x
საბედისწერო დაბრუნება

image
---დედაჩემი ჩამოდის ამ თვის ბოლოს. თხუთმეტი წელი ემიგრანტია, დაიღალა სხვის ოჯახში ცხოვრებით, მოსამხახურედ მუშაობით, ჩვენგან შორს ყოფნით, რამდენი ტკივილი და ტანჯვა ექნება ატანილი, ვინ მოთვლის, ავად ყოფილა, ვერ ვარ კარგადო, მითხრა. აქ ექიმები არ აირან კარგები, ჩამოვალ მანდ, ვიმკურნალებო, ჩამოვიდეს, ცოდოა, ამდენი წელი ჩვენგან შორს ყოფნით, მამაც გაიხარებს მისი მოსვლით და ბავშვებიც გაიცნობენ ბებოს, რომელიც სულ საჩუქრებს უგზავნის. ---ნეტა, რატომ გიხარია ასე მისი ჩამოსვლა, ვერ ხვდები, მისი დაბრუნებით აქ ჩვენ რა გველის? ვერ ხვდები, რომ ისე არ გვექნება როგორც ახლა გვაქვს, სულ რომ თამაშობ და აგებ, ვინ გიხდის ფულს?! ვინ გიგზავნის? რა გეშველება შემდეგ, რა? სულაც არ იქნება მიზეზი მისი ავადმყოფობა, ეს უბრალოდ საბაბია, თორემ არასოდეს უთქვამს, რამე თუ აწუხებდა, რა ვიცი, ფოტოებში მშვენივრად გამოიყურება, რა ეტყობა ავადმყოფობის. ახლა მოდის, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება. დამეზარდა ეს ბავშვები და ჩამოსულიყო შემდეგ, როგორ ივლი იმ დედაშენის ნაყიდი მანქანით? ის თუ აქ იქნება, ვინ მოგცემს ბენზინის ფულს, ვინ? დააყენე ეზოში და უყურე, ნივთია მაინც. მე ავდგები და წავალ დედაჩემთან! ეს არ მყოფნიდა, მამაშენი სახლში! ახლა ის უნდა დამემატოს! ან ხომ შეიძლება მოგვცეს ის ბინა, მის სახელზე რომ აქვს გაფორმებული, თავისთვის ნაყიდი, ჩვენ წავიდეთ ქალაქში, ვიცხოვროთ და ის იყოს აქ, მის ქმართან ერთად. მეც კარგად ვიქნები და ესენიც. ------არ გავიგო, დედა რომ ჩამოვა, მას რაიმე აწყენინო! ზედმეტი უთხრა სიტყვა! არ დაგავიწყდეს, თან რომ გყვება, მის გოგოს არ უგზავნის ისე, როგორც შენ! ნუ იქნები უმადური! მე არაფერი მავიწყდება და არც შენსავით მოვირგებ სირაქლემას როლს! --მამა, დედა ჩამოდის, გესმის, დედა! მოხუცს თვალები აუცრემლიანდა და აკანკალებული ხმით იკითხა: -- როდის? თვის ბოლოს აქ იქნება და გაიხარებ მამაჩემო. ---ეხ შვილო, გავიმეტე, ყველაფრისთვის გავიმეტე მე ის. ტკივილისთვის, ტანჯვისთვის, უძილო ღამეებისთვის, სხვის ოჯახში მოსამსახურედ მუშაობისთვის. მე არ ვარ ღირსი მისი. მე არ ვარ ღირსი, მერქვას მისი ქმარი. გაჭირვებამ მაიძულა, ასე მოვქცეულიყავი, შვილო შენ და შენს და ძმას უკეთესი ცხოვრება რომ გქონოდათ, ყველაფრისთვის გავწირე ის. თხუთმეტი წელი ცოტა დრო ხომ არ არის, შვილებიდან შორს ყოფნა. მოვაშორე მის დედ-მამას, რომელებიც უკვე არ არიან, ისე წავდნენ ამქვეყნიდან, ერთადერთმა შვილმა ვერ დაიტირა ვერც ერთი, ჩემი ბრალია ეს ყველაფერი. მე ვერ გამოვდექი კაცად, ვერ შევძელი ოჯახის რჩენა და ჩემმა ცოლმა იტვირთა ეს ყველაფერი თავზე. არასოდეს დაუწუწუნია და უსაყვედურია ჩემთვის. ყოველთვის მხნედ და კარგად გამოიყურება. რომ ვესაუბრები, თვალებში ეტყობა, თუ რა სევდას და ტკივილს დაატარებდა. არასოდეს ეტყვის ვინმეს, როცა ტკივა