x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
აქვს თუ არა ურთიერთობას მომავალი? 7 ცხადი ნიშანი
image

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, რომელიც 1 წელზე მეტია გრძელდება, ბევრის თქმა შეიძლება. თუმცა მომავალ პარტნიორზე როგორ განვსაზღვროთ, როცა ერთმანეთს ჯერ კიდევ არ იცნობთ, როცა ვნება საღ აზრს აბნელებს? გთავაზობთ 7 დესტრუქციულ ნიშანს, რომლებიც მომავალი ახალგაზრდა წყვილისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. რაღაცის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება, რაღაც კი უკვე ფსკერამდე არის დაშვებული...

1.თქვენ ერთმანეთისთვის დრო არ გაქვთ

ოღონდ სამსახურის საქმეებით, დიპლომის წერით ან თავისუფალ დროს მეგობრებთან ყოფნის აუცილებლობით თავი არ გაიმართლოთ. ასეთი სიტუაცია გაამართლებდა, თუ თავდაპირველად პარტნიორის გულის მოგებას შეეცდებოდით, მას ერთგულებას დაუმტკიცებდით. თუ თავიდანვე ყველაფერი რაღაც არ მიდის - შეხვედრები გადაგაქვთ და გამართლებას ეძებთ, რომ ერთმანეთს არ შეხვდეთ - სიტუაცია თავისთავად საუბრობს: ეს ურთიერთობა არ გჭირდებათ. შეიძლება ჯერ მზად არ ხართ და უბრალოდ შინაგან შიშებს ებრძვით, ან ის თქვენი ადამიანი არ არის.


მერწმუნეთ, როცა თქვენს ადამიანს იპოვით, არანაირი ცხოვრებისეული გამოცდილება და ბუნებრივი კატასტროფები ვერ შეგაჩერებთ. აქვს კი ურთიერთობა მომავალს, როცა მათ ერთმანეთისთვის არ სცალიათ? პასუხი ნათელია.

2.თქვენ წერტილის დასმის გეშინიათ

თუ უკვე რამდენიმე თვე გავიდა, თუ თქვენს შორის რა სახის ურთიერთობა არის - ასეთ ურთიერთობას მომავალი არ აქვს. რა გაერთიანებთ - სიყვარული, ჰობი, მარტოობა? რაღაც სერიოზული თუ ბავშვური გართობა? და რამდენად გონივრულია ერთობლივი სამომავლო გეგმის შექმნა? ნორმალურ ურთიერთობაში პარტნიორებს საკუთარი სტატუსის განხილვა, ლოდინი, მიჯაჭვულობა და ერთობლივი პერსპექტივები არ აშინებთ. თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც ამ თემას თავს არიდებს, პასუხისმგებლობის ნებისმიერ ფორმას გაურბის, სიყვარულს ნაცნობებისგან მალავს - საქმე სუფთა არაა. უნდა გაარკვიოთ, თუ თქვენ ან თქვენს პარტნიორს რისი ეშინია, ვინ ხართ ერთმანეთის მიმართ, ან აქვს კი ამ გრძნობას გაგრძელება?

3.თქვენ ნამდვილი სახის გამოჩენის გეშინიათ

ვის არ სურს რეალობის შელამაზება, საუკეთესო მხარის დემონსტრირება, რომ აღფრთოვანება გამოიწვიოთ? უბედურება ისაა, რომ სერიოზული ურთიერთობა გულწრფელობას მოითხოვს, აქ პირფერობას და მსახიობურ თამაშს ადგილი არ აქვს. თუ უკვე არაერთი პაემანია ერთმანეთს იცნობთ, მაგრამ ყოველ ნათქვამ სიტყვას აკვირდებით, საათობით ფიქრობთ, თუ რა პასუხი გასცეთ სოციალურ ქსელში, ამა თუ იმ საკითხზე საყვარელი ადამიანის ქცევის შესახებ მეგობრებს რჩევებს ეკითხებით - აქ რაღაც რიგზე არაა. რატომ გეშინიათ იყოთ ნამდვილი? გულწრფელი ემოციების რატომ გეშინიათ? გახსოვდეთ, რაც უფრო მალე გააცნობთ ადამიანს თქვენს ნამდვილ სახეს, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ არჩევანში შეცდომა არ დაუშვათ. თქვენ არ მიგიღებენ, ან არა.

