x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რომელი საზღვარგარეთული ავტომობილის შეძენა შეეძლოთ საბჭოთა კავშირში?
image

საბჭოთა კავშირის მოქალაქეებისათვის აუხდენელი ოცნება იყო უცხოური ავტომობილის შეძენა, თუნდაც სათანადო თანხა ჰქონოდათ შეგროვებული, ვთქვათ, "მერსედესის", "ფორდ-მუსტანგის" ან "კრაისლერის " შემოტანა მხოლოდ ცნობილ არტისტებს, სპორტსმენებს, კოსმონავტებს ან მაღალ პარტიულ ჩინოვნიკებს ჰქონდათ ნებადართული. მხოლოდ 80-იანი წლების მეორე ნახევარში შეიცვალა სიტუაცია.


მანამდე კი საბჭოთა მოქალაქეებს ოფიციალურად მხოლოდ სოციალისტური ბანაკის ავტომობილების შეძენა ჰქონდათ ნებადართული.


Tatra 613-ჩეხოსლოვაკიური ტატრა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უცხოური ავტომობილი იყო საბჭოთა კავშირში. 1970-80 -იან წლებში ოფიციალურად შესყიდული იყო მოდელები Tatra 613 და Tatra 603, თუმცა შეზღუდული რაოდენობით.


image

განსაკუთრებით აღსანიშნავია Tatra 613, მძლავრი 3, 5 ლ. V8 ძრავით, 190კმ/სთ. . მისი შეძენა მხოლოდ "ბობოლებს" შეეძლოთ, რადგან იგი "ვოლგა-24"-ზე ორჯერ ძვირი ღირდა.

image

Skoda 1201/1202-საბჭოთა კავშირში ამ ბრენდის ავტობუსებს და სატვირთოებს კარგად იცნობდნენ, თუმცა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი მცირე რაოდენობით განხორციელდა, სულ 15 000. სერია 1201 და 1202 ძირითადად საწრაფო დახმარების ან მცირე ტვირთის გადაზიდვის ფუნქციებს ასრულებდა.

image

image

«Застава-750»-იგოსლავიური ავტომობილი, ანუ Fiat 600 -ის ასლი პირველად 1955 წელს ჩამოვიდა კონვეირიდან და მას შემდეგ მისი კონსტრუქცია ფაქტობრივად არც შეცვლილა, მცირელიტრაჟიანი ავტომობილის ძრავა საკმაოდ მოკრძალებული სიმძლავრის იყო 25-ც.ძ., ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ-ში.

image

image

Trabant- გდრ-ის ეს ავტომობილი ეპოქის სიმბოლოდ იქცა, რომელიც ერთი შეხედვით ცნობადი გახდა. გამოდიოდა 1957-1991 წლებში. გერმანული მცირელიტრაჟიანი ავტომობილი "ზაპოროჟეცის" ტიპის 26.ც.ძ.-ით.

image

image

Wartburg 353/1.3-კიდევ ერთი ავტომობილი აღმოსავლეთ გერმანიიდან, გამოდიოდა 1966 წლიდან ბერლინის კედელის დანგრევამდე. წლების განმავლობაში მოდელის მოდერნიზება ხორციელდებოდა, ძირითადად შემოჰქონდათ სამშობლოში დაბრუნებულ საბჭოთა ოფიცრებს 1980-იანი წლების ბოლო დრომდე.

image

image

Nysa -1950-იანი წლების ბოლოს პოლონეთის ქალაქ ნისაში აშენდა ახალი ავტოქარხანა, იწყობოდა ფურგონები საბჭოთა "პობედას" ბაზაზე. 1968 წელს დამზადდა ყველაზე პოპულარული მოდელი Nysa 521.

image


ავტომობილი ადვილად საცნობი იყო საკმაოდ სასაცილო გარეგნობის გამო, Nysa-ს ფურგონები გამოდიოდა 1994 წლამდე და მასიურად იყიდებოდა მთელს სოციალისტური ქვეყნების ბანაკში.

image

მოგვიანებით გამოვიდა Zuk-ი(სახელი კოლორადოს ხოჭოსთან მსგავსების გამო შეარქვეს), რომელიც 1998 წლამდე გამოდიოდა.

image

Polski Fiat 125-გამოდიოდა 1967-1991 წლებში, იტალიური ორგინალისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ჰქონდა მრგვალი ფარები კვადრატულის ნაცვლად, სადა ბამპერი, ცხაურები რადიატორზე, წინა მხარეს ნარინჯისფერი მოხვევის მაშუქები და უსაფრთხო, ბრტყელი საწვავის ავზი. პოლონელმა ახალგაზრდებმა ავტომობილს რამდენიმე მეტსახელი შეარქვეს, "კომოდი", "კანტი" და "ბანდიტი/ჩხუბისთავი"( Kredens ), Kant, Bandyta/Bandzior)

image


ასევე დაგაინტერესებთ


დღეს ფაქტობრივად შეუძლებელია სადმე იპოვო გამართული"კოლხიდა", ქუთაისის ავტოქარხნის პროდუქტი, თუმცა ეს ავტომობილი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა რუსმა მოქალაქემ ქალაქ სამარაში, როგორც მომხმარებელი ნიკით Arbuzzz777-წერს, ТЦ "Космопорт-ის ცენტრალურ შესასვლელთან დაინახა "კაზი". "ვჩქარობდი, მაგრამ არ


1916 წელს ქვეყნის მთავრობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის იმპერიაში საავტომობილო მრეწველობის განვითარებას, გადაწყდა აშენებულიყო 6 ახალი საავტომობილო ქარხანა და მათ შორის იყო "Торговый дом Кузнецов, Рябушинские и К˚" რომელსაც უნდა დაემზადებინა სატვირთო ავტომობილები იტალიური FIAT 15 Ter-ის ...


სატვირთო ავტომობილები 1) გაზ-АА-(ფორდ АА-ს ასლი)--1930 წ. 2)გაზ -42/44-გაზზე მომუშავე.გამოდიოდა 1939-1946 წლებში 3)გაზ -ММ-მოდერნიზებული АА -გამოდიოდა 1938-1949 წლებში 4)გაზ-51-მზადდებოდა 1946-1975წწ. 5)გაზ-52-ჰიბრიდული მოდელი, მზადდებოდა 1964-1993 წწ. 6) გაზ-53-გამოდიოდა 1964-1993 წლებ...


უნდა აღინიშნოს რომ სანამ ავტოდიზაინის ქურდობის ტოპ-10-ზე გადავიდოდეთ, უნდა ავღნიშნო, რომ ეს რეიტინგი პირობითია და მხოლოდ ზოგად ტენდეციას გამოხატავს. მთლიანად თუ განვიხილავთ ყველაზე დაზარალებული გერმანია აღმოჩნდა, მეორე ადგილზე აშშ გახლავთ, შედარებით იოლად გადაურჩნენ დიზაინის და მთლიანად

1
1004
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1004
  
2018, 19 დეკემბერი, 23:03
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1