x
image
ალექსანდრე ლექსო
შემთხვევა ოკეანეში - სამ უზარმაზარ თევზს შორის მოხვედრილი მცურავი (ვიდეო)

image

ახალზელანდიელმა ჯუდი ჯონსონმა გვარიანი შიში ჭამა, როცა ოკეანეში ცურვისას მოულოდნელად სამ უზარმაზარ თევზს შორის აღმოჩნდა.

ჯუდი ოკეანისპირა ქალაქ კორომანდალში ცხოვრობს და ყოველ დილით რამდენიმე კილომეტრს ცურავს. ამჯერად მას მოულოდნელი თანამგზავრები გამოუჩნდნენ.


«ჩემს ქვემოთ რაღაც დიდი შევნიშნე, ჯერ ვიფიქრე ალბათ დელფინებია მეთქი და გამიხარდა, მაგრამ თეთრი ფერის ზურგი რომ ქონდათ შემეშინდა», — გვიამბობს ჯუდი.

ამ შემთხვევას შეესწრო ავსტრალიელი ტურისტი დილან ბრეიშოუ, რომელმაც მოასწრო ჰაერში დრონი გაეშვა და ყველაფერ გადაეღო.


ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ მიცურავენ ქალთან ერთად თევზები, შემდეგ გარს ერტყმიან და ცდილობენ გაეთამაშონ. შეშინებული ქალი კი ამ დროს გამალებული ნაპირისაკენ მიცურავს.


წყალში მცხოვრები ძუძუმწოვრების ექსპერტმა რეგინა აიზერტმა აღნიშნა, რომ მოცურავე ქალს საფრთხე არ ემუქრებოდა, რადგან ეს დიდი ზომის თევზები ვეშაპისებრი დელფინებია და როგორც ჩვეულებრივი დელფინები ჭკვიანი და თამაშის მოყვარე თევზებია.






0
85
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0