x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დედა-შვილმა ერთდროულად გაიმარჯვა სილამაზის კონკურსზე
image

აშშ-ს შტატ სამხრეთ დაკოტაში დედამ და ქალიშვილმა სილამაზის კონკურსზე ერთდროულად გაიმარჯვეს, ამის შესახებ იუწყება Fox News-ი.




ოთხი შვილის დედას, ტინა უილსონს(Tina Wilson) რამდენიმე წელი დაჰყავდა უმცროსი ქალიშვილი მორგანი სილამაზის კონკურსებზე, სანამ ერთხელაც თვითონაც არ გადაწყვიტა კონკურსში მონაწილეობა.


56 წლის ქალისთვის წელს მეორე ცდა იყო, რომელიც გამარჯვებით დამთავრდა, ტინა უილსონს "მისის სამხრეთ დაკოტას" ტიტული გადაეცა.


image

ამავე კონკურსზე 19 წლის მორგანმა მოიგო "მის სამხრეთ დაკოტა", თუმცა გოგონამ აღიარა, რომ საკუთარზე მეტად დედის გამარჯვება გაუხარდა:"ამ დღეს ყველაზე ძალიან მომეწონა, როდესაც დედას ვუყურებდი, ის ისეთი ლამაზი, ბედნიერი და თვითდაჯერებული იყო".

image

ქალებს გულშემატკივრობდა ოჯახის უფროსი 49 წლის ვეტერანი–ინვალიდი სკოტი.


გამარჯვების შემდეგ ტინამ ვერ შეიკავა ემოციები და აღიარა, რომ საერთოდ არ ჰქონდა გამარჯვების იმედი.


"სკოლის დამთავრების შემდეგ 136 კილოგრამს ვიწონიდი, რასაც ძლიერ განვიცდიდი, ეს იყო ჩემი დემონი, არ ვეწევი და არ ვსვამ და ამით თავს ვიმშვიდებდი, მაგრამ მიყვარდა ძველი, კეთილი ამერიკული ფასტფუდი: პიცა, ფუნთუშები და "მაკდონალდსი"-აღნიშნა ტინამ.


2009 წელს ქალმა ოპერაციის მეშვეობით კუჭი დაიპატარავა, ცხოვრების ჯანსაღ წესს მიჰყო ხელი და 72 კილოგრამი დაიკლო წონაში და მას შემდეგ აღარც მოუმატია.


კონკურსსი მონაწილეობდნენ გოგონები და ქალები 4 წლიდან 56 წლამდე, მათ მოვალეობაში შედიოდა გასაუბრება 5 მსაჯთან, აგრეთვე დეფილე, გამოსვლა სპორტულ კოსტიუმებში და კითხვებზე პასუხის გაცემა.

image


0
53
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0