x
image
natia.a
"შიშველი" კაბები - 10 ყველაზე "ღია" სამოსი კინოს ისტორიაში
image



გამჭვირვალე, ე.წ. "შიშველი" კაბები, რომლებიც დღეს ასე პოპულარულია ვარსკვლავებს შორის, ჰოლივუდის რეჟისორებმა XX საუკუნის 30-იან წლებში გამოიგონეს. ქვემოთ შეგვიძლია თვალი გადავავლოთ, თუ როგორ და რატომ ვითარდებოდა ეს ტენდენცია და ვნახოთ ამგვარი სამოსის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშები, რომლებიც კინოს ისტორიაში დარჩა.

1. ჯინჯერ როჯერსი, "გაფრენა რიოში"


image

შექმნის წელი: 1933.

1930 წელს აშშ-ში მიიღეს ჰეისის კოდექსი, რომელიც ჰოლივუდში გადაღებულ ფილმებში შიშველი სხეულისა და ზედმეტად ღრმა დეკოლტიანი სამოსის გამოჩენას კრძალავდა. თუმცა სექსუალური პერსონაჟებისგან თავის შეკავება კინოში ძნელი იქნებოდა, ამიტომ შემქმნელებმა ეშმაკობას მიმართეს. კოდექსი ხომ არ კრძალავდა ქალებზე მოტკეცილი, გამჭვირვალე კაბის ჩაცმას?... კოსტიუმის მხატვრებმა დაიწყეს სპეცალური სამოსების შექმნა ტიულის ქსოვილისგან, რომლებიც ყველაზე საინტერესო ადგილებზე ბისერებით იყო შემკული. სწორედ ასე გაჩნდა "შიშველი" კაბები, რომლებსაც მაშინ "ილუზიურ" კაბებს უწოდებდნენ. პირველი ასეთი "ილუზიური" კაბა კინოში ჯინჯერ როჯერსმა მოირგო, 1933 წელს, ფილმისთვის "რიოში გაფრენა".


2. მეი უესტი, "მეი უესტი სამუდამოდ"

image

შექმნის წელი: 1936.


შიშველ კაბებს გვერდს ვერც 30-იანი წლების ჰოლივუდის მთავარი ეროტიკული სახე, მეი უესტი აუვლიდა. ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ჰეისის კოდექსი პირადად სექს-დივას წინააღმდეგ აამოქმედეს: მორალის დამცველებს აღაშფოთებდათ მისი ფილმები, ქცევის მანერები და, ცხადია, სამოსი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვარსკვლავს არასოდეს გაუხდია საჯაროდ. მეი თვლიდა, რომ არ შეიძლება ბოლომდე გაშიშვლება, რადგან სწორედ ასეა შესაძლებელი მამაკაცთა აუდიტორიის "დაჭერა". მსახიობის ეს აზრი არ იყო სიმართლეს მოკლებული: მან ხომ, მიუხედავად თავისი არც თუ იდეალური გარეგნობისა, შეძლო ეპოქის სექს-სიმბოლო გამხდარიყო. მისი ვნებიანი სამოსის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია კაბა ფილმიდან "მეი უესტი სამუდამოდ".


3. მარლენ დიტრიხი, "შვიდი ცოდვა"

image

შექმნის წელი: 1940.



მარლენ დიტრიხი სექს-სიმბოლოდ დამკვიდრდა ფილმიდან "ცისფერი ანგელოზი", სადაც მაყურებლის წინაშე ეროტიკულ ფორმაში წარსდგა. 1940 წელს კოსტიუმების მხატვარმა აირინმა მარლენისთვის მისი პირველი "ილუზიური" კაბა შექმნა. ამ სამოსით ვარსკვლავმა ითამაშა ფილმში "შვიდი ცოდვა". ამის შემდეგ დიტრიხი ხშირად ჩნდებოდა "შიშველი" კაბებით, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათგან ყველა გამოირჩეოდა განსაკუთრებული ელეგანტურობით და სამოსის "სიშიშვლე" არასოდეს გადადიოდა გარყვნილებაში.


4. მერილინ მონრო, "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია"

image

შექმნის წელი: 1959.