და წუხს. პირიქით, აქეთ ეხმარება ყველას, ძლიერი და თავმოყვარე ქალია დედაშენი შვილო. ამიტომ შემიყვარდა და გახდა ჩემი შვილების დედა. მისი მტკიცე ხასიათების გამო, არც სილამაზე აკლდა, ოხ ისეთი ლამაზი იყო, რომ არ მომეტაცა, სხვა მომტაცებდა მის თავს. თხუტმეტი წლის შემდეგ დაბრუნდა სახლში, იმ სახლში, სადაც ახალგაზრდობა, სამი სკოლის მოსწავლე შვილი და ჯან-ღონით სავსე ქმარი დატოვა. ეზო, რომელსაც მისი ხელი ეტყობოდა ყოველ კუთხე კუნჭულს, უამრავი ლამაზი ყვავილი იყო მოფენილი ირგვლივ. დილით მზის ამოსვლამდე რწყავდა, ბალახს არ უჩერებდა ძირში, ყვავილები არ დაზიანდესო. თხუთმეტი წლის შემდეგ დაბრუნდა და უკვე ყველაფერი სხვა დახვდა, არც ეზო გავდა იმ ეზოს რაც დატოვა, არც შვილები იყვნენ ისე პატარები, დედა ტირილით რომ გააცილეს სახლიდან, უკვე დაზრდილები დაოჯახებულები, მეუღლე ასაკში შესული და ცრემლიანი თავლებით შემყურე, აკანკალებული ხმით. ---დაბრუნდი? გულში იკრავს წლების უნახავ ცოლს და მამაკაცური თავმოყვარეობაც კი ვერ მოერია, თავისით მოსდის ცრემლები თვალებიდან, შვილიშვილები შორიდან ნაცნობ ბებოს ეხვევიან, თან ჩემოდნისკენ გაურბით პატარა თვალები, ნეტა რა ჩამოგვიტანა ბებომ. რძალს დიდად არ გახარებია დედამთილის დაბრუნება და უკვე იმის ფიქრი აწუხებს, ნეტავ, არ დარჩებოდეს, მალე წავიდოდეს აქედან. ნაძალადევი ღიმილით იღიმება. ეხ, როგორ გავუმხილო ჩემს ქმარს, რამ მაიძულა ჩამოსვლა, როგორ ვატკინო ეს ბებერი გული, როგორ ვუთხრა, ჩემი დღეები დათვლილი რომ არის, ნეტა არ გამწირავდეს უფალი და მაჩუქებდეს კიდევ სიცოცხლეს ცოტა ხნით. დამატკბობდეს ამათი ყურებით, არ მოვუკლავდე გულს ჩემს ქმარს და შვილებს. არა, არა ჯერ ვერაფერს ვეტყვი, გავიდეს ცოტა დრო და წავალ ექიმთან, იქნებ და არაფერი მჭირს საგანგაშო, იქნებ და ცრუ დიაგნოზი დამისვეს. წუხილით ამ ბოლოს არაფერი მაწუხებს, ტყუილად რად ვანერვუილო ესენი. დედის ჩამოსვლამ შვილზე იმოქმედა კარგად. თამაშს თავი დაანება და მუშაობაც დაიწყო. რძალიც არ ჩანდა უკმაყოფილო. დედამთილს ჯერ კიდევ ჰქონდა დანაზოგი თანხა და შვილის ჩუმად აძლევდა რძალს. ახალგაზრდა გოგო ხარ შვილო, გქონდეს, დაგჭირდება, გამოიყენე, - ეტყოდა. მოხუცი ყველაზე ბედნიერი იყო ცოლის შინ დაბრუნებით, სულ იმას ცდილობდა, რით გაეხარებინა თავისი მონატრებული მეუღლე. დილით ყველაზე ადრე უნდა ამდგარიყო, მოეხედა ოჯახში და მერე დგებოდნენ დანარჩენები. ისე გადიოდა დღეები, ოჯახის საქმეებში სულ გადაავიწყდა თავისი ავადმყოფობა. ერთ დილას კი ყველა ადგა დილით. დედა, რომელიც სულ რაღაც სამი თვის დაბრუნებული იყო თავის სახლში, უგონოდ იპოვა მეუღლემ საწოლში. მისი ღრიალი ესმოდა მთელ სოფელს. წერილი უპოვეს, სადაც სულ რაღაც ორი წინადადება ეწერა. მაპატიეთ, ვერ შევძელი მეთქვა, თქვენთვის ჩემი ავადმყოფობა. მიყვარხარ ჩემო მოხუცო ქმარო...

0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0