x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ვანო ჯავახიშვილთან პრეტენზიებით მისული ჰერები რუსთავი 2-ის შენობაში არ შეუშვეს
image


ვანოს შოუში ჰერელი ქართველების რეპლიკით გაღიზიანებული ჰერები, კახის რაიონის მაცხოვრებლები რუსთავი2-ის ოფისში მივიდნენ და გადაცემის წამყვანთან, ვანო ჯავახიშვილთან შეხვედრა და ახსნა-განმარტება მოითხოვეს, მაგრამ ადმინისტრაციამ ისინი ტელეკომპანიის შენობაში არ შეუშვა და შენიშვნების წერილობით ფორმით გაგზავნა შესთავაზა. ამის შესახებ თავად ჰერები წერენ.


„გუშინ 12 დეკემბერს მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ვიყავით რუსთავი 2-ში მისულები, როგორც მოსალოდნელი იყო არ შეგვხვდნენ, ჩვენ ხალხს არ ვხვდებით და პრეტენზიებს მხოლოდ წერილობით განვიხილავთო, ამიტომ მივწერეთ წერილი და ავუხსენით პრობლემა. ადგილზე გავესაუბრეთ სხვა თანამშრომლებს, მათ თავიანთი აზრი გვითხრეს, ჩვენ ჩვენი ვუთხარით და მშვიდობიანად დავშორდით ერთმანეთს. წერილი ადგილზე დაიტოვეს და პასუხს გაგვაგებინებენ რა როგორ იქნება.


ეს იმისთვის განვმარტე, რომ ზოგი რევოლუციას ელოდა ამ პროტესტისგან, ზოგი ალბათ სისხლისღვრას ან მსგავს სისულელეს, რატომღაც
პროტესტი მაინც და მაინც ცხვირპირისმტვრევაში გამოიხატება.. ბნელებო.
რამდენიმე პირმა და გვერდმა ვანოს ლანძღვა გინებით უპასუხა, რაც ჩემი აზრით ვანოს საქციელზე უარესია და სჯობს პრეტენზიების გამოხატვის ფორმები შეცვალონ, უფრო მეტად შედეგიანი იქნება... ამგვარ განცხადებებს იმდენი ადამიანი გამოხატავდა, ვხუმრობდი კიდეც, ეს ხალხი რომ მოგროვდეს რუსთავი 2თან ბოდიშს მოვახდევინებთ კი არა ჩვენს ენაზე წავაყვანინებთ გადაცემასთქო.



მოვისმინეთ ისეთი მოსაზრებაც, რაც ნაწილობრივ ვანოს პოზიციას იცავდა და არბილებდა იმ „ხუმრობას“, მაგალითად ბატონ ემზარს ჰქონდა ეს პოზიცია, რაშიც მე ნაწილობრივ ვეთანხმები.. თუმცა საკვირველი იყო იმ ხალხის, რომელიც რ2-ს ისე გადაეფარა დამცველად ისე - რომ მსგავსი ყურადღება და მონდომება ჰერეთს რომ მოახმარონ ალბათ თანამედროვე გმირები იქნებიან.
და ყველაზე საწყენი ის იყო, რომ სუფრაზე ბევრჯერ დაგვილევია ჰერეთის, საინგილოს სიყვარულის სადღეგრძელოები და ისეთი დალოცვები და თავდადებული ფრაზები მომისმენია თვალზე ცრემლიც მომდგარა, მარა საქმე საქმეზე რომ მიდგა, ეს სიყვარული და თავგანწირვა ვანოს დედის*რაკის გინებაში გამოიხატა მხოლოდ და მორჩა...


ძალა კი ერთობაშია, მაგრამ ერთობა აღარსად აღარაა, “ - წერს ერთერთი აქტივიისტი ირაკლი სარდალაშვილი.

image

გასულ პარასკევს „ვანოს შოუს“ მონოლოგში გადაცემის წამყვანმა მორიგი ხუმრობისას არჩევნების გაყალბების კონტექსტში ინგილოები უხეშად მოიხსენია. რეპლიკამ ჰერეთში მცხოვრები ინგილო ქართველები გააღიზიანა და მათმა დიდმა ნაწილმა სოციალურ ქსელში მიმართვაც გამოაქვეყნა. ისინი ვანო ჯავახიშვილს საინგილოში ეპატიჟებიან, რათა სამომავლოდ უკეთ ერკვეოდეს იქ მცხოვრები ქართველების პრობლემებში.


„ეს ორი დღეა “ვანოს შოუში" გაჟღერებულ ვანო ჯავახიშვილის სიტყვებზე ვფიქრობ: “მარნეულელი ინგილო ქალი"(!) ... მე, როგორც ისტორიული ჰერეთის მკვიდრი, გულნატკენი ვარ!!! ოდესღაც გასხვისებულ, ბედის ანაბარა დატოვებულ, რჯულისთვის თავდადებულ, ქრისტიანობაშენარჩუნებულ, ალაზანსიქით, საზღვარსმიღმა დარჩენილებს ჩვენივე ქართველები აბუჩად გვიგდებენ! მარნეულში არასდროს უცხოვრია ინგილოს, ყველამ კარგად ვიცით ეს! გულნატკენი ვარ, რაგდან ის თემა აიგდეს აბუჩად, რომელსაც საინგილოში მცხოვრები ყველა ქართველი უფრთხილდება, ამაყობს ამ ისტორიული ეპიზოდით, ინგილო ქალი ჩვენთვის გმირობის მაგალითია... ვანო, ჩამოდი საინგილოში, მოინახულე შენი ისტორიული მიწა, გაიცანი ნაღდი ქართველები და აღარ გაგიჩნდება სურვილი ასე დაგვცინო!, “ - წერს ჰერეთის მკვიდრი შორენა თამაზაშვილი.


ამავე თემაზე: ვანო ჯავახიშვილის რეპლიკამ ინგილო ქართველები გააღიზიანა -„ვანო, ჩამოდი, მოინახულე შენი ისტორიული მიწა“

0
381
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0