x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უბრალო მანეკენი თუ ცვილის მუმია-პასკუალიტას შოკისმომგვრელი ისტორია

image

მექსიკის ქალაქ ჩიუაუაში საქორწინო კაბების მაღაზია-სალონი მდებარეობს
სახელწოდებით-La popular (პოპულარული). სალონი ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა, თუმცა ტურისტებისა და მნახველების ნაკადი არ წყდება.

საქმე იმაში გახლავთ, რომ მაღაზიის ვიტრინაში მდგარი ცვილის მანეკენი იდუმალ და შემზარავ საიდუმლოს ინახავს.

image


მანეკენი საპატარძლო კაბაში სახელად პასკუელიტა, მაღაზიაში 88 წლის წინ – 1930 წლის 25 მარტს გამოჩნდა.

შოკისმომგვრელი ლეგენდის თანახმად თოჯინა მაღაზიის მეპატრონის ქალიშვილის ბალზამირებული გვამია. ლეგენდას საფუძველი ნამდვილად აქვს.
მანეკენი ძალიან ჰგავს მეპატრონის ქალიშვილს, რომელიც ქორწილის დღეს გარდაიცვალა.
image


ამბობენ, რომ პატარძალი მორიელმა(სხვა ვერსიით ობობამ ) დაკბინა.

მეორე ვერსიის თანახმად კი გოგონამ შეყვარებულის სიკვდილის გამო მოიკლა თავი.
იმასაც ამბობენ, რომ პატარძალი ქორწილის დღეს ყოფილმა შეყვარებულმა მოკლა.

მეპატრონის ქალიშვილის იდუმალებით მოცული სიკვდილის შემდეგ მალევე ვიტრინაში მისი მსგავსი მანეკენი გამოჩნდა . მანეკენს საოცრად მეტყველი თვალები ჰქონდა და ძალიან რეალისტურად გამოიყურებოდა. მნახველები ამჩნევდნენ, რომ თოჯინა ადამიანის თვალებით იყურებოდა და მათ მზერას აყოლებდა. ასეთი ცოცხალი მზერის ეფექტი მხოლოდ რამდენიმე ხატს და დიდი მხატვრების შედევრებს გააჩნიათ.

image

ქალაქის მკვიდრნი ამბობდნენ, რომ საოცარი სილამაზის მქონე გოგონას დამარხვა მშობლებმა არ ისურვეს, მას ბალზამირება გაუკეთეს და გვამი ცვილით დაფარეს, რათა მისი სილამაზე უკვდავეყოთ.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მანეკენს ჩაკეტილ ოთახში რამდენიმე ადამიანი აცმევს და უცხო თვალს ეს პროცესი არასოდეს უნახავს.

თოჯინას თმა და წამწამებიც ნამდვილი თმისგანაა შექმნილი. მისი ხელებიც საოცრად ჰგავს ნამდვილს და თითების ნაოჭებსაც კი შეამჩნევთ.

imageმისი ფრჩხილებიც კი ნამდვილს ჰგავს. ზოგჯერ კი მანეკენს ფრჩხილები დასაჭრელიც აქვს.
image

მაღაზიის ერთ-ერთი თამაშრომელი სონია ბერჩაიგა ამბობს, რომ მანეკენს ფეხებზე მკრთალ ვენებს ამჩნევს. ჩაცმისას კი შიში იპყრობს და ისეთი განცდა აქვს, რომ ცოცხალ ადამიანს ეხება.

სალონის მეპატრონე ირწმუნება, რომ თოჯინა პარიზის ელიტარულ სალონში "პორტ-ლივერპულში " შეიძინა. თუმცა ვერსია ნაკლებად სარწმუნოა, რადგან 30-იან წლებში ასეთი ხარისხიანი ცვილის ფიგურები ვერ მზადდებოდა.

მაღაზიას დღემდე უამრავი ტურისტი სტუმრობს. მნახველები, ჟურნალისტები და ფოტოგრაფები შოკირებულები აღნიშნავენ, რომ თოჯინა მართლაც ჰგავს რეალურ გოგონას.
image

ინტერნეტ-სივრცეში დღემდე განიხილავენ პასკუელიტას ამბავს.
ერთი შეხედვით ისტორია დაუჯერებელია, თუმცა მანეკენის თვალები იმაზე მეტს ამბობენ, ვიდრე უბრალოდ პლასტმასისა და ცვილისგან დამზადებული თოჯინა.

image

რა საიდუმლოს ინახავს პასკუელიტა, ეს უბრალოდ მაღაზიის რეკლამაა თუ მართლაც გარდაცვლილი პატარძლის გვამი? ამაზე პასუხი არ არსებობს.
მაღაზიის მეპატრონეები ექსპერტიზაზე უარს აცხადებენ.

ვინ არის იდუმალებით მოცული თოჯინა? თავად განსაჯეთ.

imageimageimageimageimageimage
imageimageimageimageimage











1
368
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
368
  
2018, 20 დეკემბერი, 11:11
მოსკოვიჩი გამახსენდა.რუსი მანიაკი. ბავცჰვებისგან რო აკეთებდა ესეთ ცვილის მუმიებს.იუთუბში დევს.
0 1 1