისსაცა და პატარა კახსაც ძლიერ ჰგავდაო და გრიგოლ ორბელიანმა მისი დატყვევებით, ბაგრატიონებზე, დიდი ხნის, ბაღუაშთა აუხდენელი შურისძიების წყურვილი დაიოკაო,.. თუმცა თავად ამბობდა ლეკიანობის გამო საზღაურს ვუხდიო - რა ვიცი, რა ვიცი...
2019, 3 თებერვალი, 16:09
ორბელიანი,შამილი დაღესტნელი იყო.
2019, 3 თებერვალი, 10:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3