x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ფიმბულვინთერი - გერმანულ სკანდინავიურ მითოლოგიაში აპოკალიფსური სამ წლიანი ზამთარი
image

ფიმბულვინთერი - გერმანულ_სკანდინავიურ მითოლოგიაში აპოკალიფსური სამწლიანი ზამთარი, რომელიც წინ უძღვის რაგნაროკს (სამყაროს აღსასრულის დღე). ის დაიწყება ბალდრის (სინათლისა და გაზაფხულის ღმერთი) სიკვდილის შემდეგ და გაგრძელდება სამყაროს აღსასრულის ბრძოლამდე.


ფიმბულვინთერი შედგება სამი ზამთრისგან:


პირველი - ქარის ზამთარი. თოვლი დაეცემა სამყაროს ოთხივე მხარეს და გაყინულ ქარს ვერავინ დაემალება. ყინულოვანი ნისლი დაფარავს მზეს და მთვარეს. არ მოვა გაზაფხული, არ მოვა ზაფხული, ადამიანები დაივიწყებენ რა არის შემოდგომა თავის მოსავალთან ერთად და ზამთარი ისევ გადაიზრდება ზამთარში.



მეორე - ხმლის ზამთარი. ისინი ვინც გადაურჩნენ პირველ ზამთარს დაიწყებენ ერთმანეთის ძარცვასა და კვლას საკვების ნარჩენების გამო. ძმა ძმაზე აწევს ხელს, შვილი - მამაზე და მთელს მსოფლიოში გაჩაღდება დიდი ომები. ამ საშინელ ზამთარს უარავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება.


მესამე - მგლის ზამთარი. რკინის ტყის ჯადოქარი ომის დროს დაცემული და დაუმარხავი ადამიანების ცხედრებს აჭმევს მგელ მანაჰარმს. უზარმაზარი და ძლიერი გაიზრდება მგელი. და დადგება ის დღე, როდესაც ეინჰერიები (ბრძოლაში დაცემული საუკეთესო მეომრები, რომლებიც ვალჰალაში ცხოვრობენ) მორიგი ნადიმის დროს შეამჩნევენ, რომ მათი სკამები მოსვრილია სისხლით, რომელიც წვეთებად მოედინება მგლის ეშვებიდან. ეს იქნება ნიშანი ღმერთებისთვის, რომ ახლოსაა საბოლოო ბრძოლის ჟამი.

1
186
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
186
  
2018, 13 დეკემბერი, 1:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1