image

4.თქვენ მხარდაჭერას ვერ გრძნობთ

თუ პარტნიორი პრობლემებთან მარტო გტოვებთ, გაჩვენებთ, რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებს და მისი იმედი არ უნდა გქონდეთ - ეს საკმაოდ ცხადი ნიშანია. როცა ჩვენ ადამიანი მოგვწონს, ყველაფრისთვის მზად ვართ რომ მისი ნდობა მოვიპოვოთ, მისი ღიმილი დავინახოთ, მას ცხოვრება გავუმარტივოთ. უკიდურეს შემთხვევაში მორალურ მხარდაჭერაზე უარს არ გეტყვით, ყოველთვის მოგისმენთ, შეეცდება გააკეთოს ყველაფერი, რაც მის ძალებში არის. საპირისპირო რეაქცია იმას ამტკიცებს, რომ მისთვის ძვირფასი არ ხართ.

image

5.საკუთარი საქციელის გრცხვენიათ

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ემოციური განცდის დროს პარტნიორს ყველაფერს ვუყვებით, ოჯახის, სამსახურის პრობლემებს, საკუთარ ძალებში თავდაუჯერებლობას ვუზიარებთ - შემდეგ კი ნათქვამის გამო სირცხვილს განიცდით. მაგრამ ეს სისულელეა! თუ ნამდვილი სახის ჩვენება, რეალური საზრუნავის გაზიარება გიჭირთ - მომავალში რისი იმედი გაქვთ? ასეთ ნიღაბს ამოფარებული რატომ ხართ - მიზეზი თქვენში თუ თქვენს პარტნიორში არის? უფრო ღრმად გამოიკვლიეთ და სიტუაცია შეცვალეთ, რადგან მოსიყვარულე ადამიანებს ერთმანეთის არ უნდა ერიდებოდეთ.

6.ერთმანეთის მიზნებსა და პრიორიტეტებზე არ საუბრობთ

არაერთი თვეა ერთმანეთს ხვდებით, მაგრამ საყვარელი ადამიანის შესახებ თითქმის არაფერი იცით? რა აქვს პრიორიტეტში? კინოში წასვლა, სექსი, რომანტიული პაემანი - ეს არის ყველაფერი, რაც თქვენ გაერთიანებთ. მაგრამ რა იქნება მომავალში, ნუთუ შინაგანი გაურკვევლობა არ განერვიულებთ? იქნებ თქვენ ოჯახის შექმნაზე ფიქრობთ, ის მხოლოდ გართობაზე? ან ცხოვრების მიმართ სხვადასხვანაირი მიდგომა გაქვთ - ერთს ყოველთვის ყველაფრის დაგეგმვა ურჩევნია, მეორეს კი დღევანდელი დღით ცხოვრება. ერთს ოქროს მთები და მოგზაურობა უყვარს, მეორეს კი სიმშვიდე და გარე სამყაროსთან ნაკლები კონტაქტი. ერთმანეთის ღირებულებების არცოდნამ შეიძლება ურთიერთობას წერტილი დაუსვას. დაფიქრდით, ამ თემას რატომ გაურბიხართ?

image

7.თქვენ ერთად ხართ, მაგრამ თავს მარტო გრძნობთ

ერთის მხრივ, თქვენ ერთმანეთი იპოვეთ და საღამოს დროს ერთად ატარებთ. მეორე მხრივ, თქვენ სალაპარაკო არაფერი გაქვთ, თუ თქვენს გვერდით მეგობრები არაა. თქვენ სამყაროს მიმართ სხვადასხვა ხედვა გაქვთ. თქვენ სხვადასხვა მიზნები გაქვთ, ერთმანეთი რომ არ დახოცოთ, ცდილობთ თავისუფალი დრო ჰობით შეავსოთ, ურთიერთობა, საინტერესო ჰობი, ალკოჰოლი. ამ ყველაფრის გარეშე ერთად თავს მოწყენილად გრძნობთ და არ იცით, როგორ ეკონტაქტოთ ან სად დახარჯოთ ენერგია. ეს მნიშვნელოვანი მიზეზია, დაფიქრდეთ სწორი პარტნიორი აირჩიეთ თუ არა?


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 6 მომენტი საქორწილო ფოტოზე, რომლებიც სწრაფ განქორწინებას წინასწარმეტყველებს

2. სექსი IQ დონეზე გავლენას ახდენს: მეცნიერების კვლევა

3. ქორწინებაში შეთავსება დაბადების თარიღის მიხედვით - შეამოწმეთ

4. “მამაკაცი, რომელზეც გათხოვება არ ღირს” – 1930 წლის ფასდაუდებელი რჩევები

5. 14 რამ ურთიერთობაში, რაც მამაკაცმა 30 წლამდე უნდა გაიგოს


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1587
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
1587
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0