x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც 2019-ში გამდიდრდება! ხართ თუ არა სიაში?
image

ღორის წელი ფინანსებსა თუ სიყვარულში თითქმის ყველას წარმატებას უქადის, მაგრამ ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს განსაკუთრებით გაუმართლებთ. იმისთვის, რომ ბევრი ფული იშოვონ, მათ დიდი გარჯა არ მოუწევთ. ეს არ ნიშნავს, რომ ზოდიაქოს სხვა ნიშნებს არ გაუმართლებთ, უბრალოდ, მათ უფრო მეტად მოუწევთ გარჯა, რომ ფინანსები გაზარდონ.

2019 წელს ყველაზე მეტად გაუმართლებთ:

1.თხის რქა


ძნელია, სხვა უფრო შრომისმოყვარე ზოდიაქოს ნიშანი ნახო, ვიდრე თხის რქაა. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან უყვართ ფული. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ დასახულ მიზანს მიაღწიონ და ამისთვის ძალისხმევას არ იშურებენ, შეუძლიათ დასვენების დღეებშიც კი იმუშაონ. სწორედ მისი ამ თვისებების გამო, 2019 წლის მფარველი ყვითელი ღორი ამ ნიშნის წარმომადგენლებს გულუხვად დაასაჩუქრებს.


image

2.ქალწული

რთულია იპოვო უფრო პედანტური ნიშანი, ვიდრე ქალწულია. მათ კარგად გამოსდით ფულის დაგროვება. ქალწული ძალიან ეკონომიურია და სწორად უდგება ფინანსურ საკითხებს. ეს სიძუნწე კი არაა, არამედ უნარი, დააფასო შენ მიერ გამომუშავებული თითოეული კაპიკი. ქალწულები ბევრს მუშაობენ და სურთ, რომ თავის სფეროში საუკეთესოები იყვნენ. 2019 წელს მათ ნამდვილი სიურპრიზი ელით. საკმარისია ფულის გამოზოგვა. დროა დატკბეთ ცხოვრებით და დიდი ხნის საოცნებო მსხვილი შენაძენი გააკეთოთ. არ ინერვიულოთ, ყვითელი ღორი არ დაუშვებს, რომ 2019 წელს ფინანსების ნაკლებობამ შეგაწუხოთ.


image


3.მერწყული

ძალიან ერუდირებული ნიშანია, არასოდეს იღლება სწავლით და ეს პირდაპირ კავშირშია მისი საფულის სისქესთან. ისინი ყოველთვის სიახლეების კურსში არიან და მათ შერწყმას თავის საქმიანობასთანაც ახერხებენ. მერწყულები თვლიან, რომ ყველაფრის მიღწევა შეიძლება, მთავარია გულმოდგინება არ დაიშუროთ. თუმცა, 2019 წელს მერწყულებს წარმატების მისაღწევად დიდი გულმოდგინების გამოჩენა არ დასჭირდებათ. მერწყულების კეთილდღეობაზე 2019 წელს თავად ვარსკვლავები იზრუნებენ.


image

4.ლომი

2019 წელს ლომებს ნამდვილად გაუმართლებთ. ისინი ერთგული მეგობრები არიან და კარგი შთაბეჭდილების მოხდენა პირველივე ნახვისას შეუძლიათ. ეს თვისებები მათ საქმიანობაშიც ეხმარებათ, ადვილად პოულობენ კარგ ინვესტორებს. ფულს - ლომები უყვარს, ამიტომ ისინი თითქმის ყოველთვის ფინანსურად წარმატებულნი არიან. არც 2019 წელი იქნება გამონაკლისი. თუ სარისკო საქმეს შეეჭიდებით, ნამდვილად არ წააგებთ.


image

5.მშვილდოსანი

მშვილდოსნებს შეუძლიათ ისე მოახერხონ, რომ მათ მაგივრად სხვამ იმუშაოს, რადგან ისინი კარგი ფსიქოლოგები არიან და ადამიანებით მანიპულირება შეუძლიათ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ შრომისმოყვარეობაც ახასიათებთ. ადვილად სწავლობენ და ეშმაკებიც არიან. 2019 წელს წვრილმანი წარუმატებლობა ექნებათ, მაგრამ ყველაფერს ადვილად გადალახავენ და 2019 წლის მფარველი ვარსკვლავებისგან გულუხვადაც დაჯილდოვდებიან.


image

1
9792
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
9792
  
2018, 20 დეკემბერი, 11:06
ჰე ჰე ჰეი....მშვილდოსანი... რა მაგრები ვართ
0 1 1