x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მე ვთვლიდი და ვთვლი, რომ ვანო მერაბიშვილმა "შეუყენა წყალი" წინა ხელისუფლებას

image მე ვთვლიდი და ვთვლი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისათვის ერთგულების დასამტკიცებლად ვანო მერაბიშვილი სახავდა მთელ რიგ გეგმებს, რომლებსაც მერე მისი ბრძანებით უკვე ძალოვნები ახორციელებდნენ.
ბევრმა წინა ხელისუფლების წარმომადგენელმა საჯაროდ ისაუბრა ამ თემაზე.
თუნდაც "მუხროვანის ამბოხი" ავიღოთ, რომელიც ვანო მერაბიშვილის პროექტი იყო, მან დაგეგმა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ეს გეგმა და პრეზიდენტი შეიყვანა შეცდომაში, რისი წყალობითაც იმ დროისათვის საქართველოში ყველაზე გამოცდილი და ბრძოლისუნარიანი დანაყოფი იქნა მთლიანად დაშლილი.
"ორი გვამის" მოთხოვნა დიდი პრემიის სანაცვლოდ მეტყველებს და ადასტურებს სხვების და ჩემს მოსაზრებას, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია.
ასევე "ციხის კადრების" უკან აუცილებლად ძალზე გავლენიანი პირი, რომ იდგა თავიდანვე ცხადზე უცხადესი იყო.
მე მუდამ ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმციას და არც ამჯერად დავარღვევ, ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ. ჩემი სიტყვების რეალურობა სასამართლომაც დაადასტურა თავის დროზე.
ბედუკაძის მიერ გასაჯაროებული "ციხის კადრების" დიდი ნაწილი, რომ დადგმულია ამაშიც ბევრი დამეთანხმება, იმდენად არარეალურია რამდენიმე ეპიზოდი.
ასევე ხშირად მითქვამს, რომ ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენები მერაბიშვილის მიერ იყო დაგეგმილი და შედეგები "შეაჩეჩა" ბაჩანა ახალაიას.
მე არ ვამბობ ძმები ახალაიები "უფრთო ანგელოზები" არიან მეთქი, მაგრამ მე ამ ძმებს, როგორც ზუგდიდელი ვიცნობ წლებია და ვიცნობ, როგორც განათლებულ ახალგაზრდებს.
ჩემს მოსაზრებას ადასტურებს დათა ახალაიას განცხადება, რომლის ავთენტურობა დადასტურებულია.
image

3
389
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
389
  
2018, 15 დეკემბერი, 0:35
ამ ყველაფრის უკან კი ივანიშვილი იდგა,რომელიც პუტინის გაზის წილში იყო და არის,შეიძლება ის არ არის ახლა კონკრეტულად,მაგრამ ვინმე პეტრეა.ბაჩოს სასამართლოებს უყურეთ და ნახავთ ეს "სატანა" მართლა ჭამდა თუ არა ხალხს,მერაბიშვილი,უგულავა,ბოკერია და ა.შ ეს ნაგავია,მაგრამ ამ ყველაფრის უკან ივანიშვილი იდგა და ამას დრო იტყვის თავის დროზე.დრო და ბუნება ისეთი რამაა შეცდომას არავის აპატიებს და ყველას უკან დაუბრუნებს საზღაურს,მათ შორის იმას,ვინც გადამწყვეტ მომენტში გვერდზე გადგა ან მტერი აირჩია.
2018, 14 დეკემბერი, 13:02
ვანიჩკას კისერზე იმდენი ცოდვაა, სადაც არ უნდა იყოს ვერ გაიხარებს.
სხვებიც ბევრია და მათაც ეწევათ უფლის სამსჯავრო...
2018, 14 დეკემბერი, 9:52
ერთმანეთზე უარესები არიან!!! ვფიქრობ დიდი ხნით უნდა იყვნენ ყველანი იქ სადაც ახლა არიან იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი ქართველი ერის წინაშე! და არა მხოლოდ ისინი.... ბევრს მივუსვამდი კიდევ... თუმცა, ამ ხელისუფლების პირობებში, არა მგონია სამართლიანობის აღდგენა სრულად მოხდეს :(((
0 1 3