x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"ჯერჯერობით მთლად გადასაგდებიც არ ვარ. მინდა, ცოტა ხანს კიდევ ვიყო ამ ქვეყანაზე"

image


ცნობილმა მსახიობმა კახი კავსაძემ ცოტა ხნის წინ რთული ოპერაცია გადაიტანა, თავს ჯერ კიდევ შეუძლოდ გრძნობს, მაგრამ ძალა მოიკრიბა და საავადმყოფოდან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გვესაუბრა...

- მეორე ოპერაცია გამიკეთეს, ახლაც კიდევ ათას რამეს მიკეთებენ, მოძრაობა მიჭირს და რა გითხრათ, კაცი რომ დაბერდება და გადასაგდებია, ხომ იცით... თუმცა ჯერჯერობით მთლად გადასაგდებიც არ ვარ. მინდა, ცოტა ხანს კიდევ ვიყო ამ ქვეყანაზე. ახლა ჩემი შვილი ჩამოვიდა ამერიკიდან და ძალიან გამახარა. ჩემი შვილიშვილის გამოსვლა ვერ
ვნახე "ცეკვავენ ვარსკვლავებში", მაგრამ მითხრეს ძალიან კარგად იცეკვაო. კარგი გოგოა და სულ ასე მახარებს!


- ქვეყანაში პირველი ქალი პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიებებისთვის ემზადებიან, მიიღეთ საპატიო სტუმრის მოსაწვევი?

- ჯერჯერობით არანაირი მოსაწვევი არ მოუტანიათ... მოსაწვევს თუ მივიღებ, ხომ ასე სუსტად ვარ, მაგრამ აუცილებლად წავალ! მე ვიყავი ერთ-ერთი
პირველი მომხრე იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყო! მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ! როგორც გავიგე, თელავში იმართება ღონისძიება და ძალიან გამეხარდა. თელავია ჩვენი ჯიგარი და ფესვი! დაე, იქედან დაიწყოს საქართველოს აღორძინება და გამთლიანება! სრულიად დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი, რომ საუკეთესო პრეზიდენტი იქნება! არ ვამბობ, რომ თამარ მეფეს უნდა შევადაროთ, თამარ მეფე სხვა იყო და სალომე ზურაბიშვილი სხვაა, უბრალოდ, რაც მე მაგ ქალბატონს წლების განმავლობაში ვაკვირდები, უაღრესად განათლებული და გამოცდილი ქალია! ამიტომ ვამყარებ ამხელა იმედებს მასზე!
- ბიძინა ივანიშვილს დედა გარდაეცვალა... თუ დაურეკეთ და მიუსამძიმრეთ?

- უი, რას ამბობთ! კითხვის გაგრძელება > > >
1
412
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
412
  
2018, 13 დეკემბერი, 21:35
დიდი ხნის სიცოცხლეს ვუსურვებ ამ ლეგენდარულ მსახიობს და დიდ ქართველს...
0 1 1