x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვერსად პოულობს სამართალს უსამართლო ქვეყანაში

image
ვერსად პოულობს სამართალს უსამართლო ქვეყანაში ---------------------- ზარია კარზე: --ამ ბავშვს ხომ ვერ ვასწავლე კარის გაღება, რად უნდა ეს გასაღები რომ მიაქვს, თუ კარი მაინც მე უნდა გაუღო. მოვდივარ მოვდივააარ. კართან ორი პატრულის თანამშრომელი იდგა, სანამ იმათგან ხმას რომელიმე ამოიღებდა მამას ფერი დაეკარგა სახეზე, რა არ გაიფიქრა იმ წამსვე, მხოლოს ცუდი, მის კართან არასოდეს არ მოსულა პატრულის თანამშრომელი, ეს რა დღე გამითენდა რა ხდება ჩემს თავს. --ბატონი გურამი ბრძანდებით? ---დიახ მე ვარ რაშია ბატონო საქმე?! ---თუ შეიძლება ჩაიცვით და წამობრძანდით. ---სად უნდა წამოვიდე არ მეტყვით რა ამბავია?! ---დამშვიდდით პატონო გურამ, წამობრძანდით და ყველაფერს გზაში აგიხსნით. გურამი ფერდ დაკარგული გაყვა პატრულს, არც ტანსაცმელი გამოუცვლია და კარის დაკეტვაც დაავიწყდა. თავში უტრიალებდა, ჩემი შვილი ხომ კარგად არის, რა ვუთხრა მის დედას, წლებია შვილი არ ყავს ნანახი. ---ბატონო გურამ თქვენი შვილი გიორგი სავადმყოფოში არის, ბიჭებთან ჩხუბი მოსვლია და დაიჭრა. როგორც ექიმები ამბობენ, საფრთხე არ ემუქრება დამშვიდდით. გურამი ადგილზე გაქვავდა, ჯერ ვერ გაერკვა რა ხდებოდა მის თავს, რამდენიმე წამის შემდეგ იღრიალა, რა ჭირს ჩემ გიოს!!! ხომ ცოცხალია! მითხარით რომ ჩემი გიო არ მომკვდარა და ცოცოხალია?! მისი ღრიალი ანგრევდა მანქანას ვერ აკავებდა პარტულის თანამშრომლები. სავადმყოფოს ეზოში, უამრავ ადამიანს მოუყრია თავი. გიორგის მეგობრები ერთ კუთხეში დამდგარან და ტირიან. მეზობლებიც მისულა, გაუგიათ გურამის შვილის დაჭრის ამბავი და ვერცერთმა ვერ მიბედა მისვლა, მასთან რომ ეთქვათ. უთქმელად წასულან საავადმყოფოში. გიორგი უბნის თვალი იყო ის გამოირჩეოდა წესიერებით, სხვა მისი თანატოლებიდან. სკოლაშიც კარგი მოსწავლე იყო და სამეგობროდაც.მას არ ეტყობოდა უდედობა, მამა ყოველთვის ცდილობდა, სამაგალითოდ გაეზარდა თავისი ვაჟკაცი, ცოლს პირობა მისცა, წასვლის წინ, უშენობა ჩვენ შვილს არ დაეტყობაო. დედობასაც მე გაუწევ და კარგი მამაც ვიქნები გოისიო. გურამი პატრულმა გადმოიყვანა მანქანიდან და სავადმყოფოს დერფანში შეიყვანეს, მოითხოვდა შვილის ნახვას. ამშვიდებდნენ ირგვლივ მყოფი ადამიანები, საოპერაციოდ ყავთ შეყვანილი საშიში არაფერია. რამდენიმე საათის შემდეგ, საოპერაციოდან ექიმი გამოდის და მოითხოვს გიორგის მამასთან საუბარს. გურამის ძმამ იკისრა ეს ვალდებულება. - თუ რამ ცუდი ხდება ჩვენ თავს, ჯობს ჯერ მე გავიგო და მერე ჩემ ძმას ვეტყვი. --- ძალიან ვეცადეთ მაგრამ ვერაფერი შევძელით.ყველა სასიცოცხლო ორგანო ჰქონდა დაზიანებული, ალბათ მანიაკი უნდა იყო ადამიანი ესე რომ გაიმეტო. გურამმა შეამჩნია, მისი ძმის გვერდით არ ყოფნა და მიხვდა რაც ხდებოდა მის თავს, მიხვდა რომ არ ყავდა მისი გიორგი ცოცხალი. შვილი რომელიც სიცოცხლეს ერჩია, სიკვდილმა გამოსტაცა ხელიდან. იქვე მყოფმა მამაკაცებმა ხელი სტაცეც უცებ, გაუბედირებულ მამას. კედელს ურტყამდა თავს. - ვინ გაგიმეტა შვილო ასე?! ვინ მომიკლა შენი თავი?რა უთხრა დედაშენს? მას ხომ წლებია არ ყავხარ ნანახი? სულ პატარა დაგტოვა და მე ჩამაბარა შენი თავი? ვერ გაგიფრთხილდი შვილო,? ვერ შევძელი შენი დაცვა. ყველა ტიროდა. საავადმყოფოს ეზო სავსე იყო გულ მოკლული ადამიანებით. ემიგრანტ დედასაც აცნობეს ეს უბედურება. მოტყვილებით ჩამოიყვანეს სამშობლოში. გურამმა პირობა დადო, შვილის საფლავზე, მკვლელი აუცილებლად აგებდა პასუხს. კოშმარად იქნცა ყოველი დღე, დაღამება არ უნდა გურამს, სულ შვილის ხმა ჩაესმოდა: --მამა რა ქენი იპოვე მკვლელი. მამა მცივა, მამა მეშინია აქ მარტო. დღე კი მხოლოდ გიორგის ფოტოების ყურებით და მკვდარ შვილთან საუბრით გადის. გათენდება თუ არა საფლავზე მიდის, ქვაზე დახატულ შვილის სურათს ეფერება. დედა უფრო ძლიერი გამოგდა, გულში იკლავს დარდს და ტკივილს. მეუღლეს მხარში უდგას, ცდილობს როგორმე შეუმსუბუქოს ტანჯვა. ვერსად პოულობს სამართალს უსამართლო ქვეყანაში, ყველა ხელს აფარებს მკვლელს, რამდენჯერ თავის მოკვლაც სცადა. ვერაფრს გახდა შვილმკვდარი მამა.სამართალს მოითხოვს და სამართალი არსად სჩანს. უამრავი ადამიანი უდგას გვერდით მაგრამ როცა ქვეყანაში კანონი არ კანონობს იქ რას გახდება ადამიანი.

1
41
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
41
  
2018, 27 დეკემბერი, 22:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1