x
image
გემი დალანდი
რა ნიუანსები უნდა გაითვალისწინოთ ქუსლიანი ფეხსაცმლის შეძენისას
image

ქალები ქუსლიან ფეხსაცმელში უფრო მიმზიდველად გამოიყურებიან - ეს ფაქტია. თუმცა, ასეთი ფეხსაცმლის ტარება ხშირად დიდ დისკომფორტს უქმნის მშვენიერ სქესს:კანის გადახეხვა, ტკივილი კუნთებში, ტერფის ტკივილი...

აუცილებელი არაა ამ უსიამოვნო შეგრძნებებს მიეჩვიოთ, საჭიროა, მხოლოდ რამდენიმე ნიუანსის ცოდნა და თქვენთვის იდეალურ ფეხსაცმელს შეარჩევთ, რომლებიც არც დისკომფორტს შეგიქმნიან და უსიამოვნო შედეგებსაც თავიდან აგაცილებენ.


ყოველდღიური ფეხსაცმლის ქუსლის ოპტიმალური სიმაღლე

imageროგორც არ უნდა გიყვარდეთ ქუსლიანი ფეხსაცმელი, ყოველდღიური ხმარებისთვის მოგიწევთ უფრო დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი შეარჩიოთ. საქმე ისაა, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ყოველდღიურად ხმარების შედეგად სისხლძარღვები და მყესები ტრავმირდებიან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები იჩენენ თავს, რომ აღარაფერი ვთქვათ ხერხემლის პრობლემებზე.


ოპტიმალური სიმაღლის ქუსლის ასარჩევად ორი ვარიანტი არსებობს:

*ექიმებს თუ დავუჯერებთ, ყოველდღიურად სახმარი ქუსლიანი ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე 4 სმ-ზე მეტი არ უნდა იყოს. ეს ის სიმაღლეა, რომელზეც არც ხერხემალი იტვირთება და არც ძვლის ქსოვილები განიცდიან დეგენერაციულ ცვლილებებს.

*ფეხსაცმლის შერჩევისას დააკვირდით დაშორებას ლანჩასა და ქუსლს შორის. რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით უფრო ნაკლებია ეს დაშორება. უსაფრთხოდ ითვლება 6 სმ-იანი დაშორება, როცა ტერფები ორთოპედიულად სწორადაა განლაგებული.



გამოსასვლელი ფეხსაცმლის ქუსლის ოპტიმალური სიმაღლე

imageსადღესასწაულო, გამოსასვლელი ფეხსაცმლის არჩევისას შედარებით რთული მეთოდის გამოყენება მოგიწევთ, მაგრამ ეს ცდა ნამდვილად ღირს იმად, რომ იდეალური და კომფორტული ფეხსაცმელი შეიძინოთ და დღესასწაული ტანჯვად არ გექცეთ.

*პირველი ვარიანტი სხეულის თავისებურებებს ითვალისწინებს. უნდა იცოდეთ თქვენი სიმაღლე, ფეხის სიგრძე თეძოდან ტერფამდე და ასეთი ფორმულა გამოიყენოთ: ((სიმაღლე/ფეხის სიგრძე)-1, 61)X10 შედეგად იდეალური ქუსლის სიმაღლეს მიიღებთ.

*მეორე შემთხვევაში სახაზავი დაგჭირდებათ. მოხერხებულად დაჯექით სკამზე და ფეხი წინ გაჭიმეთ, არ მოხაროთ ტერფი, ჩვეულებრივად დაიჭირეთ. სთხოვეთ ვინმეს, რომ გაზომოს დაშორება ქუსლიდან ტერფის ბალიშებამდე, როგორც ეს ზემოთ, მარჯვენა სურათზეა ნაჩვენები. მიღებული ზომა არის ის ოპტიმალური სიმაღლე, რომელიც თქვენი გამოსასვლელი ფეხსაცმლის ქუსლს უნდა ჰქონდეს, ამ შემთხვევაში 9 სმ. რადგან ეს თქვენი ტერფის ბუნებრივი მდგომარეობაა და უფრო მაღალი ქუსლის შემთხვევაში თქვენ ფეხის დაძაბვა და დისკომფორტი შეგაწუხებთ.


კიდევ რამდენიმე ნიუანსი

ზომა

იმისთვის, რომ დისკომფორტი არ შეგექმნათ, ერთი ზომით დიდი ფეხსაცმელი შეარჩიეთ. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ ფეხსაცმელში სპეციალური სილიკონის საფენები ჩადოთ, რომლებიც მნიშვნელოვნად გაზრდიან კომფორტის შეგრძნებას.image

მასალა

ხელოვნური მასალებისგან დამზადებული ფეხსაცმელი, როგორც წესი, ძალიან უხეშია და კოჟრების გაჩენას იწვევს. ყველაზე კარგი ვარიანტია ნატურალური ზამში და ტყავი.

image

კალაპოტი და ქუსლის მდებარეობა

ფეხი ფეხსაცმელში გამოჭედილი არ უნდა იყოს, არამედ უბრალოდ დაფიქსირებული. იმისთის, რომ გაიგოთ, რამდენად კომფორტულია ფეხსაცმელი, არ დაიზაროთ და გაიარეთ უფრო მეტი, ვიდრე სარკესთან რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა. ყურადღება მიაქციეთ ქუსლსაც - ის არ უნდა იყოს მრუდე, შიგნით შეწეული ან გვერდით “გაწეული".image

0
315
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0