x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კინოთეატრ ამირანში, ქართული მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმის "ჰორიზონტის" პრემიერა გაიმართა
13 დეკემბერს, კინოთეატრ "ამირანში" თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის, "ჰორიზონტის" პრემიერა გაიმართა. ფილმში მთავარ როლებს ქართველი მსახიობები, გიორგი ბოჭორიშვილი და ია სუხიტაშვილი ასრულებენ.

"ჰორიზონტი" საქართველო-შვედეთის კოპროდუქციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმი ოჯახურ დრამას ასახავს, სადაც მთავარი გმირი მეუღლეს შორდება და პალიასტომის ტბაზე გადადის საცხოვრებლად.

როგორც, პრემიერაზე თინათინ ყაჯრიშვილმა განაცხადა, ფილმის ჩვენებები ამჟამად ინდოეთში მიმდინარეობს და კიდევ ბევრ ფესტივალზე მოხდება მისი ჩვენება.

აღსანიშნავია, რომ "ჰორიზონტის" მსოფლიო პრემიერა, ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე სექციაში "პანორამა" 16 დეკემბერს გაიმართა, გარდა ამისა ფილმმა აშშ-ში დამოუკიდებელი კინოს საერთაშორისო ფესტივალზე, The Santa Fe Independent Film Festival საუკეთესო რეჟისურისთვის გრამპრი მოიპოვა. გიორგი ბოჭორიშვილი კი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის დაჯილდოვდა.


image


0
16
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან ლოლაძე-ბაგრატიონი
ქეთევან ლოლაძე-ბაგრატიონი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0