ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი რატომ აგდებს Google-ის ძებნის ველში სიტყვა "იდიოტის" ჩაწერის დროს ტრამპის სურათს? 2018, 12 დეკემბერი, 16:17
Google-ის გენერალური მდივანი სუნდარ პიჩაი შეეცადა აშშ-ს კონგრესის სხდომაზე შეეცადა აეხსნა თუ რატომ აგდებს Google-ის ძებნის ველში სიტყვა "Idiot"-ის ჩაწერის დროს დონალდ ტრამპის სურათს.
როგორც The Verge იუწყება, ამ გაუგებრობაზე ყურადღება გაამახვილა კონგრესმენმა დემოკრატმა ზოე ლოფგრენმა და პიჩაის შესაბამისი კითხვა დაუსვა. პიჩაიმ უპასუხა, რომ Google-ის ძებნის ველი 200-ზე მეტი პარამეტრის შედეგს იძლევა და ავტომატურად ახარისხებს.მათ შორისაა, აქტუალობა, პოპულარობა და სხვა. პიჩაიმ უარყო ის ბრალებაც, თითქოს "გუგლის" თანამშრომლები ძებნის შედეგებს ხელოვნურად უკეთებენ კორექტირებას. 215 5-ს მოსწონს
|