კაბამ, რომელიც მერილინს აცვია ფილმში "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია", მნახველებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მსახიობის თაყვანისმცემლები აღფრთოვანებული იყვნენ სამოსით, რომელიც ქალის მშვენიერ სხეულს გამოკვეთდა, პურიტანები კი აღშფოთდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ კანზასის შტატში ფილმი, რომელშიც მონრო საცვლების გარეშე ჩნდება, აკრძალეს, მემფისში კი ფილმის ყურება არასრულწლოვანთათვის აკრძალეს. სინამდვილეში კი ამ "შიშველი" კაბის ქვეშ მსახიობი სულაც არ იყო შიშველი. სპეციალურად მონროსთვის კოსტიუმების მხატვარმა ორი კელიმ კაბის ბიუსტჰალტერში ქსოვილის ორ ფენას შორის ჩააკერა სპეციალური დამჭერი კონსტრუქცია, რომელიც ზურგზე იკვრებოდა, მაგრამ იყო საგულდაგულოდ დაფარული.


5. ბარბარა ბრილსკა, "ფარაონი"

image

შექმნის წელი: 1966.


1966 წელს პოლონელმა რეჟისორმა ეჟი კავალევიჩმა გადაიღო ფილმი ძველ ეგვიპტეზე. სურათი იყო ისტორიული და არა ეროტიკული, როგორც ეს შეიძლება ვიფიქროთ ბარბარა ბრილსკას სიშიშვლიდან გამომდინარე. პოლონეთში შიშველი სხეულის კადრში გამოჩენაზე არანაირი აკრძალვა არ მოქმედებდა, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, რეჟისორს საკმაოდ მყარი არგუმენტი ჰქონდა მსახიობის სიშიშვლის ასახსნელად: მან პერსონაჟის კოსტიუმი უბრალოდ მაქსიმალურად დაუახლოვა ქალის ძველ ეგვიპტურ ჩაცმულობას. ქურუმი კამა, რომლის როლსაც ბრილსკა ასრულებს, ეგვიპტელების ტრადიციულ სამოსს, კალაზარისს ატარებდა: ეს იყო გვერდებით შეერთებული ქსოვილის ორი ნაჭერი, იგი მართლა იყო გამჭვირვალე და აჩენდა მკერდს. ამგვარად, ეჟი კავალეროვიჩმა ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა: ფილმში ისტორიული რეალობებიც დაიცვა და მსახიობის მშვენიერი სხეულიც გამოაჩინა. ფილმი წარმატებული გახდა პოლონეთის საზღვრებს გარეთაც და 1967 წელს "ოსკარზეც" იქნა ნომინირებული, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი.


6. ლაიზა მინელი, "კაბარე"

image

შექმნის წელი: 1972.


70-იან წლებში ჰოლივუდში ჰეისის კოდექსი დავიწყებას მიეცა. ამგვარად 1965 წელს გადაღებულ ფილმში "კაბარე" ლაიზა მინელის არც ბრილსკას მსგავსად ისტორიული რეალობებით შენიღბვა დასჭირდა და არც "სტრატეგიული ადგილების" დეკორატიული ელემენტებით დაფარვა. მოდა "ილუზიური" კაბიდან უკვე მთლიანად "შიშველ" კაბაზე გადავიდა. ფილმში მინელის ერთ-ერთ სცენაში აცვია კაბა, რომლის ზედა და ქვედა ნაწილი უბრალო ცეფებითაა შეერთებული, საიდანაც აშკარად იკვეთება შიშველი მუცელი და ბიუსტჰალტერი, რომელიც მხოლოდ ორი, პატარა გამჭვირვალე ქსოვილის ნაჭრისგან შედგება. ეს კაბა მთელ ფილმში ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ელემენტია.


7. რაკე უელჩი, "ურჩხული"

image

შექმნის წელი: 1979.


70-იანი წლების ამერიკის მთავარმა სექს-სიმბოლომ რაკელ უელჩმა, რომელმაც 1970 წელს ითამაშა ფილმში "ურჩხული", კინოში საბოლოდ და მყარად დაამკვიდრა შიშველი კაბის პოზიცია. 70-იანი წლებისთვის დამახასიათებელი თავისუფლებისა და ემანსიპაციის ფილოსოფიამ თანდათან მოხსნა ამ თემაზე დადებული ტაბუები. რეჟისორებისთვის ხელსაყრელი იყო ფილმების შიშველი სხეულებით მაქსიმალურად დატვირთვა და ამგვარად პროდუქციის პოპულარიზება. 30-იანი წლების სექს-სიმბოლო, მეი უესტი წერდა, რომ ვერ ხვდება რა ხიბლია ამგვარ ტოტალურ გაშიშვლებაში, რომლის პროპაგანდასაც ახალგაზრდა მსახიობი აკეთებს, ასე ხომ ქრება ყველანაირი იდუმალება, ქრება ოცნება... არადა სწორედ მეი იდგა კინოში გაშიშვლების სათავეებთან და ძალიან კარგად იცოდა როგორ მიეპყრო და შეენარჩუნებინა ხალხის ყურადღება.


