x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
[ექსკლუზივი] ისტორიული ფაქტი: 65 წლის სოსო აბაშიძემ საქართველოს ჩემპიონატში ითამაშა! [VIDEO]
image


ხარაგაულში, შეიძლება ითქვას, ისტორიული მატჩი გაიმართა. რეგიონული ლიგის დასავლეთის ქვედა ჯგუფის კალენდარულ დაპირისპირებაში ადგილობრივმა "ჩხერიმელამ" ოზურგეთის "მერცხალს" უმასპინძლა.


ისტორიული კი იმად იყო ეს მატჩი, რომ მასში მონაწილეობა მიიღო ხარაგაულელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, 65 წლის სოსო აბაშიძემ (მატჩის ვიდეოკადრები იხილეთ lelo.ge-ზე), ვის სახელსაც ატარებს ხარაგაულის ცენტრალური სტადიონი.

დიახ, ეს იყო ოფიციალური მატჩი და ბატონ სოსოს ამ თამაშში მონაწილეობის უფლებაც ოფიციალურად ჰქონდა ფეხბურთის ფედერაციისგან...



მიუხედავად ასაკისა, ის შესანიშნავ ფორმაშია და გარწმუნებთ, მასზე ბევრად ახალგაზრდასაც კი არ დაუდებს ტოლს.


სოსო აბაშიძე 1953 წლის 3 მაისს დაიბადა ხარაგაულის რაიონის სოფელ ისლარში. 1973-74 წლებში თამაშობდა თბილისის ასკ-ში (საქართველოს ჩემპიონატის I ლიგა, მწვრთნელი ზაურ კალოევი), 1974-80 წლებში - ხაშურის "ივერიაში" (მწვრთნელი ნოდარ ქურდაძე), ხოლო 1980-87 წლებში - ხარაგაულის "ჩხერიმელაში" (მწვრთნელი მურთაზ აბაშიძე).


ხარაგაულის საფეხბურთო კლუბი "ჩხერიმელა" სწორედ ბატონი სოსოს ინიციატივით დაარსდა 1980 წელს, ხოლო სტადიონი, სადაც ეს გუნდი თამაშობს, 2004 წლიდან ატარებს ძმების - სოსო და მურთაზ აბაშიძეების სახელს.


იხილეთ ვიდეო ბმულზე:


image

1
290
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
290
  
2018, 15 დეკემბერი, 1:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1