x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"პატარა ქართველი მოგესალმები, საყვარელო მოსკოვო" - ქართველი პილოტის და რუსი ავიადისპეტჩერის საუბარმა სოციალურ ქსელში დიდი აღშფოთება გამოიწვია(ვიდეო)
image

On.ge- ინტერნეტით ავრცელებს ვიდეოს, სადაც Georgian Airways -ის ქართველი პილოტის და მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის ავიადისპეტჩერის მიმოწერაა გავრცელებული.


პილოტი:დიდო მოსკოვო, დილა მშვიდობისა! TGZ 930. პატარა ქართველი ძირს ეშვება 1.2, 0-ზე და მოგესალმებათ თქვენ, საყვარელო მოსკოვო

დისპეტჩერი:თამაზი 930, მოსკოვი, შემოსვლა, გამარჯობათ, შეასრულეთ სქემა ბრუნი 2 რომეო, გააგრძელეთ დაშვება 60, ეშელონი 60, ინფორმაცია სიერა.



პ:ინფორმაცია სიერა ვაგრძელებ 6, 0-ს, დამრთეთ ნება ცოტა მაღლა...თქვენი ნებართვით TGZ 930


:გამოთვალეთ, მთავარია მეოთხეზე მოასწროთ დაშვება


პ:ქართველები თქვენი დახმარებით და მხარდაჭერით, ყველაფერს მოვასწრებთ და თუ კიდევ სომხებსაც დავიმატებთ, რაიხსტაგამდეც კი 100% მივაღწევთ.


:გასაგებია.


:პატარა ქართველი დიდ რუსს მიმართავს, ვითხოვ ნებართვას შემოვიდე 06-ზე.


:თამაზი 930, დილა მშვიდობისა დაეშვით 600 მეტრზე, qfe 998, ბილიკი 06.


პ:აი ეს არის ნამდვილი რუსის ხმა, ვეშვები 900-ზე, ბილიკი 06, სქემაზე ოდნავ მაღლა შემოვალ თუ მომცემთ ნებართვას.


:მე საქმის კურსში ვარ თამაზი 930, სიმაღლე გამოთვლით განახორციელეთ, შემოსვლა ILS, იანკი ნებას გრთავ.


პ:მე ყოველთვის ასე ვამბობ, რუსეთმა ყველაფერი იცის.


როგორც Georgian Airways-ში განაცხადეს, საუბარში დარღვეულია საავიაციო კოდექსი, ამასთანავე, რომ დადგინდეს საუბრისის ავთენტურობა, ამისთვის საჭიროა გაიშიფროს შავი ყუთი.

საერთაშორისო პრაქტიკით, რადიოკავშირის დროს დაშვებულია მოკლე ფრაზებით საუბარი. კავშირი უნდა წარიმართოს გარკვევით, მკაფიოდ და არაორაზროვნად. ამასთანავე, საუბარი მხოლოდ ინგლისურ ენაზეა დასაშვები, რუსულ ავიაკომპანიებს ნებართვა ორ ენაზე აქვთ - ინგლისურ და რუსულ ენებზე, ამიტომ, არაა გამორიცხული, ეს ჩანაწერი ფეიკი იყოს.


ამასთანავე, ჩანაწერის მოსმენის შემდეგ იკვეთება მეორე მხარეც, თითქოსდა ქართველი პილოტის საუბარში ფარული ირონია-დაცინვა იგრძნობა "ნამდვილი რუსის ხმაზე""დიდი რუსების" და "დიდი მოსკოვის" მიმართ.



0
464
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
464
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0