x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
მამაკაცებს სურთ რომ უთხრან ქალებს 12 რამ
image


1. ჩვენ არასდროს მივდივართ იმ ქალებისგან, რომლებთანაც კარგად ვგძნობთ თავს. იმ ქალებისგან კი რომლებთანაც ოდესმე გვიგვრძვნია თავი კარგად - უცბად არა.


2. ჩვენ ვერკვევით ქალებში ორჯერ უფრო ნაკლებად ვიდრე გვინდა ვერკვეოდეთ, მაგრამ ორჯერ უფრო მეტად, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.


3. ჩვენს უმრავლესობამ იცის რეცხვა. ასევე დაუთოვება, მტვერის გაწმენდა და საჭმლის კეთებაც კი. ამიტომ ქალის დახმარება ამ საქმეებში იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ ამის გამო უპატივცემულობა ვითმინოთ.



4. ჩვენ არ გვეშინია ძლიერი ქალების. ჩვენ ისინი უბრალოდ არ მოგვწონს, ისევე, როგორც ჩვენ არ მოგვწონს სუსტი მამაკაცები. ისინი ადვილად უხდებიან ერთმანეთს: წყვილი, რომელიც ძლიერი ქალისგან და სუსტი მამაკაცისგან შედგება - ეს იშვიათობა არაა, ეს უფრო კლასიკური მოდელია.


5. თუ მამაკაცი თქვენთან ურთიერთობის დროს ინიციატივას არ იჩენს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გაუბედავი ლაჩარია, ხშირ შემთხვევაში მას თქვენ უბრალოდ არ უნდიხართ.


6. ზოგჯერ ჩვენ მართლა ვიცით რასაც ვაკეთებთ. იმ დროსაც კი, როდესაც თქვენ ძალიან არ გინდათ ამის აღიარება.


7. ჩვენ ხშირად შეგვიძლია შევასრულოთ ყველა თქვენი ახირება, მაგრამ ზოგჯერ ეს უბრალოდ ცნობისმოყვარეობაა - რამდენად შორს შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს ეგოიზმში. აქედან გამომდინარე კი ჩვენ დასკვნებს ვაკეთებთ.


8. მსოფლიოში დაახლოებით 3 მილიარდი ქალია - ლამაზი ქალები მათ შორის გაცილებით უფრო მეტნი არიან, ვიდრე მამაკაცებს შორის ჭკვიანები და წარმატებულები. ჩვენ ამას ვიხსენებთ, როდესაც ჩვენგან ითხოვენ ძალიან ბევრს, მაგრამ გვაძლევენ ძალიან ცოტას.


9. ყოველი ჩვენგანი არ მიიჩნევს ქალის ჭარბწონიანობას ნაკლოვანებად - ასაკის მატებასთან ერთად ეს საკითხი სულ უფრო უმნიშვნელო ხდება ჩვენთვის.


10. ყოველი ჩვენგანი ქალებში ყველაზე მეტად აფასებს ადვილად მიღწევადობას. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ადვილად მიღწევადობა არის მხოლოდ იმისთვის, ერთისთვის. გვაპატიეთ ამ პარადოქსისთვის.


11. ზოგჯერ ჩვენც ვწვებით თქვენთან მაშინ, როდესაც არ გვინდა. ისევე როგორც თქვენ აკეთებთ ამას.


12. ჩვენ ბრმები არ ვართ და ვამჩნევთ თქვენს ცუდად გაპარსულ ან გაუპარსავ ფეხებს, გახუნებული თმის დაბოლოებებს, მოუვლელ ფეხის თითებსაც კი და სხვა დეტალებს. უბრალოდ ჩვენ ეს ყველაფერი მართლა ფეხებზე გვკიდია, თუ მოგვწონხართ.


image

0
194
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0