x
ჩვენ გმირი მშობლების შვილები ვართ

image
---ჩემი მამიკო გმირი არის! აგვისტოს ომში იბრძოდა, უნდოდა საქართველო ერთიანი და მთლიანი ყოფილიყო.ერთხელ დაიჭრა, ბრძოლის დროს, მძიმედ იყო. როგორც კი გამოჯანმრთლდა, მაშინვე მოინდომა წასვლა, ბევრი ეცადა დედამ გადაეფიქრებინა, მაგრამ არ გამოუვიდა, ჩემ სამშობლოს უჭირს და მე სახლში ვერ ვიქნებიო. იქ ჩემი ძმები იბრძვიან და მათ მე ვჭირდებიო. იცი რა ძლიერი მამიკო მყავდა?! ხელში რომ ამიყვანდა ცაში ამაფრენდა, სულ არ მეშინოდა ძირს არ დავარდეთქო. დამიჭერდა, ისევ ამაგდებდა, მე ვიცინოდი, მამიკოც იცინოდა. ფეხბურთს მეთამაშებოდა სულ. რომ მიდიოდა აი ეს ქუდი მაჩუქა. სულ თან დავატარებ. მითხრა მე ვერ დავბრუნდი შვილო სოხუმში და შენ აუცილებლად უნდა წახვიდე იქ სადაც მე დავიბადე და ჩემი ბავშობა დავტოვეო. სულ მიყვებოდა მამიკო თუ როგორი კარგია სოხუმი, იქ მამას ბევრი აფხაზი მეგობარი ყოლია. მეამაყება ასეთი კარგი მამიკო რომ მყავდა რომ გავიზრდები მეც მასავით ძლიერი და მებრძოლი გამოვალ. ----ჩემი დედიკოც გმირი არის! ის თავისი ოჯახის გადასარჩენად ქვეყნიდან წავიდა და ემიგრანტი გახდა. იქ სხვის შვილებს უვლის, სხვის შვილებს ეფერება, მათ უმზადებს დილით სადილს, ამზადებს სასკოლოდ. სხვისი შვილების მოვლაში კლავს თავისი შვილილ მონატრებას, სულ ტირის რომ დამინახავს, მეფერება შორიდან, მპირდება, რომ მალე ჩამოვა, ბებო მზრდის.მინდა ოჯახში ყველა ერთად ვიყოთ მალე. მე რომ დიდი გავიზრდები ჩემ დედიკოს არასოდეს გაუშვებ ჩემგან შორს, ვპირდებო, რომ არასოდეს ექნება თვალზე ცრემლი. ---შენ შენ დედიკოს ჩაეხუტები მე კი ჩემ მამიკოს ვერასოდეს ვნახავ. მხოლოდ საფლავი, ფოტოები და ქუდი დამრჩა მისგან. მინდა მამას სურვილი ავასრულო და სოხუმში წავიდე, ვნახო მამას აფხაზი მეგობრები, სახლი სადაც მამამ ბავშობა დატოვა. -შენ აუცილებლად წახვალ აფხაზეთში, იქ ხომ შენი ფესვებია, დედაც აუცილებლად დაბრუნდება ჩემთან და ისევ ძველებურად ბედნიერები ვიქნებით. ---ჩვენ გმირი მშობლების შვილები ვართ.

0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0