x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
შეამოწმეთ თქვენი ჯანმრთელობა ამ 8 ტესტით,სახლიდან გაუსვლელად!
image

დროის უქონლობისა თუ ექიმების შიშის გამო, ადამიანები ზოგჯერ ფეხს ითრევენ გამოკვლევების ჩატარებაზე. თუმცა, არსებობს ისეთი საშუალებებიც, რომელთა დახმარებითაც სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმოთ. ეს 8 ტესტი დაგეხმარებათ იმის გაგებაში, უნდა მიმართოთ თუ არა სპეციალისტს.


1.ენდოკრინული სისტემა

imageჯანმრთელობის მდგომარეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი წელის გარშემოწერილობაა. აიღეთ სანტიმეტრის ლენტი და გაიზომეთ წელის გარშემოწერილობა ჭიპიდან 2-3 სმ-ით ზევით. ნორმის ფარგლებში ის 88 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს ქალების შემთხვევაში, კაცების შემთხვევაში კი 102 სმ-ს.


ადამიანებს, რომელთაც ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მეტი აქვთ, საგრძნობლად აქვთ გაზრდილი მეორე ტიპის დიაბეტით დაავადების რისკი.

იაპონიაში ვიწრო წელის საკითხი ლამის სახელმწიფო რანგშია აყვანილი:2008 წელს კანონიც კი მიიღეს, რომლის თანახმადაც ღიპიანებმა სპეციალური კურსი უნდა გაიარონ ფორმაში ჩასადგომად.


2.ტვინი

imageდაგჭირდებათ სუფთა ფურცელი, მარკერი ან ფანქარი და მეგობრის დახმარება. დახატეთ ფურცელზე საათის ციფერბლატი და სთხოვეთ მეგობარს, დაასახელოს დრო, საათებისა და წუთების ფორმატში, მაგ: 14 საათი და 37 წუთი. ამის შემდეგ კი თქვენს საათზე დახატეთ ისრებიც, რომლებიც დასახელებულ დროს აღნიშნავენ.

ეს ტესტი ტვინის დიდ ნაწილზე ახდენს ზემოქმედებას. მისი შესრულების პროცესში ერთვება ტვინის ის ნაწილი, რომელიც კიდურების მოძრაობაზეა პასუხისმგებელი, სივრცული და მხედველობითი აღქმა. ამიტომ, არასწორად დახატული ციფერბლატი ან დრო, ან ისრების განლაგება, შესაძლოა დემენციის დასაწყისზე მიუთითებდეს.


3.ხერხემალი

imageამ ტესტისთვის ორი სასწორი დაგჭირდებათ. დაალაგეთ ისინი ერთმანეთის გვერდიგვერდ და დადექით ერთი ფეხით ერთზე, მეორეთი კი მეორეზე. ციფრები ორივე სასწორზე ერთნაირი თუ არა, მიახლოებული მაინც უნდა იყოს. თუ სხვაობა ძალიან დიდია, ეს იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი მენჯ-ბარძაყის ძვლები, ხერხემალი ან თავი ცენტრიდანაა გადახრილი. დროა, თერაპევტს მიმართოთ, რომელიც მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციალისტთან გადაგამისამართებთ.


4.სასუნთქი სისტემა

imageამ ტესტისთვის წამზომი დაგჭირდებათ. წამოდექით და გაიზომეთ პულსის სიხშირე 30 წამის განმავლობაში. შემდეგ დაჯექით და სამჯერ მიყოლებით ჩაისუნთქეთ, ისე, რომ შუალედებში ამოსუნთქვა არ გააკეთოთ.შეიკავეთ სუნთქვა და დანიშნეთ დრო, რამდენ ხანს გაძლებთ ასე, სუნთქვაშეკრული. ამოსუნთქვის შემდეგ ისევ გაიზომეთ პულსი 30 წამის განმავლობაში.

