x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე ცნობილი ბანკების მძარცველი ქალები
1-ბონი პარკერი-ალბათ ყველაზე ცნობილი ბანკების მძარცველი, კლაიდ ბენოუს პარტნიორი.წლების განმავლობაში გაურბოდნენ სამართალდამცავებს მას შემდეგ, რაც წყვილმა განახორციელა მკვლელობები, შემდეგ კი ძარცვავდნენ მაღაზიებს, მცირე ბანკებს და ბენზინგასამართ სადგურებს, 1934 წლის 23 მაისს პოლიციამ მათ ალყა შემოარტყა და დახოცა ლუიზიანის ერთ-ერთ სოფლის გზაზე, ტეხასელი რეინჯერები მათ გზისპირას ჩაუსაფრდნენ და მთლიანობაში 167 ტყვია დაახალეს.ბონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, სენდვიჩი და სიგარეტის კოლოფი ეჭირა ხელში.ბონი და კლაიდმა მთლიანობაში 9 პოლიციელი და რამდენიმე მოქალაქე მოკლეს.

image



2-"მძარცველი ეკლესიიდან"-კოლამბუსში (შტატი ოჰაიო)ხანგრძლივად ბანკების ძარცვის შემდეგ, როგორც იქნა დააკავეს 46 წლის სილვეტ ფილის ჯილბერტი, სამართალდამცავებმა მას შეარქვეს მეტსახელი "მძარცველი ეკლესიიდან", რადგან მოწმეთა ჩვენებით, ქალი ისე გამოყურებოდა, როგორც ეკლესიაში მუდმივად მოსიარულე მორწმუნე.2011 წლის 5 იანვარს მას 12 ძარცვისთვის წაუყენეს ბრალი. ამჟამად სასჯელს იხდის ფრანკლინის საოლქო ციხეში.

image



3-"ბარბი-ბანდიტები"-ჰიზერ ჯონსონმა და ეშლი მილერმა 2007 წელს გაძარცვეს ამერიკის ერთ-ერთი ბანკი ჯორჯიის შტატში, პრესამ მათ "ბარბი-ბანდიტები" უწოდა, გოგონები 18 წლისები იყვნენ, როცა ბანკი გაძარცვეს, ეკეთათ მუქი სათვალე და ეცვათ დიზაინერული ჯინსები, ისინი სტრიპტიზ ბარში მუშაობდნენ და ძარცვის გეგმა ჰიზერ ჯონსონის ბოიფრენდ-მაიკლ ჩასტანგთან და ბანკის თანამშრომელთან ერთად დაგეგმეს.

image




4-კორა ჰაბარდი-1897 წლის აგვისტოში, 27 წლის კორა ჰაბარდი დააკავეს McDonald County Bank-ის ძარცვისთვის ქალაქ პეინვილში, შტატი მისური.ჰობარდმა და მისმა თანამზრახველებმა ძარცვა ერთი თვით ადრე შეიმუშავეს ოკლაჰომოს ფერმაში.კორამ მოკლედ შეიჭრა თმები, ჩაიცვა მამაკაცის ტანსაცმელი და სანამ მისი პარტნიორები ბანკს ძარცვავდნენ, მანამდე იგი ცხენებით მათ გარეთ ელოდებოდა. ისინი გაიქცნენ, თუმცა ორ დღიანი ძებნის და ურთიერთსროლების შემდეგ ისინი ჰაბარდის მამის სახლთან აიყვანეს.ჩხრეკის შემდეგ ქალს აღმოუჩინეს კოლტის პისტოლეტი წარწერით "ბობ დალტონი", რაც იმის დამადასტურებელი იყო, რომ ქალს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ დალტონების ბანდასთან

image

5-სკარლეტი-2010 წელს ზედიზედ 10 ბანკის გაძარცვის შემდეგ პოლიციამ აიყვანა ქალი მეტსახელად "სკარლეტი", ერთ კვირაში ლოს-ანჯელესში მან გაძარცვა 5 ბანკი, აქედან ერთ დღეში 2 ძარცვა განახორციელა.სამართალდამცავებმა ასეთი გლამური მეტსახელი მისცეს ამ ქალს, რომელიც არც თუ მომხიბვლელი გარეგნობისაა, მსუქანი, ფართხუნა ტანსაცმლით, შავი სათვალით და მობილურით ყურზე.2010 წელს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ-(FBI) "Los Angeles Daily News"-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ისინი ორნი იყვნენ, თუმცა დღეს -დღეობით არც მათი სახელებია გახმაურებული და არც მათი განაჩენი.

image


1
175
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
175
  
2018, 19 დეკემბერი, 0:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1