x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
იტალიაში გათხრილ შუა საუკუნეების საფლავში გარდაცვლილი ადამიანების უჩვეულო ნაშთები აღმოაჩინეს
image


საოცარი აღმოჩენა იტალიაში ნათელს ხდის ორი იშვიათ სამედიცინო მოვლენას ადრეულ შუა საუკუნეებში.

DailyMail- ის მონაცემებით, იტალიაში რამდენიმე საფლავში არქეოლოგებმა მოზრდილთა და ბავშვთა კარგად შემორჩენილი ნაშთები აღმოაჩინეს, ეს უკანასკნელი კი ზრდასრულთა ფეხებს შორის მდებარეობდა.

უფრო ახლოდან გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს არის კუბოში დაბადების უჩვეულო შემთხვევა. დაკრძალვის მომენტში დედა და შვილი უკვე მკვდარი იყო, მაგრამ ჩვილმა დედის სხეული დატოვა კუბოში.



image

ეს ჯერ კიდევ გამოცანად რჩება თუ რით დაიღუპა ორსული ქალი, რომელიც 25-35 წლის იყო მისი გარდაცვალების დროს, რადგან ასობით წლების წინ გარდაიცვალა. მაგრამ მისი თავის ქალის ნიშნები მიანიშნებს იმაზე, რომ მას ჰქონდა ტვინის ოპერაცია გაკეთებული მის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე. მას აღენიშნებოდა აკურატული სიზუსტით გაბურღული ხვრელი თავის ქალაზე.


image
.

მოვლენა, რომელიც აღენიშნებოდა მომაკვდავ ქალს ჩვენს ერამდე 7-8-ე საუკუნეში, ცნობილია, როგორც ტრეპანაცია და ნეოლითის ეპოქით თარიღდება. იგი გამოიყენება ყველა სახის დაავადებათა მკურნალობისთვის, მათ შორის ანომალიური ორსულობის დროს.

ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა მაღალი ცხელება, კრუნჩხვები, შიდაქალის მაღალი წნევა და ტვინში სისხლდენა. - წერენ მეცნიერები. ყველა ამ სიმპტომს, პრეისტორიული პერიოდიდან მე -20 საუკუნემდე, მკურნალობდნენ ტრეპანაციით.


image

დედის ქალაზე დაზიანების ბუნება არის ქირურგიული ჩარევის შედეგადად და არა ძალადობით მიყენებული. მკვლევართა აზრით, ადრეული ძვლის შეხორცების ნიშნებიც კი არსებობს, რაც მიუთითებს, რომ ქალბატონი პროცედურის დასრულებიდან კიდევ ერთი კვირის განმავლობაში ცოცხლობდა. მისი გარდაცვალების დროს ორსულობის ასაკი დაახლოებით 38 კვირა იყო.

რა მიზეზით ტარდებოდა მკურნალობა უცნობია, მაგრამ მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს იყო შიდაქალის წნევის შემცირების მცდელობა.





1
658
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
658
  
2018, 15 დეკემბერი, 1:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1