შედეგები

*თუ სუნთქვის შეკავება 40 წამზე ნაკლებ დროში შეძელით, ეს სასუნთქი სისტემის არადამაკმაყოფილებელ მუშაობაზე მიუთითებს. საშუალო მაჩვენებელია 40-49 წამი. თუ თქვენი მაჩვენებელი 50 წამი და მეტია-თქვენ შესანიშნავ ფორმაში ხართ.

*გამოითვალეთ გულისცემის სიხშირე ამ ფორმულით:

ტესტის დასრულების შემდეგ დათვლილი პულსაციის რიცხვი გავყოთ ტესტის დაწყებამდე მიღებულ პულსაციის სიხშირის რიცხვზე. შედეგი, რომელიც ტოლია 1, 2 და უფრო ნაკლებისა, ნორმაზე მიუთითებს. თუ უფრო მაღალი მაჩვენებელი გაქვთ, ეს სუნთქვის სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს, რაც ჟანგბადის ნაკლებობას უკავშირდება.




5. ძვლები

imageყურადღებით დააკვირდით ფრჩხილებს, მათ ბევრი რამის თქმა შეუძლიათ თქვენს ჯანმრთელობაზე. თუ ბოლო დროს ფრჩხილები გემტვრევათ, გექერცლებათ და მათზე თეთრი ხაზები გაჩნდა-ეს მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემები როდია. ეს პრობლემა შესაძლოა რკინის, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტს ან ოსტეოპოროზს უკავშირდებოდეს.


6.მხედველობა

imageყველასთვის ცნობილი ცხრილი ოფთალმოლოგების კაბინეტში, ერთადერთი საშუალება როდია მხედველობის სიმახვილის შესამოწმებლად. უყურეთ ფანჯრის ჩარჩოს 30 წამის განმავლობაში, შემდეგ კი თვალები დახუჭეთ. მონაცვლეობით გაახილეთ მარცხენა და მარჯვენა თვალი. თუ სურათი, რომელსაც ერთი თვალით ხედავდით, გაიდღაბნა, ხაზები კი პარალელური აღარაა, თქვენ შესაძლოა მაკულოდისტროფია გემუქრებათ-საშიში დაავადება, რომელიც მხედველობის დაკარგვას იწვევს.

მეორე ტესტი: დადექით ავტომობილიდან 20 მეტრის მოშორებით და შეეცადეთ მისი ნომერი გაარკვიოთ.თუ თქვენი გულმოდგინე მცდელობის მიუხედავად ყველა ასოს და ციფრს გარკვევით ვერ ხედავთ, აუცილებლად მიმართეთ ოფთალმოლოგს.


7.სმენა

imageშეეცადეთ გაარკვიოთ, რაზე საუბრობენ თქვენგან 5-6 მეტრის დაშორებით. როგორც არ უნდა დაძაბოთ სმენა, სიტყვებს ვერ არჩევთ? მაშინ დროა ექიმს მიმართოთ.

ეს მეთოდი ხმაურიან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე არ გამოგადგებათ.


8.ღვიძლი

imageჩაიხედეთ ისეთ სარკეში, რომელიც საშუალებას მოგცემთ მთელი ფიგურა შეაფასოთ. წელის ზედა ნაწილში თუ ცხიმის ფენაა დაგროვილი, ეს შეშფოთების საფუძველი უნდა გახდეს. ეს ვისცელარული ცხიმია, რომელიც ღვიძლს აკრავს გარშემო და მის მუშაობას ხელს უშლის.

შეყვითლებული თვალის სკლერები, ცხიმგროვები სახეზე, განსაკუთრებით კი ქუთუთოებზე, და ნადები ენაზე-ასევე იმის მანიშნებელია, რომ ღვიძლი როგორც საჭიროა, ისე არ მუშაობს.


მხედველობაში იქონიეთ! ეს ტესტები დიაგნოზის დასასმელად არ გამოგადგებათ. ეს უბრალოდ საშუალებაა, რომ ჯანმრთელობა შეამოწმოთ. ზუსტ დიაგნოზს კი ექიმი დასვამს.

0
294
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0