8. სარა-ჯესიკა პარკერი, "სექსი დიდ ქალაქში"

image

შექმნის წელი: 1998.


ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის გმირის გარდერობში არაერთი სექსუალური კაბა მოიძებნება. თუმცა მათგან ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემია და განსაკუთრებით კარგად აჩვენებს 90-იანი წლების შიშველი სექსუალობის პრინციპს. საუბარია კაბაზე, რომლითაც პერსონაჟი ჟურნალში სექსის შესახებ საკუთარი სვეტისთვის საჭირო ფოტოს გადასაღებად მიდის. იგივე კაბის ჩაცმას გადაწყვეტს თავისი ოცნების მამაკაცთან პირველ შეხვედრაზეც. ნიუდის ეფექტმა შექმნა ილუზია, თითქოს მსახიობს არაფერი აცვია - 90-იანი წლების ბოლოს ხომ სიშიშვლემ სრულიად დაკარგა იდუმალება.


9. მონიკა ბელუჩი, "შეუქცევადობა"


image


შექმნის წელი: 2002.


კიდევ უფრო შორს წავიდა მონიკა ბელუჩი. რეჟისორ გასპარ ნოეს ფრანგული დრამატული ტრილერის ერთ-ერთ კადრში იგი თითქმის სრულიად შიშველი გამოჩნდა. კაბა, რომლითაც ალექსი (ბელუჩი) წვეულებაზე მიდის, ძალიან ღია ღამის პერანგს გვაგონებს. მართალია, ამგვარი სამოსი კონცეპტუალურად იყო დატვირთული და მხოლოდ ბელუჩის უზადო სხეულის გამოჩენას არ ისახავდა მიზნად, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ამ ფილმში სამოსის გამჭვირვალობამ უკიდურეს წერტილს მიაღწია.


10. ემილია კლარკი, "სამეფო კარის თამაშები"

image

შექმნის წელი: 2011 (სეზონი 1).


თითქმის პირველივე კადრებიდან მსახიობი ემილია კლარკი - ჯეიენერის ტარგარიენი - მაყურებლის წინაშე რუხი, გამჭვირვალე, თითქმის შეუმჩნეველი კაბით წარსდგება. ამასთან, კოსტიუმების მხატვრის, მიშელ კლეპტონის თქმით, ამ კაბის მიზანია არა პერსონაჟის ეროტიზმის, არამედ მისი დაუცველობის ჩვენება. ამ სამოსით პერსონაჟი თავისი მომავალი ქმრის, მრისხანე ხანის, დროგოს წინაშე წარსდგება და არ იცის რა ელის მომავალში. შიშველი სხეული აქ მეორე პლანზე გადადის, ისევე, როგორც "შეუქცევადში" მონიკას ბელუჩის სიშიშვლე. თუ თავიდან "შიშველი" კაბები ქალის სხეულზე ყურადღების მისაქცევად იქმნებოდა, დღეს რეჟისორები მათ სულ უფრო ხშირად იყენებენ უფრო ღრმა მხატვრული ჩანაფიქრებისთვის.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. შიშველი სილამაზე - სკანდალური ფოტოები, რომლებიც სსრკ-ს ცენზურამაც კი ვერ შეაჩერაimage


2. როგორ იღებენ სასიყვარულო სცენებს ფილმებში - რა იმალება კადრს მიღმაimage


3. "სტოკჰოლმის სინდრომი" - სკანდალური მძევლობის ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრაimage


4. ყველაზე "ცხელი" და სკანდალური სცენები საბჭოთა ფილმებიდან - ის, რაც მაშინ "არ შეიძლებოდა"image


5. როგორ "არ" ორსულდებოდნენ სსრკ-ში - სახალისო ამბავიimage


6. უპასუხეთ 10 შეკითხვას და გაიგეთ, ქალის აზროვნება გაქვთ თუ მამაკაცისimage


7. როგორ ერთობიან რუსეთის დუმაში - დაუჯერებელი ფოტოები!image

1
5740
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
5740
  
2018, 15 დეკემბერი, 1:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1